შრი-ლანკელებმა თბილისში კრიკეტი გააჩაღეს
AutoSharing Option
00:18 25-04-2016

კრიკეტი ინგლისში და სამხრეთ აზიაში ძალიან პოპულარული თამაშია, სადაც ორ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ცდილობენ ჯოხით შეაგდონ ბურთი მოწინააღმდეგის კარში. სავარაუდოდ, კრიკეტის ისტორია XII საუკუნიდან იწყება. საქართველოში კრიკეტს თითქმის არავინ თამაშობს, უფრო სწორედ მეგონა, რომ არავინ თამაშობდა.

ამ შაბათს შუაგულ თბილისში, იპოდრომზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შრი-ლანკიდან კრიკეტის თამაში წამოიწყეს. შრი-ლანკა (ცნობილი როგორც ცეილონი 1972 წლამდე)  ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახოებით 31 კმ-ში. თურმე შრი-ლანკაში კრიკეტი თითქმის ეროვნული სპორტის სახეობაა და ძალიან პოპულარულიც. მედიცინის დასაუფლებლად თბილისში ჩამოსულმა იქაურებმა, ჩვენთანაც ისურვეს კრიკეტის თამაში. მოგახსენებდით, რომ ამ შაბათს შედგა პირველი რაუნდი, სადაც მონაწილეობა 6 გუნდმა მიიღო, თითოეულ გუნდში 7 კრიკეტის მოთამაშე ირიცხებოდა. დღემ ძალიან სპორტულად ჩაიარა, იპოდრომზე მაყურებელიც მოვიდა და მოყვარულ გუნდებსაც მშვენიერი თამაშები გამოუვიდათ. ტურნირი შემდეგ შაბათს, ისევ იპოდრომზე, ნახევარფინალური დაპირისპირებებით გაგრძელდება და დიდი ეჭვი მაქვს ჩვენი შრი-ლანკელი ექიმი მოკრიკეტეები უფრო დაძაბულ და ლამაზ სანახაობას შესთავაზებენ კრიკეტის ფანებს.

დამიკა მეეკოტუვე:  ჩვენს ქვეყანაში კრიკეტი ძალიან უყვართ, თითქმის ყველა თამაშობს, მოყვარული დონეზე მაინც. ხოდა ვიფიქრეთ რატომაც არ გევთამაშა თბილისშიც, თან გავარკვიეთ, რომ აქ კრიკეტს თითქმის არავინ იცნობს. შევიკრიბეთ და დავგეგმეთ, მსურველი ბევრი იყო. შედგა გუნდები და პირველი რაუნდი ამ შაბათს გავმართეთ იპოდრომზე. შემდეგ შაბათს უფრო დაძაბულ ნახევარფინალებს გპირდებით. კარგი იქნება ქართველებიც თუ შემოგვიერთდებიან. გელოდებით.



















Photos by: Dhammika Dhananjaya Meekotuwe


Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები: კრიკეტი
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები