მეც მინდა ჩემი 13 მაისი, ანუ მეოცნებე, რომელიც ცდილობს იყოს ოპტიმისტი!
AutoSharing Option
23:11 12-05-2016
1981 წლის 13 მაისი...
ვერ მოვესწარი ამ დღეს, მაგრამ ბევრი მსმენია მასზე გაზეთის ფურცლებიდან, იმ თაობის წარმომადგენლებისგან...

რამდენჯერაც მოვისმინე , იმდენჯერ გული დამწყდა, ბევრჯერ გამიჩნდა კითხვაც - რატომ არ შეიძლება ჩემმა თაობამაც გაიხაროს ასე? რატომ არ შეიძლება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს ჩვენც ჩვენი დანახული საოცარი ისტორია მოვუყვეთ და არა ის, რაც თავად ვერ ვნახეთ?!

"ბურთითაა ვიტალი დარასელია, მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, დარტყმა... გოოოოლ! გოოოოლ! გოოოოლ! მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ვიტალი დარასელიას "კარლ ცეიგის" კარში გოლი გააქვს. შესანიშნავია! წარმომიდგენია, რა ხდება ახლა დედაქალაქში, თბილისში" - კოტე მახარაძის 1981 წლის 13 მაისის ღამით წარმოთქმული ეს სიტყვები კი ჩემშია ისევე, როგორც ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის. მერე რა, რომ მე 14 წელიწადში დავიბადე...

მაშინ, როცა ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, დარასელიას ინდივიდუალობამ იჩინა თავი და "დინამოს" ისტორიაში ეს დღე ოქროს ასოებით ჩაწერა. მაგრამ რა იყო მანამდე?!

თბილისელებისთვის ფინალამდე განვლილი გზა სულაც არ იყო მარტივი. პირველ რაუნდში ბერძნული "კასტორიას" დამარცხების შემდეგ, "დინამომ" ირლანდიურ "უოტერფორდსაც" სძლია, ამის მერე კი ინგლისური "ვესტ ჰემის" დროც დადგა. საუბარი იმ "ვესტ ჰემზეა", რომელიც, როგორც გამიგია, იმ პერიოდში ერთ-ერთ ძლიერ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ იმ წელს "დინამოს" შემჩერებელი არც "ვესტ ჰემი" იყო - 4:2 და თბილისელები ჰოლანდიურ "ფეინოორდს" ელოდნენ. ან პირიქით, "ფეინოორდი" ელოდა "დინამოს"...

ასეა თუ ისე, ჰოლანდიელებიც დავძლიეთ, შემდეგ კი ფინალი იყო...

დიდებული გუნდი, დიდებული ისტორია, დიდებული "დინამო"!

მე ეს ვერ ვნახე... მაგრამ არ ვნანობ და აზრად არასდროს გამიელვია "ნეტავ უფრო ადრე დავბადებულიყავი"... არა, არანაირად! ჩემი ეპოქა მაქვს და მსურს, ამ ეპოქაშიც დაიწეროს დიდებული გუნდის დიდებული ისტორია! გაგიგიათ მეოცნებე. რომელიც ცდილობს იყოს ოპტიმისტი? ასეთი ვარ.

კი, არ იმყოფება დღეს ქართული ფეხბურთი "სათანადო კონდიციებში..."
კი, "დინამო" ვეღარ "დინამოობს"...
კი, ქართული კლუბის მატჩზე დასწრების გამო ქართველები ღამეს სალაროებთან აღარ ათენებენ, თამაშამდე 10 წუთით ადრეც არის სალაროებში საკმაოდ ბილეთი...
კი, სტადიონს ვეღარ ვავსებთ...
კი, ინტერესი გამქრალია ჩვენი ფეხბურთისადმი, მეტწილად...
კი, ფეხბურთმა ბევრი ოპტიმისტი პესიმისტად აქცია დრო და დრო...
კი, ჩვენ აღარ გვყავს დავით ყიფიანი, მიხეილ მესხი, საშა ჩივაძე...
კი, ხშირად ვამბობთ 21-ე საუკუნეში ყველა განვითარდა, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში, ჩვენ კი გადაგვავიწყდა..

... მაგრამ ქართველები ვართ! ქართველი კი მებრძოლი სულით გამოირჩევა. ამიტომაც ვარ მეოცნებე, ვცდილობ ვიყო ოპტიმისტი, რომელსაც იმედი აქვს, რომ წლების შემდეგ მისი თაობა თავის შვილებთან, შვილთაშვილებთან საუბრისას არამხოლოდ 1981 წლის 13 მაისს გაიხსენებს, რომელსაც ვერ მოესწრო, არამედ საკუთარი თვალით დანახულს, საკუთარი ემოციებით დაწერილ ისტორიას მოუყვება... საკუთარ "13 მაისს" მოუყვება!

მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ თქვენც!

1981 წლის 13 მაისი...
ვერ მოვესწარი ამ დღეს, მაგრამ ბევრი მსმენია მასზე გაზეთის ფურცლებიდან, იმ თაობის წარმომადგენლებისგან...
ავტორი  -  ედო
Twitter
5
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (2)
AVATAR
ზურა
13 მაისი 2016 13:49
ჯიგარი ხარ ავტორ! ჩემნაირად ხარ ზუსტად, ეგრე ოპტიმისტი ვარ მეც ყოველი ევროტურნირების წინ... მეოცნებე ვარ, მაგრამ დონამომ გაშალას დამარცხება რომ უნდა შეძლოს მაგაზე ოცნება ტეხავს რააა... ღმერთით წელს ჩემპ.ლიგის პლეი ოფფამდე მაინც გავალთ და იქ რო წავაგოთ ევროპაზე მაინც ვიქნებით და კაია :)
AVATAR
ზურა
13 მაისი 2016 13:49
ჯიგარი ხარ ავტორ! ჩემნაირად ხარ ზუსტად, ეგრე ოპტიმისტი ვარ მეც ყოველი ევროტურნირების წინ... მეოცნებე ვარ, მაგრამ დონამომ გაშალას დამარცხება რომ უნდა შეძლოს მაგაზე ოცნება ტეხავს რააა... ღმერთით წელს ჩემპ.ლიგის პლეი ოფფამდე მაინც გავალთ და იქ რო წავაგოთ ევროპაზე მაინც ვიქნებით და კაია :)
ბოლო კომენტარები