ადამიანი, რომელმაც კალაძეს იმ ცნობილი მატჩის მაისური გამოართვა
AutoSharing Option
00:12 01-03-2016
ყველას გახსოვთ ალბათ საქართველოსა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა 0:2 წააგო.

მატჩი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ფარგლებში მიმდინარეობდა. თამაში 2009 წლის 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" (ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი) გაიმართა. იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით გვეწვია.

ორივე გოლი სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ გაიტანა. ეს იყო იმ შესარჩევის ბოლო საშინაო შეხვედრა. თავად თუ არ შეგემთხვა მსგავსი რამე, ადამიანი ალბათ ვერ გაიგებ რას ნიშნავს ეს - საკუთარ კარში საკუთარ სტადიონზე, საკუთარი ხალხის წინაშე, მაშინ მატჩს 50 000 ადამიანი დაესწრო, ორი გოლი გაიტანო. ალბათ კალაძისთვის ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ცხოვრებაში, ჩემი აზრით ეს მისი წარმატებულ საფეხბურთო კარიერას დაღს ვერ დაასვამს.

ყველაზე საინტერესო და სახალისო კი ამ სიტუაციაში ის არის, რაც მერე გავიგე.

Palitratv.ge-მ აღმოაჩინა ადამიანი, რომელმაც კალაძის ზუსტად ის მაისური გამოართვა, რომელიც მას იტალიასთან მატჩში ეცვა. ეს ადამიანი ჟურნალისტი ლადო გოგოლაძეა, თურმე ის ნასვამი ყოფილა და არც კი იცოდა, რომ კალაძემ ორი ავტოგოლი შეაგდო.

ძალიან ბევრი ვიცინე, როცა ეს ამბავი გავიგე.

ავტორი  -  batman
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები