ანზორი მასწ
"ანზორი მასწ"-ი, ფეხბურთის ანაბანა
ავტორი - dave
ბლოგის დარეგისტრირების თარიღი
2017-05-24 10:22:53
პოსტები
1
სპორტის სახეობა
ფეხბურთი
ბლოგის დამფუძნებელი
dave
ბლოგის შესახებ
20-ე საუკუნის 90 წლები მართალია მძიმე იყო, მაგრამ ბავშვური ცხვორებისთვის საინტერესო. უმეტესობა ბავშვს შეიძლება კამფეტი და საჭმელლი ენატრებოდა, მაგრამ მისი ცხოვრბა სავსე იყო თავგადასავლებით, ნამდვილი „ტომ სოიერული“ ეპოქა იყო. ოჯახის გულისთვის პურის „კასეტების“ ზიდვა რომ შემდეგ რიგში არ მდგარიყავი, შეშის მოგროვება, გახეთქილი გამოცვლილი კაბელების გატყავება და ალუმინის მოპოვება, მიტოვებულ მშენებლობებზე ძრომიალი, ცარიელი თუ სავსე ვაზნების შეგროვება და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. მაგ წლებში ბავშვები ძირითადად ეზოში ვიყავით, ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობების გარდა ათასნაირ თამაშს ვიგონებდით, დღის განმავლობაში დაკავებულები რომ ვყოფილიყავით. შვიდქვაობანა, წრეში ბურთი, გრძელი ვირი, მაგრამ აღსნიშნავია ისეთი თამაშები რომლებიც ფეხბურთს უკავშირდებოდა. იმის მიხედვით თუ რამდენი ბავშვი იკრიბებოდა თამაშიც განსხვავებული იყო, 105 (სტოპიატი), ცალკარა, „გრეხეთბოლი“, და რათქმაუნდა ჩვეულებრივი ორ კარში თამაში. იმ პერიოდში ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალში ვცხოვრობდი, მარაკანას სტადიონთან ახლოს და სკოლის მერე მთელ დროს სტადიონზე ვატარებდი,მეგობრებთან ერთად ბურთის დევნაში, მიუხედავდ იმისა, რომ რაღაც შავი ქვიშა დაყარეს რომელიც ხიჭვებივით გვესობოდა ფეხში, მაგრამ ვინ ფიქრობდა ამაზე, მთავრი ხომ ფეხბურთი იყო. ყოველ საღამოს მოედანზე იმდენი ბავშვი ვიკრიბებოდით, რომ ორკარას თამშს თავისუფლად ვყოფნიდით. ამ დროს მოედანზე მოვიდოდა უსათნოესი ასე 60-65 წლის ასაკის თმაშევერცხლილი მამაკაცი, ადიდასის სპოტულებში და ბოტასებში გამოწყობილი, კისერზე სასტვენ ჩამოკიდებული, თავზე კეპით - ეს იყო „ანზორი მასწ“-ი. თამაში იმწუთშივე შეწყდებოდა, ბავშვები მივესეოდით, გამარჯობა ანზორი მასწ, როგორ ხართ ანზორი მასწ, ხომ გადაგვანაწილებთ ანზორი მასწ - დავაყრიდით მოკითხვებს და შეკითხვებს. ანზორი მასწ-იც დიდი სიყარულით და ღიმილით მოგვიკითხავდა სუყველას, გადაგვყოფდა ორ გუნდად, მან უკვე კარგად იცოდა ჩვენი შესაძლებლობები და გუნდებს ისე დააკომპლექტებდა ვინმეს უპირატესობა არ ქონოდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ თამაშის მსვლელობაში რომელილე გუნდი ძალიან ჯაბნიდა მეორეს, აუცილებლად მოახდენდა გუნდებში გადაადგილებებს და დააბალანსებდა. თვითონაც ერთვებოდა ხანდახან თამაშში, პასს მიაწვდიდა ხელსაყრელ პოზიაში მყოფს, ან აართმევდა ბურთს და ა.შ. ყველა ბავშვს გვიცნობდა სახელებით, ზოგს მეტსახელებსაც კი უგონებდა - „მუქთი, პელე, გამაზა და სხვა“. ანზორი მასწ-ი გარდა იმისა რომ გვანაწილებდა, მსაჯობდა კიდეც ჩვენს თამაშს, მინიშნებებსაც გვაძლევდა და ფაქტიურად ფეხბურთის ანაბანას გვასწავლიდა. ანზორი მასწ-ი ჩვენამდე თაობებსაც ასევე ედგა გვერდში და ჩვენს მერე თაობების აღზრდაშიც დაიდო წვლილი. ის ყველას უყვარდა და ისევე როგოც მე სხვებიც ძალიან დიდ პატივს ცემდნენ. მიუხედავად იმისა რომ ანზორი მასწ-ი პროფესიით მწვრთნელი არ ყოფილა, ერთი მანეთი და ლარიც არ აუღია ამ საქმეში, თავისი დროის დიდი ნაწილი ფეხბურთს და ბავშვებს დაუთმო. აი ესაა ფეხბურთის და მომავალი თაობის დიდი სიყვარული. ანზორი მასწ-ი დიდი პატივისცემით გავაცილეთ მის უკანსკნელ გზაზე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ასევე მინდა ჩემი დიდი სურვილი გამოვთქვა, რომ ღმერთმა უმრავლოს ფეხბურთით გულანთებული ბავშვები საქართველოს და ანზორი მასწ-ის ნაირი ხალხი, როელბიც ასე უანგაროდ და სიყვარულით დაუდგებიან ბავშვებს გვერდით და მეტად შეაყვარებენ სპორტის ამ დიდებულ სახეობას.
ბოლო კომენტარები