პაოლო მალდინი
AutoSharing Option
00:30 25-04-2016
პაოლო მალდინი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობდა მილანის "მილანსა" და იტალიის ეროვნულ ნაკრებში. ის თამაშობდა როგორც მარცხენა მცველად, ასევე ცენტრალურ მცველად, მას ორივე პოზიციაზე თანაბრად შეეძლო თამაში. ის არის ერთ-ერთი იმ  გამონაკლის ფეხბურთელთაგანი, რომლებმაც თავიანთი კარიერა ერთ გუნდს მიუძღვენს და ერთგულნი იყვნენ მათი ! ის მოედანზე მუდამ ლიდერი იყო, ზედმეტსახელად "Il Capitano"

პაოლომ 6 სეზონი გაატარა მილანის ახალგაზრდულ შემადგენლობაში და 25 სეზონი მთავარი გუნდის შემადგენლობაში (1985-2009). მთავარ გუნდში გადასვლის პირველ სეზონში, როდესაც ის 16 წლის იყო, მხოლოდ 1-ჯერ იყო სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ შემდეგ წლებში მას სასტარტო თერთმეტეულის როლი ჰქონდა.

1987-88 წლების სეზონში მან მოიგო თავისი პირველი Seria A _ ს ტიტული და გაიტანა 2 გოლი. 1991-92 წლებში მან მოიგო თავისი მეორე სკუდეტო/Scudetto (Italian Championship) და დიდი წვლილი მიუძღვის მილანის ამ ტიტულის მოგებაში და სეზონის წაუგებლად დასრულებაში.

ალესანდრო ნესტა მოგვიანებით შეუერთდა მას მილანში,მილანში კიდევ ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი და პაოლოს წარმატებული პარტნიორი დაცვის ხაზში. ძალიან ბევრი მიიჩნევს მათ მსოფლიოს საუკეთესო დუეტს დაცვის ხაზში. ( ჩემი სუბიექტური აზრითაც ამასვე ვფიქრობ )

1994 წელს, მე-3 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგების შემდეგ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლითვის, პაოლო მალდინი გახდა პირველი მცველი, რომელსაც შეეძლო მოეგო World Soccer Magazine_ის მიერ დაწესებული ყოველწლიური ჯილდო - მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე მან Ballon d'Or_ის (ოქროს ბურთი) ცერემონიალზე 3 ადგილი დიკავა.

2005 წელს ლივერპულს გაიტანა ყველაზე სწრაფი გოლი, რაც კი დაფიქსირებულა ევროპის თასის ფინალში, რომელსაც მოანდომა 51 წამი, ამ გოლით ის ასევე გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი ფინალში.

2008 წლის 16 თებერვალს მან მიაღწია 1000 ჩატარებულ მატჩს მილანის და იტალიის მთავარი გუნდების შემადგენლობაში. მას უნდოდა მიეღწია 1000 ჩატარებულ მატჩს როსონერის ( მილანი ) შემადგენლობაში, მან ეს ვერ შეძლო, მაგრამ ის მაინც ლიდერობს კლუბში ჩატარებული მატჩების (902) მიხედვით .

მალდინი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში 10_ჯერ (!!!) და მოიგო 5_ჯერ (!!!) .. 2008-09 წლების სეზონის ბოლოს მან განცხადება გააკეთა კარიერის დასრულების და ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.

პაოლო მალდინის დაუფასეს კლუბისთვის გაწეული სამსახური და თავდადება, ხმარებიდან ამოიღეს 3 ნომერიანი მაისურა,  მაგრამ დაუშვეს გამონაკლისი - 3 ნომერიან მაისურს მიიღებს პაოლოს ორი შვილიდან ერთ-ერთი, რომელიც ითამაშებს მილანის ძირითად შემადგენლობაში. ისინი მილანის ახალგაზრდულ შემადგენლობაში არიან.

ტიტულები მილანის შემადგენლობაში:
  • Serie A (7): 1987/88, 1991/92, 1992/93, 1993/94, 1995/96, 1998/99, 2003/04
  • Coppa Italia (1): 2002/03
  • Supercoppa Italiana (5): 1988, 1992, 1993, 1994, 2004
  • European Cup/Champions League (5): 1988/89, 1989/90, 1993/94, 2002/03, 2006/07
  • UEFA Super Cup (5): 1989, 1990, 1994, 2003, 2007
  • Intercontinental Cup (2): 1989, 1990
  • FIFA Club World Cup (1): 2007

  • მალდინიმ ჩაატარა 126 სანაკრებო, საერთაშორისო მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 74 მატჩში გაუძღვა ნაკრებს კაპიტნის სამკლაურით (ნაკრების რეკორდი) . სამწუხაროდ მალდინის არ აქვს მოგებული არცერთი სანაკრებო ტიტული, სანაკრებო კარიერა მან 2002 წელს დაასრულა და შემდგომი მსოფლიო ჩემპიონი (2006 წ.) იტალიის ნაკრები გახდა.
    ავტორი  -  ზურა
    Twitter
    3
    0
    ელფოსტა ბეჭდვა
    კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
    მკითხველის კომენტარები (1)
    AVATAR
    dato
    01 მაისი 2016 21:37
    მალდინი ლეგენდააააააააა ფორცა იტალიანი
    ბოლო კომენტარები