ინტრიგა დაკარგული ჩემპიონატი
AutoSharing Option
14:22 27-04-2016
ყველა სხვა ნორმალური ქვეყნების მაგვარად საქართველოშიც უმაღლესი ლიგის მიღმა არსებობს პირველი ლიგა, მეორე ლიგა (სამ რეგიონად დაყოფილი), დუბლების ჩემპიონატი. მართალია აღნიშნული მოდული აგვისტოში დაანონსებული გარდამავალი ტურნირის შემდეგ ძირეულ რეორგანიზებას განიცდის, თუმცა იქამდე არსებული რეალობა ასეთია. 

ამ "წერილის" დაწერის სურვილი მარტივი მიზეზების გამო გამიჩნდა: უმაღლესი საფეხბურთო ინსტანციიდან დაწყებული არავინ აშუქებს ზემოთხსენებულ გათამაშებებში მიმდინარე პროცესებს (უმაღლესი ლიგის გარდა) და მხოლოდ აქა–იქ თუ გაიჟღერებს მწირი ინფორმაცია, ამიტომ მე როგორც "ათას სტადიონ გაცვეთილი" ბოტასების მფლობელი შევეცდები მცირედით შევცვალო ვითარება.

მაშ ასე, რა ხდება პირველ ლიგაში ?! 

ამ ტურნირს მსგავსი დაძაბულობა და ინტრიგა კარგა ხანს არ ღირსებია.  4 ტურით 18 გუნდიან ჩემპიონატში გასავარდ ზონაში მყოფი 5 გუნდიდან 4 ინარჩუნებს ლიგაში დარჩენის რეალურ შანსებს, ხოლო ერთბაშად 7 გუნდი პირველი სამეულისთვის, რომლიდანაც 1–2 პირდაპირ უმაღლესის საგზურს იძლევა, ხოლო მე–3 პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას. უცნაური ამბავია, მაგრამ პირველ სამეულში მოხვედრა სულაც არ იძლევა უმაღლესში თამაშის გარანტიას, ვინაიდან ჩემპიონატი იკვეცება 10 გუნდამდე და გარდამავალი ჩემპიონატის შედეგად უკვე ნოემბერშივე 6 გუნდი რანგით მეორე დივიზიონში აღმოჩნდება. თუმცა მარტო ამაშიც არაა საქმე და მეტიც – ზემოთხსენებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად მინიმუმ ლიცენზიაა საჭირო, რომლის ირგვლივაც ათასი ხმები ტრიალებს, ოფიციალური განცხადებები ნაკლებად კეთდება და გულშემატკივარს უკვე ვეღარ გაუგია ქონდეს თუ არა რაიმეს იმედი. 

გათამაშების დაწყებიდან მალევე, ფედერაციაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელმაც საკმაოდ მკაცრად დასვა ლიცენზირების საკითხი. სასაცილოა, მაგრამ 18 გუნდიდან სურვილის რა გითხრათ, მაგრამ ოფიციალური განაცხადი, მხოლოდ რვამ შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რვიდან ოთხმა უფინანსობის გამო შუა სეზონში უკანვე გამოიტანა თავისი განაცხადი, რის შემდეგაც გაისმა ხმები, რომ გამონაკლისის სახით წლეულს ლიცენზიის გარეშედაც იქნებოდა შესაძლებელი ფონს გასვლა. საბოლოოდ ხელში შეგვრჩა შემდეგნაირი სურათი: ლიცენზირება გაიარა მხოლოდ ოთხმა გუნდმა,  რომელთანგან 2 საერთოდაც საპრიზო ადგილს მიღმაა (6, 7 ადგილები). 



შედეგად გამოდის, რომ 4 გუნდმა უნდა გაინაწილოს 3 საგზური, რომლის მიღმაც პრაქტიკულად უამბიციო ჩემპიონატს ვღებულობთ. 18 გუნდიანი უამბიციო, ინტრიგა დაკარგული ჩემპიონატი!!
ავტორი  -  გიორგი
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (4)
AVATAR
გიორგი
27 აპრილი 2016 15:32
მერე ბევრჯერ შეცვალეს გადაწყვეტილება. უმაღლესის რამდენიმე გუნდსაც არ აქვს ლიცენზია. მე პირადად მირჩევნია 2–3 წელი ქვედა ლიგაში სტაბილურად მოასპარეზე გუნდი ავიდეს უმაღლესში ვიდრე ახალგამომცხვარი 1 სეზონიანი გუნდი.
AVATAR
batman
27 აპრილი 2016 15:22
ლევან კობიაშვილი, რომ მოვიდა მაშინ მაგის კომენტარი წავიკითხე 6 ტურით ადრე არ უთქვამთ უფრო ადრე უთხრეს და მაშინ მგონი საერთოდ 2-მა კლუბმა თქვა თანხმობა უმღლესში აგდასვლაზე, სხვებს არ უნდოდათ, რადგან ლივენზიის ნორმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ისე არ ჯობია ამ სეზონში დარჩეს ქვედა ლიგაში მოძლიერდეს ლიცენზიის ნორმების მხრივ და მერე როგორც წესიერი ნორმალური კლუბი გადმოვიდეს უამღლესში?
AVATAR
გიორგი
27 აპრილი 2016 15:06
კიბატონო მართალია, ლიცენზია აუცილებელია. ელემენტარულად განვითარების გარანტია, მარა გუნდი რო ყველაფერს შვება და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ეუბნები მაგას ცოტა არ იყოს უხერხულია. რა ქნას მაგალითად ხობმა ან ბორჯომმა, ამდენი რო იბრძოლეს მთელი სეზონი და სულ მცირე აშორებთ საწადელს?
AVATAR
batman
27 აპრილი 2016 14:48
ხო მაგრამ ლიცენზიის გარეშეც არაფერი გამოვა... ერთხელ და სამუდამოთ ჩაიბეჭდონ რა რომ საჭირო კი არა აუცილებელია ეგ ლიცენზია.
ბოლო კომენტარები