ჯანი გავარდეს! - ჯანი პრეზიდენტია!
AutoSharing Option
00:42 27-02-2016
შვეიცარია ისევ მსოფლიო ფეხბურთის ცენტრია! ფიფასა და უეფას შტაბბინებთან ერთად, შვეიცარია პრეზიდენტებითაც დაიკვეხნის. კორუფციაში მრავალჯერმხილებული, ასაკოვანი და შეუპოვარი იოზეფ ბლატერი კარგი, მაგრამ ჯანი ინფანტინო რაის შვეიცარიელიაო იკითხავს მკითხველი...
ჯანი 1970 წლის 23 მარტს შვეიცარიის პატარა ქალაქ ბრიგში დაიბადა, რომელიც იტალიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ის წარმოშობით სწორედ იტალიელია.

ფიფას პრეზიდენტობამდე ჯანი უეფაში მუშაობდა გენერალური მდივნის თანამდებობაზე და როგორც ირკვევა ბევრი ცნობილი იდეა, სწორედ მისი ყოფილა და არა პრეზიდენტ მიშელ პლატინის. მაგალითად ევროპის ჩემპიონატის 24 გუნდამდე გაზრდა, ამხანაგური სანაკრებო მატჩების ნაცვლად ტურნირის ლობირება (რომელიც ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა წარადგინა) და 2020 წლის ევროპირველობის 13 ქალაქში გამართვა.

ჯანი ძირითადად კენჭისყრებიდან გვახსოვს, როგორ გვიხსნიდა წესებს, გვამცნობდა კალათებს, იწვევდა ფეხბურთელებს და შემდეგ აწყვილებდა გუნდებს. ძირითადად თვითონ იღებდა და ხსნიდა ბურთულებს, ამიტომ გინებაც ბევრი მისვლია და ლოცვაც ჯანის შექმნილი წყვილების გამო.

ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ ჯანი მაფიოზი იტალიელია და ამბები ახლა ნახეთ ფიფაშიო, მაგრამ მე არ მჯერა რომ ასე იქნება. ჩემი აზრით ფიფა მეტად გამჭირვალე სტრუქტურა გახდება ვიდრე ეს აქამდე იყო.

ჯანის ხელში:
შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრება კორუფცია.
შემცირდება გარიგებული მატჩები.
განვითარდება ტექნოლოგიები.
დარეგულირდება ტრანსფერები.
ფეხბურთი კიდევ უფრო მასობრივი გახდება.
მდიდარი კლუბები ვეღარ იპარპაშებენ ისე თავისუფლად.
...
მაგრამ ყატარი 2022-სა და ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატს მაინც არაფერი ეშველება :D
წარმატებები ჯანის ამ ფრიად საპასუხისმგებლო და დიდ საქმეში!



ავტორი  -  კაგიშო
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები