ვაკანსიები არ არი
AutoSharing Option
16:39 06-05-2016
აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ, მიდი და რომელიმე დასაქმების ვებ გვერდზე, მოიძიე ნებისმიერი სახის ვაკანსია, რომელიც საფეხბურთო კლუბმა ან ორგანიზაციამ გამოაცხადა. დიდი ხანია ვაკვირდები და არ შემხვედრია არცერთი ვაკანსია, რომელიც ფეხბურთს შეეხებოდა. ეს რას უნდა ნიშნავდეს ამხანაგებო? ალბათ იმას რომ, ეს კლუბები და ორგანიზაციები ფიქრობენ რომ ყველაფერი კარგად არის. ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობა, იმდენად ბანძი ტიპები ვართ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს სად არის რეალური პრობლემები. ვერ ვხვდებით, რომ ახალი სისხლია საჭირო და ახალი ადამიანები.. ეს კლუბებიც, კერძო იქნება თუ მუნიციპალური, ვერ ხვდებიან, რომ ვერც სიჭინავა უშველით, ვერც არველაძე და ვერც კობიაშვილი, თავის თავს თვითონ თუ არ მიხედეს და "ერთი ადგილი არ გაანძრიეს". ფედერაციის პრეზიდენტი ერთი ადგილის განძრევაში ტრაკს გულისხმობდა, მე კიდევ ნება მომეცით ტვინი ვიგულისხმო. თორე ტრაკის თამაში იცოცხლე არ ეშლებათ.. ვინმემ ხმა ამოიღეთ, ჟურნალისტო გეხვეწებით,  უფრო ღრმად, დეტალებში დაიწყეთ მიზეზების ძიება.. კი ხართ საბჭოურები, მაგრამ არა არი ჯერ გვიანი. ყველაფერი ადამიანის ამბიციებზეა დამოკიდებული ;)
ავტორი  -  ბექა
Twitter
5
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები