
ლიგა 1-ის 32-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ სახლში „მონაკოსთან“ 1:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგაც უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კონტრშეტევისას ზურიკო დავითაშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით დალაშქრა ფილიპ კიონის კარი. თუმცა, მალე „მონაკომ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდიდან sofascore-სა (7.7) და whoscored-ისგან (7.3) ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო, flashscore-მ კი მხოლოდ 6.9 ქულა "გაიმეტა".
ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 31 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
„სენტ-ეტიენი“ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში გასვლაზე „რეიმსს“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მონაკო 1:3
გოლები: 0:1 აკლიუში (2), 1:1 დავითაშვილი (65), 1:2 ალ მუსრატი (68), 1:3 ბალოგუნი (78)