იმედის ბიჭები
AutoSharing Option
23:55 17-05-2016

2012 წელი ქართველი სპორტის მოყვარულებისთვის ნამდვილად გამორჩეული წელი იყო. ელიტ რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა 1 ადგილზე დაასრულა. ჯგუფში უკან ჩამოიტოვა ესპანეთი, უკრაინა და ინგლისი.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის შემდეგ და გაუსწრო საფრანგეთს და ისლანდიას. ნახევარფინალში კი დრამატული მატჩი დათმო მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიის ნაკრებთან. მოდით გავიხსენოთ ის ბიჭები ვინც ქართველ ერს დიდი სიხარული მოუტანა და ვნახოთ როგორ განვითარდა მათი კარიერა.

მეკარეები:

  1. 1. ალექსანდრე ადამია - ჩვენი ნაკრების და ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ამჟამად მეორე  ლიგის კლუბ „რაჭაში“ თამაშობს, 2012 წლის შემდეგ მან თამაში მოასწრო „გაგრაში“ ქუთაისის „ტორპედოში“, „სასკოში“, და „მაჭახელაში“.
  2. 2. ნიკა შერმადინი - იმდროინდელი ჩვენი ნაკრების მეორე მეკარე დღეს „გაგრაში“ თამაშობს. ნიკამ ევროპის ჩემპიონატის მერე რამოდენიმე კლუბი გამოიცვალა : „ ჩიხურა“ , „რუსთავის მეტალურგი“, „სასკო“, „სტუ“. მას პერიოდულად ახალგაზრდულ ნაკრებშიც იძახებენ.

მცველები:

  1. 3. ალეკო ჩაკვეტაძე - ევროპირველობის მერე ჩაკვეტაძემ „დილაში“, „ტორპედოში“ და „კოლხეთში“ ითამაშა. ამჟამად იგი კვლავ ფოთელთა შემადგენლობაში ირიცხება და საკმაოდ წარმატებითაც თამაშობს.
  2. 4. ლაშა დვალი - დვალი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც თავისი კარიერა საკმაოდ კარგად წარმართა და უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. ლაშამ ევროპის ჩემპიონატის მერე „ოლიმპიდან“ კარიერა ლატვიის „სკოტნოში“ გააგრძელა რასაც მოჰყვა თურქული „კაზიმფაშა“, რგერმანული „დუისბურგი“.  რამოდენიმე დღის წინ კი დვალი პოლონეთის „შლიონსკში“ გადავიდა.
  3. 5. გიორგი გაბაძე - იგი იმ უიშვიათეს ფეხბურთელებს მიეკუთვნება ვისაც კლუბი არ შეუცვლია და კვლავაც „ლოკომოტივის „ ღირსებას იცავს და არის ახალგაზრდული ნაკრების წევრი.
  4. 6. ოთარ კაკაბაძე - არც კაკაბაძეს შეუცვლია კლუბი და კვლავაც თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს , თან საკმაოდ წარმატებულადაც. ოთო ასევე არის 21 წლამდელებთა ერთ-ერთი ლიდერი და უცვლელი ფიგურა დაცვის ფლანგზე.
  5. 7. ალექსანდრე გურეშიძე - გურეშიძე ჩემპიონატის დროს „დინამოს“ დუბლებში თამაშობდა, საიდანაც „სიონში“ გადავიდა და დღესაც ამ კლუბში თამაშობს. მას ასევე იძახებენ ახალგაზრდულ ნაკრებში.
  6. 8. ცოტნე ქებურია - ევროპის ჩემპიონატის დროს ცოტნე „ოლიმპის“ ღირსებას იცავდა. საიდანაც მან კარიერა „დილაში“ განაგრძო, შემდგომ იყო „ტორპედო“ , „სიონი“ და „კოლხეთი“. ქებურია დღემდე ფოთში თამაშობს.
  7. 9. გიგა სამხარაძე - „დინამო 2“ დან სამხარაძე გორის „დილას“ წევრი გახდა და იგი ნელნელა იმკვიდრებს თავს ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
  8. 10. ნიკა ჭანტურია - ახალგაზრდული ნაკრების მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი. 2012 წელს ნიკა „ოლიმპის“ ღირსებას იცავდა, შემდეგ იგი „ლოკომოტივის“ წევრი გახდა, რასაც მოჰყვა თბილისის „დინამო“. ნიკა დინამოს კაპიტანიც გახდა, მძიმე ტრავმის მერე მან სასტარტოში ადგილი დაკარგა და ცოტა ხნის წინ „ლოკომოტივს“ დაუბრუნდა.

ნახევარდაცვა:

  1. 1. გიორგი აბურჯანია - ევროპირველობის დროს აბურჯანია „ოლიმპში“ თამაშობდა. შემდგომ იგი „დილაში“ და „ლოკომოტივში“ თამაშობდა. 2014 წელს აბურჯანია კვიპროსის „ანართოსისში“ გადავიდა ამ ზამთარს კი ესპანეთის „ხიმნასტიკტან“ გააფორმა კონტრაქტი.
  2. 2. ნიკა ახვლედიანი - ჩემპიონატის დროს ზუგდიდის „ბაიაში“ ირიცხებოდა შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“ იყო.
  3. 3. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი - ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ქართველთა მხრიდან. იმ დროს ჭიაბერი დინამოში ირიცხებოდა. შემდეგ ცოტა ხანი „დილაში“ იყო. დღეს იგი „ჩიხურაში“ თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლება.
  4. 4. გიორგი გოროზია - 2012 წელს გოროზია „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი იყო. შემდეგ იგი ნორვეგიის „სტაბეკში“ გადავიდა და დღემდე აგრძელებს ამ კლუბში წარმატებულ თამაშს.
  5. 5. თორნიკე მაჭავარიანი - ევროპის პირველობის დროს იგი „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. ბოლოს კი მეორე ლიგის „ცხუმში“ თამაშობდა.
  6. 6. არჩილ მესხი - მისი კარიერა „დინამოს“ აკადემიიდან დაიწყო. სწორედ აქედან მოხვდა ის ნაკრებშიც გასულ ზაფხულს კი ბოლნისის „სიონს“ მიაშურა.
  7. 7. გიორგი პაპუნაშვილი - „პაპუნა“ დინამოს აღზრდილია ევროპაზე მან თავი 2 გატანილი გოლით დაგვამახსოვრა. მან ეტაპობრივად გაიარა „დინამოს“ ყველა ასაკობრივი გუნდი და გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, იგი ამჟამად ბრემენის „ვერდერშია“.
  8. 8. მათე ცინცაძე - „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად „დინამოს“ ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება.

ფორვარდები :

1.დათო დარციმელია - 2014 წელს მშობლიური „ლოკომოტივის“ დატოვების მერე დარციმელია ჯერ „ალგეთში“ მერე კი „სევასტოპოლში“ თამაშობდა. დღესდღეისობით კი უნგრულ „სპარტაკუსშია“.

2.დავით ჯიქია - ჯიქიამ ეროვნული ჩემპიონატის რამოდენიმე გუნდში მოსინჯა ძალები. „ლოკომოტივი“, „ტორპედო“ , „ლოკომოტივი“ , „საბურთალო“ და ეხლა „სამტრედიელთა“ შემადგენლობაშია.

3.ილია კერძევაძე - „ოლიმპის“ აღზრდილი ფეხბურთელი „ზესტაფონში“ , „დილაში“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა. დღეს ის „შუქურას“ ფეხბურთელია.

4. ალეკო მზევაშვილი - მზევაშვილმა ევროპის პირველობაზე 1 გოლი ტაიტანა. მაშინ იგი „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში თამაშობდა. ამჟამად პირველი ლიგის „იმერეთშია“.

5.რომან ჭანტურია - ერთადერთი ლეგიონერი, რომელიც „ემპოლის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. რომანი დღესაც ახალგაზრდული გუნდის წევრი და ბომბარდირია.

6. ვანო წილოსანი - „დინამოს“ დატოვების მერე ერთი პერიოდი წილოსანი „გურიაში“ თამაშობდა, ეხლა კი ქუთაისის „ტორპედოს“ წევრია.

ავტორი  -  Giorgi Sanadiradze
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები