არიან ღირსნი ატარონ მაისური საქართველოს დროშით?!
AutoSharing Option
11:48 29-04-2016
არ ვარ ფეხბურთელი.. პარასკევ-შაბათ-კვირას თუ გავალთ ბიჭები მოედანზე, რომელსაც აღარც ბადე აქვს, და საფარიც აქა-იქ დაზიანებული, ეს არის და ეს... მიყვარს ფეხბურთის ყურებაც და თამაშიც, უფრო სწორად რომ ვთქვა ვგიჟდები ისე მიყვარს, ბიჭები დილიდან ღამემდე ვთამაშობთ, გვიყვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები, თავისი ნაკლითურთ, რომელიც დამეთანხმებით უხვად გვაქვს..


საქართველოს ეროვნული ნაკრები - ეს არის ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი, რომლის ღირსების დაცვაც უნდა იყოს ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივი. ის შანსი,  რომელსაც მწვრთნელი აძლევს ფეხბურთელს უნდა გამოიყენოს ყველაზე მეტად.


ჩვენი ფეხბურთელებს არვიცი რა გრძნობა ეუფლებათ, როცა დგანან მოედანზე დგანან და ესმით საქართველოს ეროვნული ჰიმნი, მაგრამ ნებისმიერი თამაშის დროს, როდესაც ტელევიზორიდან ვუყურებ და მესმის ჰიმნი, ყოველთვის გულის ცემა მიჩქარდება, ფეხზე ვდგები და ისე ვუსმენ. მუდამ, ყველა მატჩის დაწყების წინ იმედიანად ვარ განწყობილი, ყოველთვის მჯერა, რომ შეგვიძლია მოგება ძალიან ბევრ გუნდთან, მოგება თუ არა ტოლსწორად თამაში ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ რატომღაც ეს იმედი მატჩის ბოლოს მიკვდება...


ჩემი სუბიექტური აზრით ფეხბურთელი, რომელიც არაა მოტივირებული და არ სურს დაიხარჯოს ნაკრების ნებისმიერ თამაშზე ბოლომდე, ის არ უნდა იყოს ნაკრების წევრი. ის არაა ღირსი ატაროს ფორმა, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული. ვერ ვიტან, დიახ ვერ ვიტან ფეხბურთელს, რომელიც უაზროდ დადის მოედანზე, ასეთ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება ნაკრებში. ბევრს ერთი სული აქვს როდის შეცვლიან, ზოგი კი შეცვლას ცუდად ხვდება, მას არ უნდა გასვლა, თამაში უნდა.. მე ამ უკანასკნელს ვანიჭებ რა თმა უნდა უპირატესობას.


თორნიკე ოქრიაშვილი არის ჩემი აზრით ის ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება ნაკრების თამაშებზე, სხვა საქმეა თუ როგორ მისდის თამაში, მაგრამ მე მასში მონდომებას და ჟინს ვხედავ ყოველთვის.თავისინ უდიდესი ტალანტის მიუხედავად ვერ ათამაშდა სტაბილურად კარგად, არადა უკვე პატარა ასაკისაც აღარაა და მის ასაკში სტაბილურად კარგად თამაში, კარგ გუნდში ან ჩემპიონატში მოხვედრის წინაპირობაა. სამწუხაროდ ასე ჯერ არაა...



ჯაბა კანკავა -  ჩვენი ნაკრების სულიც და გულიც. მან თავისი შრომისმოყვარეობის ხარჯზე მიაღწია იმას, რასაც მიაღწია. შრომისმოყვარეობა არის უდიდესი პლუსი ფეხბურთელისთვის. ის არასდროს ჩერდება, ბოლომდე იხარჯება. ჩემი აზრით ის შეუცვლელია ნახევარდაცვის ხაზში.. მისი ტიპის ფეხბურთელი კი, რომელიც მის შესაძლებლობებთან იქნება მიახლოებული, ჩემი აზრით არ ჩანს ჯერჯერობით.


გურამ კაშია - ჩემი აზრით არნემის "ვიტესის" ღირსეული კაპიტანი, მაღალი დონის მცველი. მან უნდა იფიქროს უკეთეს გუნდში გადასვლაზე, ვიტესი, ხშირად იბრძვის ევროსარბიელზე ასპარეზობის მოპოვებისთვის, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს იქ თამაშს. ვფიქრობ ის იმსახურებს ტოპ ჩემპიონატის კარგ გუნდში მოხვედრას და სტაბილურად თამაშს. ნაკრებში ისიც შეუცვლელია დაცვის ხაზში.


სოლომონ კვირკველია(კვერკველია) - ალბათ ყველაზე იმედის მომცემ მცველად მოგვევლინა ბოლო წლებში. ძალიან კარგად ათამაშდა "რუბინში" და შეუცვლელი ფიგურაა დაცვის  ცენტრში. ისიც იმსახურებს ტიპი ჩემპიონატის კარგ გუნდში მოხვედრას. ნაკრების ღირსეული წევრია.



გიორგი ნავალოვსკი - ბოლო დროს დაბრუნებული და ახლად აღმოჩენილი ფეხბურთელი ნაკრებში, მარცხენა მთელის პოზიციაზე ჯერჯერობით კონკურენტიც არ უჩანს, არადა ისევ მისთვის იქნებოდა კარგი ყოფილიყო ვინმე. სამწუხაროდ ის არ არის იმ დონის გუნდში, როგორსაც იმსახურებს. ალბათ ზაფხულში იფიქრებს კარგ გუნდში გადასვლაზე.



ალექსანდრე ამისულაშვილი - დიდი გამოცდილების მქონე მცველი, რომელსაც თამამად შეუძლია გამოადგეს კიდევ ნაკრებს.


ლევან მჭედლიძე - ტომ ჩემპიონატის გუნდში კი თამაშობს, მაგრამ რამდენად ქვია ასეთ თამაშს თამაში თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. თითქმის არასდროსაა ძირითადში და როდესაც შეცვლაზე შემოდის  დროც ცოტა რჩება, შესაბამისად ვერ ახერხებს გოლების, ან თუნდაც გოლის გატანას.. ფორვარდისთვის ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად როდესაც იშვიათად მისდის თამაში და გოლებს თითქმის ვერ იტანს.. მაგრამ მაინც, ისიც შეუცვლელია ნაკრებში, სულ სხვა ელფერი აქვს ნაკრების შეტევას, როცა ის თამაშობს. ვფიქრობ ისიც უნდა ეცადოს ან გარანტიები მიიღოს "ემპოლის" თავკაცისგან ან იფიქროს ისეთ გუნდში გადასვლაზე, სადაც სათამაშო პრაკტია არ მოაკლდება.



ჯანო ანანიძე - მინდა ვთქვა, რომ მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელია, მისი თამაშის სტილი ძალიან მარტივი და ლაღია. მას აქვს ნიჭი, მაგრამ ამ ნიჭს უნდა გაფურჩქვნა. უკვე ძალიან დიდი ხანია "სპარტაკის" რიგებშია. ეს კლუბი აუცილებლად უნდა დატოვოს, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა აქვს კიდევ პერსპექტივა. იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანო და დატოვებს კლუბს ამ ზაფხულში. ისიც შეუცვლელია ნაკრებში.



ვაკო ყაზაიშვილი - კიდევ ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებია უმატებს და ახარებს ქართველ გულშემატკივარს. მან ამ ზაფხულსვე უნდა იფიქროს უფრო მაღალ დონეზე გადასვლა, ვფიქრობ ისიც შე უცვლელი და ნაკრებში.



გიორგი ჭანტურია - ფეხბურთელი, რომელსაც ალბათ ყველა გულშემატკივარი იმედით უყურებდა, მაგრამ... ჯერჯერობით ის ვერ ათამაშდა სათანადო დონეზე. არადა უდიდესი ტალანტი აქვს..  "1 პროცენტი ნიჭი და 99 პროცენტი შრომა" - "რეცეპტი" წარმატების მიღწევისთვის. რაც არ უნდა ტალანტი ქონდეს გიორგის, შრომისმოყვარეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს და ასეც არის სამწუხაროდ. არ მინდა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატოს იმ სიას, რომლებმაც ნიჭი გაფლანგეს.


მინდა ყველაფერი დალაგდეს ყველა ნაკრების წევრის კარიერაში, სანამ ახალი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება...
არიან ღირსნი ნაკრებში თამაშისა?!
თქვენთვის მომინდია შეფასება ამ და კიდევ სხვა ნაკრების წევრი "ღირსეული" თუ ღირსეული ფეხბურთელებისა.


...და მაინც, მარად იმედიანად შევყურებ ნაკრების მომავალ შესარჩევ ეტაპს. მჯერა "ლესტერის" ნაირ ზღაპარს ჩვენს დავწერთ ამ შესარჩევზე. ყველა აუტსაიდერად  გვთვლის, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მთების "გადადგმაც", მთავარია ერთ მუშტად ვიყოთ, არ გავტყდეთ, ვიბრძოლოთ მთელი გულით ჩვენი უკვე 3 მილიონიანი ერის გასახარად, ვიბრძოლოთ, რათა ყველამ გაიგოს თუ რა ერი ვართ, დაიმსხვრას მითი ჩვენი სიზარმაცისა.

მე მიყვარს საქართველო, საქართველოს ნაკრები და მე მჯერა !!!
ავტორი  -  ზურა
Twitter
2
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
Sportall.ge
29 აპრილი 2016 12:13
ზურა კარგია, მაგრამ შრიფტი ცოტა დააპატარავე კაი იქნება
ბოლო კომენტარები