ერთი ადგილი რომც გაანძრიონ
AutoSharing Option
17:51 20-02-2016
მოკლედ რომ ვთქვა (ისედაც ბევრი დაიწერა და დეტალურად არ მოვყვები),ძალიან კარგი ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარმოგვიდგინეს 2 დღის წინ. ყოველშემთხვევაში გარედან ესე ჩანდა (პრეზენტაციას ვერ დავესწარი, სადაა ჩემი ადგილი იმ "ნარჩევ საზოგადოებაში"). თუმცა მიუხედავად ამ პროგრამისა, მაინც ვერ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ამ პრეზენტაციას შევადარებდი, ბიზნესმენებისა და ბიძინა ივანიშვილის პირველ შეხვედრას. მაშინ ახალი მოსული იყო ქართული ოცნება ხელისუფლებაში. სხვადსხვა ბიზნესის ხელმძღვანელები აღფრთოვანებულები გამოდიოდნენ შეხვედრიდან, ბიზნესის რენესანსის ხანა დგება საქართველოშიო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს მოლოდინები მინიმუმ გადაჭარბებული იყო. თუმცა, არა იმიტომ, რომ ქართული ოცნებაა წარუმატებელი, ან ფედერაციას არ უვარგა ხელმძღვანელობა, აქ სხვა რამეშია საქმე. ადამიანური რესურსის არ არსებობაა მთავრი პრობლემა და მთავარი ხელისშემშლელი სწორედ ეს ფაქტორი იქნება ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის. შეიძლება ვიღაცას გადამეტებულად მოეჩვენოს ის, რომ ამდენს ვსაუბრობ ადამიანურ რესურსზე, თითქმის ყველა ბლოგში, მაგრამ ვფიქრობ უფრო მეტად უნდა განიხილებოდეს და იწერებოდეს ამ თემაზე. ადამიანების გარეშე შეუძლებელია ფეხბურთის განვითარება.
უფრო კონკრეტულად კი მინდა შევეხო ერთი შეხედვით ძალიან მარტივ ამბავს, უმაღლესი ლიგის კლუბების ვებ გვერდებს. საქართველოშ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობს 16 გუნდი, აქედან 7-ს საერთოდ არ აქვთ ვებ გვერდი.
ესენია: ჩიხურა, სამტრედია, შუქურა, საპოვნელა, კოლხეთი, ტორპედო, გურია. ამ გუნდებს რაც აერთიანებს, გარდა იმისა, რომ ვებ გვერდი არ გააჩნიათ, არის ის, რომ ისინი არიან საბიუჯეტო კლუბები, რაც საგულისხმო ფაქტია. რაც შეეხება დანარჩენ კლუბებს, კარგი ვებ გვერდი აქვს თბილისის დინამოს, ბათუმის დინამოს, ლოკომოტივს, საბურთალოს და მერანს. რაც შეეხება ზუგდიდს, ცხინვალს, გორის დილას და სიონს, მათი ვებ გვერდები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც დიზაინით და ვერც ფუნქციონალურად.
ეხლა ვსვამ შეკითხვას: ხელმძღვანელობა რომელიც ვერ აგვარებს ნორმალური ვებგვერდის არსებობას და მენეჯმენტს, როგორ შეიძლება ელაპარაკო, მარკეტინგზე, ბრენდინგზე ან ინვესტიციების მოზიდვაზე?! ან გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებაზე? შეუძლებელია. ეჭვი მაქვს ეს ძალიან კარგი პროექტი, სწორედ პროფესიონალი ადამიანების არარსებობის გამო, ვერ გამოდგება ისეთი ეფექტური, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. ლევან კობიაშვილმა სწორად მოუწოდა ერთი ადგილი გაანძრიეთო, მაგრამ დიდი შანსია მხოლოდ ერთი ადგილის განძრევამ ვერ უშველოს საქმეს. ამ ადამიანებს პროფესიონალიზმი და ცოდნა არ ეყოფათ. ერთია რა გინდა და მეორე რა შეგიძლია. იმედს ვიტოვებ რომ ახლად დაფუძნებული ფეხბურთის განვითარების ფონდი ამ პრობლემებსაც რამენაირად მოერევა.
ავტორი  -  ბექა
Twitter
5
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (3)
AVATAR
nika
21 თებერვალი 2016 17:37
http://fcshukura.ge/

AVATAR
Temo
21 თებერვალი 2016 15:28
გორის დილას ვებ გვერდის ახალი დიზაინი არ რის დასრულებული და მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
AVATAR
Temo
21 თებერვალი 2016 15:26
გორის დილას ძველი დიზაინი შეიცვალა.. ახალი დიზაინი არ რის დასრულებული და მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ..
ბოლო კომენტარები