ადამიანი ფეხბურთი!
AutoSharing Option
20:35 28-03-2016
2016 წლის 24 მარტს გარდაცვლილი იოჰან კრუიფი, ჩემი სუბიექტური აზრით ფეხბურთის ისტორიის ჯერ-ჯერობით უდიდესი დანაკარგია... და არ მგონია კიდევ ათეული წლების განმავლობაში ამაზე დიდი პიროვნება დაკარგოს მსოფლიო ფეხბურთმა.

ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო ფოტოს გადავაწყდი იოჰან კრუიფზე და მის ქართულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
ფეხბურთში მონაწილე სუბიექტები დავყოთ სხვადასხვა კატეგორიებად, სადაც გაერთიანდებიან მსგავსი მიღწევისა სახელის მქონე მოღვაწეები.

1. ლეგენდარული ფეხბურთელები: მარკო ვან ბასტენი, რონალდო, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, დიეგო მარადონა, პელე, დი სტეფანო, რუუდ გულიტი, ფერენც ფუშკაში, ხორხე ვალდანო, სოკრატესი, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან კრუიფი
2. ლეგენდარული მწვრთნელები: ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, რინუს მიხელსი, კარლო ანჩელოტი, ფრანც ბეკენბაუერი, ვალერი ლობანოვსკი, არიგო საკი, პეპ გვარდიოლა, არსენ ვენგერი, ლუის ვან გაალი, ტელე სანტანა, ელენიო ერერა, იოჰან კრუიფი (ხაზგასმულია მწვრთნელები, რომლებიც ნახევრად ფილოსოფოსობად ითვლებიან)
3. ფილოსოფოსი მწვრთნელები: ჯიმი ჰოგანი, მარსელო ბიელსა, რიკარდო ლა ვოლპე, იოჰან კრუიფი.
4. ფილოსოფოსი ფეხბურთელები: სოკრატესი, ხორხე ვალდანო, იოჰან კრუიფი.

როგორც ხედავთ ყველა კრიტერიუმს იოჰან კრუიფი აკმაყოფილებს, რომელთანაც ყველა ახლოს ფრანც ბეკენბაუერია, მაგრამ მას "ფილოსოფია" აკლდა, ფილოსოფოსს სოკრატესა და ვალდანოს კი მწვრთნელობა...
პელე, მარადონა, გვარდიოლა, საკი და სხვები მხოლოდ 1-2 კატეგორიას აკმაყოფილებენ.
იოჰან კურიფი კი თვით ფეხბურთია! ფეხბურთელი, მწვრთნელი, ლიდერი, იდეოლოგი და ყველაფერი რის გამოც სპორტის ნომერ პირველი სახეობა გვიყვარს. თავად განსაჯეთ ვინ გარდაიცვალა იოჰან კრუიფის სახით...


ავტორი  -  კაგიშო
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები