საქმეში ჩახედული ტიპები გვჭირდება
AutoSharing Option
17:28 17-03-2016
მე არ ვიცი ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი, რომელსაც იმდენი გამოცდილება აქვს, რამდენიც რევაზ არველაძეს. როდესაც ის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო, მის მიმართ ყოელთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ ის, როგორც ძალიან ბევრი უცოდინარი აბრალებდა, ქართულ ფეხბურთში ფულის საშოვნელად არასდროს ყოფილა. ის მუშაობდა, რომ ყველაფერი ყოფილიყო უკეთ ვიდრე მანამდე. მას ქონდა შეცდომები როგორც მენეჯრეს, და ამავდროულად დაემართა ის, ხეელისუფლებაში დიდხანს მყოფ ტიპებს რომ ემართებათ ხოლმე, გონიათ მასზე უკეთ საქმეს ვერავინ გააკეთებს და სკამის შესანარჩულებლად, მენეჯერულად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამენ. თუმცა რა თქმა უნდა კრიტიკა და გვერდიდან ყურება ადვილია. მოკლედ რომ ვთქვა რეზი არველაძე კარგი კაცია. ის ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება. მისი გამოცდილება, მისი კონტაქტები, მისი ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ის დაბრუნდება ქართულ ფეხბურთში. არ ვიცი სად და როგორ მაგრამ აქ იქნება. ფეხბურთის ფედერაციას ყველაზე მეტად ეხლა რაც სჭირდება არის საქმეში ჩახედული ტიპების კრიტიკა, თორემ მე და ჟურნალისტები რომლების კომპეტენციაც უბრალო გულშემატკივრისას არ სცილდება ვერ გამოვდგებით ისეთ კრიტიკოსებად. ის წონიანი ტიპია და სავარაუდოდ გაუჭირდება "გაღლეტილი" კრიტიკოსის როლის მორგება, მაგრამ რამე სხვა გზა უნდა მონახოს. მე მგონია გაბრაზებულია ქართველი საფეხბურთო სამყაროს უმადურობით, რაც ბუნებრივია. ამდენი ხანი მუშაობდა და მაინცდამაინც მადლობებით არ გაუცილებიათ. ისე ფეხბურთელს თუ უნდა გაცილება, იმიტომ რომ პატარა ფეხბურთელმა დაინახოს როგორ აფასებენ წარმატებულ სპორტსმენებს, ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებსაც ჭირდება დაფასება, რევაზ არველაძე კი ნამდევილად იყო წარმატებული. შეიძლება ვინმეს საპირისპირო აზრი ქონდეს მის წარმატებულ წარუმატებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია.

ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი ადამიანური რესურსის. ზოგადად ქვეყანაში დგას ეს პრობლემა, ფეხბურთში ხომ საერთოდ. მისნაირი კაცის არ გამოყენება, იქნება ძალიან ცუდი. სად გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება ბანაკებად დავიყოთ. ვინც მოსაშორებელია და ესეთები უამრავია, მოვაშოტროთ და რევაზ არველაძე ნამდვილად ის კაცია რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ვიღაცები იკითხავთ თუ რამდენი ავიღე ამ პოსტში და აი ჩემი პასუხიც :)

ავტორი  -  ბექა
Twitter
3
5
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (5)
AVATAR
ბექა
18 მარტი 2016 17:11
მოგესალმებათ რეზო არველაძის ნათესავი და ამ პოსტის ავტორი :))) რა გჭირთ ხალხო, საიდან ამხელა აგრესია. მე არ ვამბობ რომ რევაზ არველაძე უნდა დაბრუნდეს ფედერაციაშითქო, კარგად გადაიკითხეთ. მე ვამბობ რომ მას აქვს რესურსი გამოადგეს ქართულ ფეხბურთს. ჩემი ფბ რო ნახო რეზო არველაძის ლანძღვის მეტი არაფერი მიკეთებია როდესაც ის ფედერაციაში იყო. ან რეზო არველაძის გულის მოგება რა სპორტია ერთი კაცურად ლევან?! :))) ფეხბურთის ცოდნა არის ზედმეტად სუბიექტური ამბავი და არ მინდა ინმეს ვედავო, მე უფრო კარგად ვიცი თუ მან. ჩემი აზრით რეზო არველაძე უნდა დაბრუნდეს და რომელიმე კლუბს ჩაუდგეს სათავეში, იყოს აქ, ქართულ მფეხბურთში. რაც შეეხება იმას რომ ფულებს ჭამდა, არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრილვარ მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ფულის საჭმელად არ იყო ფედერაციაში.
AVATAR
ლევან
18 მარტი 2016 10:10
რა რევაზ არველაძე, რა გჭირთ ?! ფეხბურთი თუ გიყვართ და გული შეგტკივათ რ.არველაძე არ უნდა ახსენო. რა პიროვნებაა და ვისი ძმაკაცია მაგას აქ არ ვარჩევთ, აქ საქმის კეთებაზეა საუბარი (ბევრი ფულის შოვნა კი არა საქმის კეთება), ეს ტიპი 15 წელაი ფედერაციაშია ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუდმივად და რას დაემსგავსა ქართული ფეხბურთი, ნაკრები, ჩემპიონატი, ასაკობრივები ყველა ვხედავთ. რა გააკეთა გარდა იმისა რომ დიდი ფული იშოვა, შეჭამა ფედერაცია?! ან არჩევნებზე როგორ იქცეოდნენ ძმები დაგავიწყდათ?! არ გვეშველება არაფერი იმიტომ რომ პირადი სიმპათიით, ნათესაობით ვწყვეტთ ვინ სად და რა უნდა აკეთოს. ამ პოსტის ავტორს კი მივმართავ, შეურაცხყოფას პიროვნულს რა თქმა უნდა არ გაყენებ, მაგრამ ეს პოსტი არის ანგაჟირებული, ნათესაურ-გულისმოსაგები, სხვა არაფერი, ფეხბურთის ცოდნასთან არაფერ შუაშია, მითუმეტეს ქართული ფეხბურთის სიყვარულთან !
AVATAR
ზუკა
17 მარტი 2016 22:08
დავიწყოთ იქიდან,რომ იმ დროინდელ ფედერაციაში არველაძე პირველი კაცი არ იყო ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას მას ნუ შევაწმინდავთ,იმ დროინდელ ფედერაციაში ერთადერთი ნათელი წერტილი ალბათ ის იყო.და გამოცდილება არველაძეს არამარტო ფედერაციაში მუშაობის არამედ სხვაგანაც ჰქონდა კონკრეტულად დინამოს სპორტული მენეჯერი გახლდათ 2002-2003 წლებში მას ასევე კარგი ურთიერთობები ჰქონდა მიშელ პლატინისთან და ჯანი ინფანტინოსთან,რომელიც დღეს ფიფას პრეზიდენტია და შესაძლებელი იქნებოდა იქიდან მხარდამჭერაც.არ ვამბობ,რომ მათი მუშაობა იდელური იყო არავითარ შემთხვევაში მაგრამ ისე,რომ ჯგუდებად იყვნენ დაყოფილები გამოცდილი ხალხი და ხალხმა მათ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი და მათი ინტერესები დააბრალოს არ შეიძლება,ქართულ ფეხბურთს არ წაადგება.განურჩევლად წაგებული მოგებულისა ყველამ ერთად უნდა იზრუნოს საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე,წარმატებაზე.
AVATAR
batman
17 მარტი 2016 19:16
რაღაც ვერ გავიგე... ანუ არველაძის პლიუსი ის არის რომ საქმეში ჩახედული ტიპია? და ეს რაში გამოიხატება? ანუ საქმის ჩახედვაში რას გულისხმობ? ცუდი მენეჯერი რომ არის ეგ ფაქტია. გამოცდილება მეც დამიგროვდება 9 წელი რომ მამუშავო ფედერაციაში )) და კონტაქტებიც მექნება )) კარგი კაციო რომ ამბობ ალბათ პიროვნულად ხო როგროც ადამიანი, ნუ ეგ არ ვიცი, მართლა არ ვიცნობ მასე რომ ვთქვა კარგი კაცია თუ ცუდი კაცია )
AVATAR
ზუკა
17 მარტი 2016 17:54
სრულიად ვეთანხმები ავტორს რავაზ არველაძის ნაირი პროფესიონალი ადამიანები აუცილებელად უნდა იყვნენ დასაქმებულები ფეხბურთში,ის უბრალოდ მოკვეთეს ფეხბურთიდან მას მოგებული არჩევნები წაართვეს მისი დელეგატი დაიჭირეს და ასევე მის ორ დელეგატს ხმის უფლების მიცემა ჩამოართვეს და 1 ხმით წააგო.(არავის ეგონოს რომ მისი მხარდამჭერი ვარ უბრალოდ მისნარი მენეჯერი გაშვების ფუფუნება საქართველოს არ აქვს).
ბოლო კომენტარები