ეროვნულ ნაკრებზე და არამარტო ფეხბურთზე
”1984”-ისა და ”ცხოველთა ფერმის” ავტორი ჯორჯ ორუელი სანაკრებო ფეხბურთს თავისებურად განიხილავდა: ”სანაკრებო ფეხბურთი არის ომის გაგრძელება, რომელიც სხვა საშუალებებით ხდება”.
ავტორი - zaza akhalaia
ბლოგის დარეგისტრირების თარიღი
2017-02-21 18:48:52
პოსტები
1
სპორტის სახეობა
ფეხბურთი
ბლოგის დამფუძნებელი
zaza akhalaia
ბლოგის შესახებ
”1984”-ისა და ”ცხოველთა ფერმის” ავტორი ჯორჯ ორუელი სანაკრებო ფეხბურთს თავისებურად განიხილავდა: ”სანაკრებო ფეხბურთი არის ომის გაგრძელება, რომელიც სხვა საშუალებებით ხდება”. ვერაფრით ვერ წარმომიდგენია,რომ ქართველმა ითამაშოს სხვა ქვეყნის ნაკრებში.სიტუაციას გაცილებით ამძაფრებს,როცა ეს ნაკრები რუსეთია(და თუნდაც სხვა ნებისმიერი ქვეყნის,ნაკრები მხოლოდ ერთი უნდა იყო ქართველისთვის–საქართველოს ეროვნული ნაკრები!),რომელიც დღეს პრაქტიკულად ,,ცივი ომის,,(,,ცივი ომია,,როცა უცხო ქვეყნის ჯარებს აქვთ ოკუპირებული შენი სამშობლოს ისტორიული მიწები და როცა საომარი მდგომარეობები არ მიმდინარეობს)სიტუაციაშია შენს სამშობლო,საქართველოსთან!…თუ პირდაპირ,უშუალო შეხვედრა,მატჩი არ არის ,ეს არ ნიშნავს ,რომ მორალურად გაქვს უფლება ჩაიცვა რუსეთის ნაკრების ფორმა, გაიჭიმო დროშაზე და იმღერო ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი… ,,ხაჭაპური,საცივი და ხინკალი,,–ს სიყვარულით არ განისაზღვრება ქართველობა!ქართული სამზარეულო, ძველი თბილისი,უძველესი ეკლესია–მონასტრებით აღტაცებას ტურისტებიც ვერ მალავენ და მათ შორის რუსებიც და მათ შორის ის რუსი ჯარისკაცებიც,რომელთა მეშვეობით ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, დევნილია 300ათასამდე ქართველი! მხოლოდ ,,ფულზე,,ფიქრით დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ!თან სპორტული ჟინიც უნდა იყოს თანხლები და მისი გამოვლენისთვის სტიმული უფრო მეტად სწორედ სანაკრებო დონეზე,ეროვნული ნაკრების მაისური,შენი ქვეყნის ჰიმნი და გერბი უნდა იყოს!...საკლუბო კარიერაში შესაძლო პრობლემები?სანაკრებო დონის ფეხბურთელის კლუბის ძირითადში ადგილის დამკვიდრება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს,არის გამონაკლისი შემთხვევევი მაგრამ... შესაძლო პრობლემები უნდა გაითვალისწინოს ფეხბურთის ფედერაციამ,საქართველოს სახელმწიფო(!)ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნდა ,,იმუშაონ,,(იურიდიულად,აგენტების დაქირავებით,ყოველმხრივ დაზღვევით...) .ეროვნული ნაკრების კანდიდატების კლუბებთან კონტარქტების თითოული მუხლი ყოველმხრივ უნდა განხილული იქნეს ფეხბურთელთა აგენტებთან და ყველა შესაძლო წინაღობა ნაკრებში თამაშისთვის შესაძლო პრობლემებზე უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული!პრობლემების გადასაწყვეტად.არ შეიძლება სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობების დაყვანა მცირე საწარმოს,,საქულას დუქნის,,დონემდე!როცა საქმე ეხება ეროვნული ნაკრების კანდიდატს,იქ სახელმწიფო უნდა იყოს გულუხვი,რადგან ეროვნული ნაკრების შედეგები სპორტის #1 სახეობაში სახელმწიფოს პრესტიჟია! ხშირად პოლიტიკა განსაზღვრავს სპორტული ურთიერთობების სიმძაფრეს,მაგრამ ისტორიამ იცის შემთხვევა,როცა სანაკრებო საფეხბურთო მატჩის დროს ჩხუბი საომარ მოქმედებებში გადაიზარდა.1969წლის 14–20 ივლისს ომი სალვადორს და ჰონდურასს შორის ისტორიისთვის ცნობილია როგორც ,,საფეხბურთო ომი,,.საერთაშორისო მედია ომის პირდაპირ მიზეზად ასახელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჰონდურასის ეროვნულ ნაკრების მარცხს სალვადორის ნაკრებთან.ომმა შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.ომმა დაასამარა ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის ინტეგრაციული პროექტი,რაც ძალიან ძვირი დაუჯდა ორივე ქვეყნის ეკონომიკას.სალვადორს და ჰონდურასს შორის მშვიდობიანი ხელშეკრულება ომიდან მხოლოდ ათი წლის შემდეგ გაფორმდა.მაინც ობიექტურობისთვის აღსანიშნავია,რომ საფეხბურთო მატჩის დროს კონფლიქტს მიზეზები ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებულ ტერიტორიულ და ეკონომიკურ უთანხმოებაში იყო,ფეხბურთმა დავა ცხელ ფაზაში,ომში გადაიყვანა. სალვადორს და ჰონდურასს შორის ომი მაინც ერთი გამორჩეული შემთხვევა იყო ,როცა ფეხბურთმა განსაზღვრა სახელმწიფოებს შორის პოლიტიკა,პირიქით კი ხშირად იყო.საბჭოთა–რუსული იმპერიის ლიდერები ხშირად ,,კარნახობდნენ,,სპორტულ შედეგებს სპორტის ფუნქციონერებს.1953წლის სსრკ–ის პირველობის ბოლო ტურის მატჩში მოსკოვში თბილისის ,,დინამომ,,დაამარცხა ადგილობრივი ,,ტორპედო,,(2–1) , დააგროვა თანაბარი ქულები მოსკოვის,,სპარტაკთან,,ერთად და უკვე ემზადებოდა ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩისთვის ,როცა ,,ზევიდან,,მოვიდა ბრძანება,რომ თითქოს მსაჯობა იყო არაობიქტური და მოითხოვეს ,,ტორპედოსთან,,მატჩის გადათამაშება.ქართველთათვის ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა:დაუშვებელია რუსეთის იმპერიაში ქართული გუნდის პირველობა!ფსიქოლოგიურად განადგურებულ გუნდს განმეორებითი მატჩის დროს მსაჯმაც აღარ დაუტოვა შანსი,თამაშის პირველ წუთებშივე ორი დინამოელი გააძევეს და საბოლოო შედეგიც იმპერიის ხემძღვანელობისთვის მისაღები დააფიქსირეს(4–1,,ტორპედოს,,სასარგებლოდ). მოგვიანებით,60წწ–დან საბჭოთა რეჟიმი ოდნავ მორბილდა და ნება დართეს ჩემპიონობისთვის რეალური ბრძოლის არამოსკოვურ კლუბებს .პირველად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში არამოსკოვური კლუბი სსრკ–ის ჩემპიონი მხოლოდ 1961 წელს გახდა (კიევის,,დინამო,სსრკ–ის პირველობა 1936 წ.იღებს სათავეს).თბილისის ,,დინამომ,,პირველად სსრკ ჩემპიონობას 1964 წელს მიაღწია,როცა ტაშკენტში უკვე ზემოთხსენებული მოსკოვის,,ტორპედო,,დაამარცხა ჩემპიონობისთვის დამატებით მატჩში(4–1).მატჩს სჯიდა ლატვიელი რუბენისი,რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა თავის სამსაჯო კარიერაში.ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დიდი ეჭვი გაჩნდა,რომ რუბენისი დაისაჯა ობიექტური მსაჯობისთვის. კრემლის იმპერიის გავლენა ფეხბურთზე,სპორტულ შედეგებზე არამარტო საკუთარი იმპერიის საზღვრებში,არამედ იმპერიის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსაც ცდებოდა. 1956 წლის 23 ოქტომბერს ათასობით უნგრელი სტუდენტი გამოვიდა ბუდაპეშტის ცენტრში ანტისაბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად. რამდენიმე საათში დემონსტრანტების რიცხვმა 200 ათასს მიაღწია. დაიწყო საბჭოთა ბლოკში პირველი ფართო მასშტაბიანი ამბოხება.საბჭოთა ჯარებმა სასტიკად ჩაახშეს იგი. დაიღუპა ათასობით ადამიანი. 1956წლის 21ნოემბერს უგრეთის უძლიერესი საფეხბურთო კლუბი ,,ჰონვედი” ევროპის ჩემპიონთა თასის მატჩს ბილბაოში თამაშობდა ადგილობრივ ,,ატლეტიკთან”(2–3),განმეორებითი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე ,ბრიუსელის,,ეიზელზე”გაიმართა(3–3) ,,ჰონვედის” ფეხბურთელთა დიდი ნაწილი შეშინებული შესაძლო რეპრესიებით სამშობლოში აღარ დაბრუნდა.ბუდაპეშტში კრემლის მიერ ხელდასმულმა მთავრობამ ისინი სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადა.ბევრი მათგანმა ევროპის კლუბებში გაარძელა სპორტული კარიერა დიდი წარმატებით(პუშკაში მადრიდის ,,რეალში,, რამდენიმეჯერ გახდა ჩემპიონთა თასის გამარჯვებული,წარმატებულები იყვნენ კოშიჩი და ბოჟიკი,,ბარსელონაში,,).სამშობლოში აღარ დაბრუნებულა უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა დიდი ნაწილიც.პირველი გუნდი, რომელმაც რეალურად ითამაშა ტოტალური ფეხბურთი 50-იანი წლების უნგრეთის ნაკრები იყო! ,,დიდი გუნდი,” – ასეთი სახელი შემორჩა ამ მართლაც საოცარ ნაკრებს, ეპითეტი “დიდი” სწორედ ამ გუნდს შემორჩა და ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.უნგრელი (და არამარტო)გულშემატკივარი ელოდებოდა 1958 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას და ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა უკვე დაპირისპირება პელე,გარინჩა,დიდის ბრაზილიასთან….უნგრეთის 1954წლის ნაკრები დღემდე ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო გუნდად!საბჭოთა ოკუპაციამ სისხლში ჩაახშო უნგრეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობასთან ერთად, უნგრული ფეხბურთის აწმყოც და მომავალიც. ყველაზე მძაფრად სპორტულ შეჯიბრში უნგრელთა ზიზღი საბჭოთა ოკუპანტთა მიმართ მელბურნის 1956წლის ოლიმპიადაზე წყალბურთელთა დაპირისპირებაში გამოვლინდა!,,სისხლი ბასეინში,,–არაოფიციალური სახელწოდებაა 1956 წლის 6 დეკემბერს წყალბურთში ოლიმპიური ნახევარფინალის, უნგრეთი–სსრკ წყალბურთელთა მატჩის.მუდმივ უხეშობაში მიმდინარე შეხვედრა დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა(ანგარიში 4–0იყო უნგრელ წყალბურთელთა სასარგებლოდ!),როცა რუსმა წყალბურთელმა ვალენტინ პროკოპოვმა მუშტი დაარტყა უნგრელ ერვინ ზადორს და წარბი გაუხეთქა,პირდაპირი მნიშვნელობით წყალი სისხლისგან გაწითლდა.აღშფოთებული მაყურებელი აფურთხებდა საბჭოთა წყალბურთელებს.საბოლოოდ დაფიქსირდა მატჩის შედეგი (4–0)უნგრელთა სასარგებლოდ,უნგრელმა წყალბურთელებმა ფინალში დაამარხეს იუგოსლავიის ნაკრები(2–1) და ოლიმპიური ოქროს მედლით გაახარეს უნგრელი ხალხი!ოლიმპიადის შემდეგ ოლიმპიური გუნდის ნახევარმა,შეშინებული ძალზე რეალური შესაძლო რეპრესიებით(ათმილიონიანი უნგრეთიდან მილიონზე მეტი იქნა გატარებული საიდუმლო სპეცსამსახურების მიერ რეპრესიებში) უარი განაცხადა ოკუპირებულ ქვეყანაში დაბრუნებაზე.კრემლის მიერ ხელდასმულმა ხელისუფლებამ ისინი მოღალატეებად გამოაცხადა. არამარტო უნგრული ფეხბურთი დაზარალდა საბჭოთა ,,ბოროტების იმპერიის,, რეპრესიული რეჟიმის წნეხში.1950 წელს ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციამ (რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა საბჭოთა ნკვდ–ს) პრაღაში,ლუდის ბარში ,,გერცლიკთან” დააპატიმრა ჰოკეიში ბრწყინვალე ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების(1947 და 1949წ მსოფლიო ჩემპიონები;1948წ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები) რამდენიმე წევრი.დაპატიმრების მიზეზი არ ყოფილა ბარში ხულიგნობა და ერთ–ერთი ჰოკეისტის შეძახილი:,,სიკვდილი კომუნისტებს”(შეძახილისთვის მიზეზი არაერთი გააჩნდათ,მაგრამ იმ საღამოს განსაკუთრებით ,როცა არ გაუშვეს დიდ ბრიტანეთში ტურნეში),არამედ კიდევ უფრო ადრე,შვეიცარიაში ,,შპენგლერის თასის,,გათამაშებისას განვითარებული მოვლენები,როცა ჰოკეისტთა ნაწილმა გადაწყვიტა შვეიცარიაში დარჩენა.ევროპული ღირებულებით აღზდილმა ახალგაზრდებმა გუნდში განიხილეს საკუთარ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მოაწყვეს კენჭისყრა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად:დარჩენილიყვნენ შვეიცარიაში თუ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.რვა ხმა ექვსის წინააღმდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩეხოსლოვაკიაში (სრული დასახელება ქვეყნის მაშინ იყო კრემლის მიერ თავსმოხვეული: ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა.არ გვეცნობა სსრკ–ის მემკვიდრე,რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ საქართველოში და უკრაინაში შექმნილი ,,ახალი,,ე.წ.სახელმწიფოების დასახელებებთან მსგავსება?ხელწერა ერთია.განსაკუთრებული მსგავსებაა უნგრეთთან:,,უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა”–ასე ეწოდებოდა უნგრეთს საბჭოთა ოკუპაციისას) დაბრუნებაზე,რადგან მათ შეეშინდათ ოჯახის წევრების,ნათესავების წინააღმდეგ შესაძლო რეპრესიების.ჩეხოსლოვაკიელ ჰოკეისტებს შვეიცარიაში ტურნირის შემდეგ კიდევ არაერთხელ ქონდათ შანსი დარჩენილყვნენ ევროპის სხვა ქვეყანაში,მაგრამ მათ ამით არ უსარგებლიათ.მიუხედავად ამისა სამხედრო სასამართლომ მათ მიუსაჯა 6–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,რასაც დაერთო უმძიმეს პირობებში ურანის საბადოებზე მუშაობა.1955წელს ყველა განთავისუფლდა ამნისტიით,მაგრამ ჰოკეიში დაბრუნება ვერცერთმა ვეღარ შეძლო ჯამრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო. უკვე 60–იან წლებში თვით კრემლის მიერ ჩეხოსლოვაკიაში ხელდასმული კომუნისტური რეჟიმის ხემძღვანელები მივიდნენ აზრამდე,რომ ქვეყანაში აუცილებელი იყო მცირედ მაინც გატარებულიყო დემოკრატიული რეფორმები.1968 წლის 4 იანვარს, ცკ-ს პლენუმმა, კომპარტიის პირველ მდივნად, ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ დუბჩეკს მოსკოვთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მან საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. პარტიული და სახელმწიფო აპარატიდან გაათავისუფლა სტალინის პერიოდის ფუნქციონერები, მათ ნაცვლად კი ახალგაზრდა პარტიული მუშაკები დანიშნა. ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ პროცესებს საბჭოთა კავშირის ხელისუფლება თვალს შეშფოთებული ადევნებდა. ჩეხოსლოვაკიაში ვითარების შესაცვლელად კრემლში რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ჩარევასაც განიხილავდნენ.საბოლოოდ ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე რეფორმების შესაჩერებლად კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო აგრესიისთვის მიემართა.სამხედრო ოპერაცია, რომელსაც “დუნაი” ერქვა, საბჭოთა სადესანტო დივიზიის მიერ პრაღის აეროპორტ “რუზინეს” აღებით დაიწყო.პრაღის უბრალო მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და საოკუპაციო ძალების საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყეს.საბჭოთა დესანტის პირველი სამიზნე დუბჩეკი და მისი თანაგუნდელები იყვნენ. რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას, კომპარტიის შენობას, სადაც დუბჩეკი იმყოფებოდა ალყა შემოარტყეს. დუბჩეკი და რამდენიმე თანამდებობის პირი შენობაშივე დააპატიმრეს. ისინი იმავე დღეს გადაიყვანეს საბჭოთა კავშირში. პრაღის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები საოკუპაციო ძალების მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავდნენ. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო ავტომობილებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აფერხებდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს, “მოლოტოვის კოქტეილს” უშენდნენ. ინტერვენციის შედეგად აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა 98 ჯარისკაცი შეადგინა. მოსახლეობა საბჭოთა ძალებს დიდი წინააღმდეგობით და უმეტესად თვითორგანიზებით შეხვდა. ისინი საბჭოთა არმიას არასწორ მიმართულებებს აძლევდა, უხვედრებდა წინააღმდეგობებსა და ბარიკადებს და საერთოდაც მაქსიმალურად უზღუდავდა გადაადგილებას.საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი იმდენად მაღალი იყო, რამდენჯერმე საჯარო სუიციდის ფაქტიც კი დაფიქსირდა. 1968 წლის მოვლენების შემდეგ, ჩეხოსლოვაკია რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა დატოვა. ემიგრანტთა შორის ყველაზე მეტად ინტელიგენციის წარმომადგენლები ჭარბობდნენ – მათი რიცხვი 30 ათასს აღწევდა.პრაღის გაზაფხულის შემდეგ, ემიგრაციაში აღმოჩნდა ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანი(საყოველთაოდ განთქმული კენ კიზის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმით„.„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“). ვინც ქვეყანაში დარჩა, მათ კომუნისტური რეჟიმი ყოველმხრივ ზღუდავდა. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, დევნიდნენ. სპორტში ყველაზე მძაფრად საბჭოთა იმპერიის და ჩეხო–სლოვაკთა დაპირისპირება ყინულის არენაზე,ჰოკეიში აისახებოდა.ჩეხოსლოვაკია–სსრკ–ის ნაკრებებს შორის მატჩები ყოველთვის უხეშობის ზღვარზე და ხშირად ჩხუბებით,მუშტი–კრივის ელემენტების გამოყენებით მიმდინარეობდა.1968წლის საბჭოთა ინტერვენციით გამოწვეულმა ზიზღმა განსაკუთრებით გაამძაფრა ვითარება 1969წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ,რომელიც პრაღაში უნდა ჩატარებულიყო.ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ გაითვალისწინა,რომ ჩეხოსლოვაკია–სსრკ–ის შეხვედრას პოლიტიკური კონტექსტი დაერთვებოდა და ჩემპიონატი შვეციაში,სტოკჰოლმში გადაიტანა. ,,ტუტ ტანკი ნე პომოგუტ,,,ვი ნამ –ტანკი,მი ვამ–შაიბი,,(აქ ტანკებს ვერ დაიხმართ;თქვენ ტანკებით,ჩვენ შაიბებით თქვენს კარებში)შეძახილებით აღიზიანებდნენ რუსებს ჩეხები!ორჯერ შეხვდნენ აღნიშნული ჩემპიონატის განმავლობაში ჩეხოსლოვაკია–სსრკ–ის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს და ჩეხოსლოვაკებმა მოახეხეს არნახული პატრიოტული სულისკვეთების განწყობით ორივეჯერ დაემარცხებინათ მათზე უფრო სპორტული თვალსაზრისით ძლიერი მეტოქე(2–0 და 4–3)!საბოლოოდ სამმა ნაკრებმა(სსრკ,შვედეთი,ჩეხოსლოვაკია) დააგროვა თანაბარი 16–16 ქულა და შაიბების უკეთესი სხვაობით ჩემპიონები საბჭოთა ჰოკეისტები გახდნენ.მაგრამ მაინც ჩემპიონატის მორალური გამარჯვებული ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრები იყო! გულისამრევ, სიცრუეზე დამყარებულ საბჭოთა საინფორმაციო–პროპაგანდისგან (დღესაც მემკვიდრე რუსეთის სანფორმაციო საშუალებები) ახალგაზრდები ვეძებდით თავისუფალ საინფორმაციო წყაროს და ვცდილობდით მოგვესმინა რადიოსადგურ,,თავისუფლება,,,ამერიკის ხმისთვის,,.საბჭოეთს ქონდა სპეციალური სადგურები მათ დასახშობად და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საბჭოთა წარმოების რადიომიმღებებში მაღალ სიხშირეებზე მათი მოსმენა(საბჭოთა რადიომიმღებებში მხოლოდ მაღალი სიხშირეები იყო).ხსნა იაპონური წარმოების მაგნიტოლებში იყო მხოლოდ,სადაც დაბალ სიხშირეებზე მეტი შანსი იყო მოსმენის.მე წილად მხვდა ბედნიერება მქონოდა იაპონური,,ჯვს,, და 1983წელს,პრაღის,,გაზაფხულიდან,, 15 წლისთავისთვის მიძღვნილი გადაცემათა ციკლი მომესმინა.გადაცემის წამყვანის მიერ არაერთხელ იქნა აღნიშნული ჩეხოსლოვაკ ჰოკეისტთა თავდადება,გმირობა და ის სიხარული,რაც მოუტანეს ჰოკეისტებმა ჩეხოსლოვაკიის ხალხს სპორტულ არენაზე შურისძიებით,რევანშით!..სწორედ მაშინ ,კიდევ უფრო მეტად ჩემში და კიდევ ათასობით თანატოლში გამძაფრდა სულისკვეთება,ოცნება ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს,, და ,რომ უნდა გვქონდეს უფლება გვყავდეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ნაკრები და თუ კრემლის მიერ დანიშნულ მწვრთნელს არ მიაჩნია დათო ყიფიანი და ვოვა გუცაევი მუნდიალისთვის, საბჭოთა ნაკრებისთვის საჭირო დონის ფეხბურთელებად,ქართველი აუცილებლად წაიყვანს და ღირსეული თამაშით გვასახელებენ,გაგვახარებენ ჩვენი ქვეყნის დროშით,ჰიმნით,გერბით ასპარეზობით!… პ.ს.გაგრძელება იქნება.თემა,მიზეზი საკმარისზე მეტია,რომ განვიხილოთ,თუ რატომ,რა მიზეზებით არ ასრულებულა ჯერ კიდევ ჩვენი თაობის ოცნებები,რატომ არის ქართული ფეხბურთი იქ,სადაც არის(მიზეზი ხომ არამარტო ფეხბურთში,ფეხბურთის მესვეურებშია? და მათი დიდი ნაწილი ხომ არასაფეხბურთოა,,,ზევით,, ხელისუფლების ეშელონებში…თუმცა ფეხბურთში საკმარისზე მეტია)… ერთს მაინც დავამატებდი–1989წლის 9აპრილს,საბჭოთა ჯარების მიერ რუსთაველზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ თბილისის ,,დინამოს,, პირველი მოწინააღმდეგე იყო მოსკოვის ,,სპარტაკი,,.ყველაზე მეტად რუსული გუნდებიდან სწორედ ,,სპარტაკი,, იყო ჩვენი გამღიზიანებელი(არც ცსკა.რომელიც საბჭოთა არმიის კლუბად ითვლებოდა,არც მოსკოვის ,,დინამო,რომელიც შსს–ს კლუბად ითვლებოდა),რადგან ,,სპარტაკის”გულშემატკივრები იჯდნენ კრემლში!ერთ–ერთ კურატორად ლიგაჩოვი მოიაზრებოდა და მსაჯებიც განსაკუთრებულად წყალობდნენ ,,სპარტაკს”.უნივერსიტეტში ჩემი კურსელი და მეგობარი იყო თბილისის ,,დინამოს,,ფეხბურთელის კახი გოგიჩაიშვილის უბნელი,მეგობარი….თამაშამდე კახი გოგიჩაიშვილმა მეგობრებს და მეზობლებს განუცხადა:,,მოვკვდებით თუ ვერ მოვიგეთ!,, ….,,თბილისის ,,დინამოს”პრაქტიკულად ახალგაზრდულმა გუნდმა(თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა გუნდში)დაამარცხა მასზე ძლიერი მეტოქე(2–0),გოლები კახაბერ ცხადაძემ და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს!
ბოლო კომენტარები