ზიდანი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები
AutoSharing Option
15:32 12-05-2016

1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში, თავით, მეორე გოლი გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან, მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო. ეს ბოლო თამაში იყო ზინედინ ზიდანის კარიერაში. საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.

ზიდანი ფიფა-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 1998 წელს France Football-მა ოქროს ბურთიც გადასცა.

Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
ლაშა
09 მაისი 2016 21:47
კი მაგრამ, ან ამ ლუკა ლესელიძეს, ან რედაქტორს არა აქვს იმის სურვილი, გაარკვიოს, როგორ მოხვდა ეს მიკეთებულ-გადაკეთებული სტატია აქ? ეს ჩემი სტატიაა, ციტატებიც კი ზუსტია და ამ ფსევდოავტორს ისე უცქარია, პირის და რიცხვის შეთანხმებაც კი დავიწყნია გადაკეთების დროს. რა ადვილია, არა? მიაკეთე, მოაკეთე და მაგარი სტატიაც მზადაა :) აი ამ სტატიის ორიგინალი:

http://sarbieli.ge/sxva/991--.html

ბატონო რედაქტორო, იქნებ ისინდისოთ და მოაშოროთ ან ნამდვილი ავტორი მიუთითოთ და ამ თვითმარქვია ავტორს შენიშვნა მისცეთ?
ბოლო კომენტარები