რატომ არ გვყავს მწვრთნელები
AutoSharing Option
16:36 04-03-2016

მას შემდეგ რაც ეროვნულ ნაკრებს მწვრთნელი აღარ ჰყავს, ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი მწვრთნელების არჩევანი ამ პოსტზე ძალიან ცოტაა. რაც პირდაპირ მითითებს იმაზე, რომ საქართველოში არ გვყავს სპეციალისტები, არამხოლოდ ნაკრების დონეზე, არამედ ზოგადად დგას ეს პრობლემა. არცერთ დონეზე არ გვყავს სათანადო რაოდენობის და კვალიფიკაციის ადამიანები. პოლონეთს, რომელიც არ მიეკუთვნება ტოპ ჩემპიონატების რიცხვს,  170მდე პრო ლიცენზიის მწვრთნელი ჰყავს, მაშინ როდესაც საქართველოში ეს რიცხი ათს არ აღემატება. ეს აჩვენებს თუ რამხელა სხვაობა ჩვენსა და საშუალო ევროპულ ქვეყნებს შორის.
ამა პრობლემას უამრავი მიზეზი აქვს. უმთავრესი მიზეზი არის ანაზღაურება. ბავშვთა მწვრთნელის საშუალო ხელფასი,  დაახლოებით 500 ლარია. ამ ხელფასზე მუშაობა კი ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მწვრთნელს ჰყავს ოჯახი. შესაბამისად, ადამიანები რომლებსაც გააჩნიათ უნარი რაიმე სხვა საქმე აკეთონ, ტოვებენ ფეხბურთს და გადადიან სხვა სფეროში, სადაც ანაზღაურება უკეთესია. ფეხბურთში რჩება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია ამ სფეროზე ან/და უბრალოდ სხვა საქმის კეთება არ შეუძლია. ანუ მისი აზროვნების დონე და შესაძლებლობები არ არის მაღალი. რათქმაუნდა მუშაობენ ჭკვიანი ადმიანებიც, მაგრამ საერთო სურათია ასეთია. 
გარდა ანაზღაურებისა არ არსებობს პირობები, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე საფეხბურთო სკოლას. რაც, რა თქმა უნდა, არ არის მამოტივირებელი ამბიციური ადამიანისთვის, რომელსაც უნდა სასიამოვნო გარემოში იმუშაოს, იზრუნოს მხოლოდ საკუთარ საქმეზე და არ ქონდეს საფიქრალი იმაზე, რომ ამხელა კაცს ოფლიანს უწევს სახლში წასვლა. 
მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემები ცხადზე ცხადია და არ შეიძლება არ დავეთანხმოთ იმ ადამიანებს რომლებიც ამ პრობლემებზე მიუთითებენ, საშინლად არ მომწონს მიდგომა როდესაც, მწვრთნელები და ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები მთავარ პრობლემას ხედავენ ფულის და ინფრასტრუქტურის განვითარებაში და არ ფიქრობენ და საუბრობენ სხვა პრობლემებზე, იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა დღეისთვის და ამ პრობლემების დასაძლევად რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ეს იგივეა გამოცდაზე მოგვცენ ამოცანა, შენ კიდევ დაიწყო წუწუნი იმაზე, რომ ამოცანის პირობაში არასაკმარისი ინფორმაციაა მის ამოსახსნელად. ის ადამიანები ვინც დღეს ფეხბურთში მოღვაწეობენ არიან გამოცდაზე, იციან რომ პირობას ვერ ცვლიან, და არც ამოხსნაზე ფიქრობენ. შედეგი იქნება ის რომ ჩაიჭრებიან.  რომ დაჯდე და ფურცელზე დაწერო, რა ვარჯისს აკეთებ მომდევნო დღეს, ამას რაში ჭირდება ინფრასტრუქტურა. ამას ჭირდება ცოდნა და შრომა. ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ტვინს ნუ გაანძრევინებო და სწორედ ეს გვჭირს. არაა ეს მარტო ჩვენი პრობლემა, ყველგან და ყოველთვის რთულია წარმატება, წუწუნით არავის არაფრისთვის მიუხწევია. 3 წლის წინ, როდესაც გავდიოდი ც ლიცენზიის კურსს, ძალიან უცნაური რამ შევნიშნე მისი დასრულებისას. როდესაც გადიხარ სამწვრთნელო ც ლიცენზიის კურსს, ფეხბურთის შესახებ ვერაფერ სიღრმისეულ ვერ სწავლობ. ერთადერთი რაც უნდა ისწავლო მისი დასრულების შემდეგ და სანამ მწვრთნელობას შეუდგები არის ის, რომ ბავშვებს არ უყვურო, უხეშად არ მოექცე, ათამაშე ბევრი რომ მეორე დღესაც მოუნდეს მოსვლა, იმიტომ რომ ეს მისთვის უნდა იყოს გართობა. თუ მან იცის რომ ხვალ უნდა ეჩხუბოს მწვრთნელი, ან სიცელქის გამო დასაჯოს, აღარ მოუნდება წასვლა და ის თითო ოროლა ბავშვიც გამოაკლდება ფეხბურთს. ერთადაერთი რაც უნდა შეიგნო ც ლიცენზიის დასრულებისას არის ეს. 25 ადამიანი გავდიოდით ამ კურსს და ნახევარზე მეტი ამბობდა რომ ბავში დისიპლინას უნდა მიაჩვიო და თუ საჭიროა დასაჯო კიდეც. აი ესეთი მიდგომით წამოვიდა იქიდან მწვრთნელების დიდი უმრავლესობა.

რა შეიძლება მოვიფიქროთ იმ ადამიანების მოტივაციისთვის, ვინც კარგად მუშაობს და სულს და გულს დებს ამ საქმეში?! ესეთები არსებობენ, თუმცა გარდა იმისა, რომ დაბალ ხელფასზე უწევთ მუშაობა, თავს დაუფასებლადაც თვლიან. ეს ყველას გექნებათ გაგონილი. კარგი იქნება რეზო ძოძუაშვილის მოწვევას და მისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას  კვირაში ერთხელ, ეს ხალხი გავაცნოთ ფეხბურთის გულშემატკივრებს, იქნებ ეს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მაინც შევინარჩუნოთ, თორემ ჩვენი საშველი მწვრთნელების გარეშე არ არსებობს.

ავტორი  -  ბექა
Twitter
7
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
მაგდა
10 მარტი 2016 18:05
ვიდრე ფიზმომზადებას არ მიეხედება ყველა გარჯა ამაო იქნება:)
ბოლო კომენტარები