უკაცრავად მალე მორჩებით? მე გასასვლელი ვარ და..
AutoSharing Option
17:06 23-02-2016
2015 წლის გაზაფხულია, მაგრად ცხელა კახეთში. მე და ჩემი მეგობარი ვემზადებით პრეზენტაციისთვის, რომელიც ერთ-ერთ მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა გავმართოთ. ჩვენმა ახლობლებმა, რომელიც ძალიან მოწადინებულნი იყვნენ, რომ ფეხბურთი განვითარებულიყო მათ რაიონში, დაგვიგეგმეს ეს შეხვედრა. 

2 თვე ვემზადებოდით პრეზენტაციისთვის. სად არ ვიყავით, ვის არ შევეკითხეთ აზრი. მარტვილშიც კი ვიყავით ჩასულები, სადაც ძალიან კარგად მუშაობენ საფეხბურთო სკოლაში, ჯესი სურმავას ხელმძღვანელოით.

გვაინტერესებდა რა პრობლემებს აწყდებოდნენ რეგიონში საფეხბურთო სკოლები. 2-3 საათის დაგვიანებით დაიწყო პრეზენტაცია. ძალიან ვნერვიულობდი, მეც იმ რაიონიდან ვარ და ძალიან მაწუხდება ეს პრობლემა. ყველა მუნიციპალიტეტში რაღაც ხდება ასე თუ ისე ფეხბურთში, მაგრამ კახეთში და განსაკუთრებდით ამ რაიონში საერთოდ არაფერი არ არსებობს. იქაური ადამიანი ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარიც რომ იყოს, ბავშვსაც კი ვერ შეიყვანს ფეხბურთზე, თამაშზე წასვლაზე და საკუთარი გუნდის გულშემატკივრობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

იწყება პრეზენტაცია, კიდევ უფრო ვნერვიულობთ. 5-10 წუთში გავხურდით, წარმოვადგინეთ ფოტო და ვიდეო მასალა, რა მდგომარეობაშია და რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. როგორია სტანდარტები, როგორ უნდა მოვახეროთ მინიმალური დანახარჯით ნორმალური შედეგის დადება. ხაზს ვუსვამთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა, განათლებას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ. მოკლედ ეშხში ვართ უკვე და ამ დროს გამგებელი, რომელიც მზესუმზირას მიირთმევდა დარბაზში მაჩერებს: უკაცრად თქვენ მალე მორჩებით, მე გასასვლელი ვარ და....

ყველაფერმა თვალწინ გამიარა, რამდენი ვიწვალეთ, რამდენს დავდიოდით, როგორ ვარჩევდით ფორმასაც კი, რომ რამენაირად მათი კრიტიკა არ გამოგვსლოდა და არ გაგვენაწყენებინა, ოღონდ როგორმე საქმე გამოსულიყო. ძალიან მინდოდა რაიმე ცუდი საქციელი ჩამედინა, მაგრამ თავი შევიკავე, გამახსენდა რომ მთვარი შედეგი იყო და პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტთთანაც კი ვაქე და ვადიდე გამგებელი. ჩავამთავრეთ პრეზენტაცია და წამოვედით. მაინც იმედიანად ვიყავით განწყობილი, რადგან ძალიან ცოტას ვითხოვდით ფეხბურთისთვის. თუმცა ეს იმედი ნელნელა გაქრა. მას მერე არაფერი არ შეცვლილა იმ რაიონში და ასობით ბავშვს ჯერაც არ აქვს საშუალება ფეხბურთზე იაროს. ვინ იცის რამდენ მუნიციპალიტეტში მოხდა იგივე.

ჩვენ ხომ უკიდურესობების ქვეყანა ვართ, ზოგიერთი გამგებელი ბიუჯეტის 20 პროცენტს ფეხბურთში ხარჯავს (რაც ძალიან არასწორია), ხოლო ზოგს ერთიც არ ემეტება. აი ესეთი უვარგისი იყო სახელმწიფოს მიდგომა ფეხბურთისადმი. ეხლა კი ყველაფერი შეიცვალა და იმედია ყველა რაიონში იქნება ელემენტარული პირობები შექმნილი ბავშვებისთვის.



ავტორი  -  ბექა
Twitter
4
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები