შეცდომა და U21
AutoSharing Option
16:24 21-03-2016
ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ძალიან ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. მაგრამ მე მინდა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა გამოვყო. ეს იყო ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრე ჩივაძის დანიშვნა.

ჩივაძის კომპეტენციას რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ახალგაზრდული ნაკრები ჩააბარო ადამიანს, რომელსაც თითქმის 10-წლიანი პაუზა ჰქონდა როგორც მწვრთნელს?! მე დარწმუნებული ვარ, ზვიად სიჭინავამ თუ არა, რეზო არველაძემ იცოდა, რომ საფეხბურთო კუთხით, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. მაგრამ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ როდესაც დასჭირდებოდათ, ჩივაძის ავტორიტეტს გამოიყენებდნენ.

სწორედ ასეთი ნაბიჯების შედეგად მიიღო ამდენი ხმა არჩევნებზე, ძალიან წარუმატებელი ფედერაციის გენერალურმა მდივანმა. ალექსანდრე ჩივაძემ ორ შესარჩევ ციკლში უხელმძღვანელა U21-ს. ეს იყო ბოლო დროს ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული 1992,1993,1994 და 1995 წელს დაბადებულების თაობა. რომელთაგანაც 1994 და 1995 წლიანებმა შესაბამისად U19 და U17-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს. ამ თაობის პირობებში, ჩივაძემ ვერანაირი შედეგი ვერ აჩვენა.

არ ვამბობ რომ მაინცდამაინც ფინალურ ეტაპზე უნდა გაეყვანა გუნდი, მაგრამ გაცილებით ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შექმნა იყო შესაძლებელი. სხვა მწვრთნელის პირობებში, მაგალითად ცეცაძის ან დევდარიანის, გუნდი უფრო კარგ შედეგს აჩვენებდა. რაც გამოიწვევდა იმას, რომ გაცილებით ბერვი ფეხბურთელი გვეყოლებოდა დღეს ევროპაში. რომლებიც ძლიერი შევსება იქნებოდნენ ეროვნული ნაკრებისთვის.


დღევანდელი ფედერაცია მსგავს შეცდომას აღარ გაიმეორებს, მე ამის ღრმად მწამს, მაგრამ უშეცდომო არავინაა, ამიტომ სხვა შეცდომებს უნდა ველოდეთ და როდესაც ეს მოხდება აუცილებლად უნდა ავტეხოთ განგაში. ზემოთ ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით, წინა ფედერაციის დროს, ძალიან ცოტა თუ იღებდა ხმას, არადა თითქმის ყველამ იცოდა რაშიც იყო საქმე.

არ ვიცი მე მეჩვნება თუ რეალურად ესეა, მაგრამ ახალი ფედერაციის პირობებში, სპორტული ჟურნალისტები გაცილებით უფრო გამოცოცხლებულნი ჩანან. ცდილობენ ღიად მიუთითომ თუ რამე პრობლემას შენიშნავენ.

იმედი მაქვს დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელები, ამ გამოცოცხლების ტენდენციას სწორად შეაფასებენ და დააფასებენ. წესით ლევან კობიაშვილს და მის გუნდს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მედიის აქტიურობა და კრიტიკა მნიშვნელოვანია.

არამგონია ლევანს ეს ნაბიჯი იმისთვის გადაედგა, რომ მედიისგან ქება დიდების მოსმენა სურდა, პირიქით, მან იცოდა რომ მის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო სერიოზული კრიტიკა, ხშირად არაკომპეტენტური და უსამართლოც, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია მხოლოდ სამართლიანი კრიტიკა ისმოდეს.
ავტორი  -  ბექა
Twitter
5
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები