ფეხბურთელი უპირველეს ყოვლისა
ფეხბურთი ფეხბურთელების თამაშია და არა მწვრთნელების
ავტორი - დე მარკო
ბლოგის დარეგისტრირების თარიღი
2016-07-08 09:25:46
პოსტები
1
სპორტის სახეობა
ფეხბურთი
ბლოგის დამფუძნებელი
დე მარკო
ბლოგის შესახებ
ევრო-2016 დასასრულს მიუახლოვდა, ერთი, თუმცა მთავარი მატჩია დარჩენილი და ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, ვერცერთი გუნდი, რომელსაც წამყვანი ფეხბურთელი დააკლდა ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, გრანდებიც კი. ჰუმელსი და ხედირა, რემზი და დევისი, დე როსი და მოტა, ვერტონგენი და ვერმალენი. ვერ შეცვალეს, ვერ შეავსეს და ტაქტიკური გათვლებით ვერ გადაფარეს მათი არყოფნა. ვერც გადაფარავდნენ და ვერც ვერასოდეს გადაფარავენ, რადგან ფეხბურთი ფეხბურთელებზე და მათ ოსტატობაზე დგას, მათით ფასობს და მათ გამო გვიყვარს.
ბოლო კომენტარები