ახალი თაობა
AutoSharing Option
00:00 18-05-2016

ფეხბურთს ყოველთვის თამაშობდნენ ნიჭიერი მოთამაშეები, საკამათოა მაგრამ მათი ერთმანეთთან შედარება ყოველთვის რთული იყო. ზოგნი საოცარი დრიბლინგებით გვანებივრებდნენ, როდესაც სხვანი საოცარი სიზუსტის პასებს აკეთებდნენ, ვიღაცას ჯარიმების დარტყმა შეეძლო საოცრად ან სულაც კარში სჩადიოდა სასწაულებს.

ბრიტანულმა გამოცემა „The guardian“-მა შემოგვთავაზა საკმაოდ საინტერესო სტატია. „ ახალი თაობა-2015, 5 გამორჩეული ტალანტი მსოფლიო ფეხბურთში. “ მოდით ჩვენც გავიცნოთ ის ახალგაზრდა მოთამაშეები, ვის ხელშიცაა მსოფლიო ფეხბურთი.

1.ფრანკო ლოპეზი

ქვეყანა: არგენტინა

კლუბი: რივერ პლეიტი

დაბადების წელი: 1 აპრილი, 1998 წელი.

ფრანკო არგენტინულ გიგანტს 13 წლის ასაკში შეუერთდა და უკვე 4 წელიწადში ძირითადი გუნდის ფეხბურთელი გახდა, 17 წლის ბიჭისთვის ცუდი ნამდვილად არაა. მისი მეტსახელია  „ დინიო “, ის ლეგენდარულ ბრაზილიელს ძალიან გავს როგორც ტექნიკით ასევე თამაშის მანერით. „ არ შემიძლია მოედანზე ერთ ადგილზე ყოფნა, მირჩევნია მთელს მინდორზე  ვმოძრაობდე “ - აცხადებს არგენტინელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურნირზე 2 გოლი გაუტანა „ მადრიდის რეალს “ და ერთიც იტალიურ „ მილანს “. ეს მხოლოდ დასაწყისია აცხადებენ ექსპერტები.

 

2. ტომას ქონეჩნი

ქვეყანა: არგენტინა

კლუბი: სან ლორენცო

დაბადების წელი: 30 მარტი, 1998

 

ტომასი სამხრეთ არგენტინაში დაიბადა, მაგრამ ადრეულ ასაკშივე გადავიდა ბუენოს აირესში, რომ „ სან ლორენცოში “ ეთამაშა. ის არის არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების საუკეთესო გოლეადორი. მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. ქონჩენის აქვს საოცარი ნიჭი, მას დიდი მომავალი ელოდება. ტომასი სტადიონზეც და მის გარეთაც ფეხბურთს საოცარი მონდომებით თამაშობს, იგი Playstation - ის თამაშისას ფანჯრიდანაც კი გადავარდა იმდენად ჩართული იყო თამაშში.

 

 

3. პანოს არმენაკასი

ქვეყანა: ავსტრალია

კლუბი: უდინეზე

დაბადების წელი: 5 მაისი, 1998

პანოსი ისტორია საკმაოდ უცნაურია, ბერძენი წარმოშობის ფეხბურთელი დაიბადა კალიფორნიაში და გაიზარდა სიდნეიში. მას შემოთავაზება ერთბაშად 3 ქვეყნის ნაკრებიდან ქონდა, არჩევანი კი ავსტრალიის სასარგებლოდ გააკეთა და უკვე ითამაშა კიდევაც ახალგაზრდულ ტურნირებზე.  2014 წელს პანოსმა თავისი ბედი იტალიურ კლუბს დაუკავშირა, მისით ასევე ინტერესდებოდნენ „ არსენალი “, „ ჩელსი “ და „ მანჩესტერ იუნაიტედი “.

 

4. სანდი ლოვრიჩი

ქვეყანა: ავსტრია

კლუბი:  შტურმი

დაბადების წელი: 29 მარტი, 1998

 

სანდის მომავალ ხაბი ალონსოს უწოდებენ, იგი ბრწყინვალედ მოქმედებს მოედანზე, მისი დიდებული თვისებების გამო 16 წლის ლოვრიჩი „ შტურმის “ მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ათამაშა. ავსტრიელ ნახევარმცველს საოცარი ფიზიკური აღნაგობა აქვს 180 სანტიმეტრის და 75 კგ.-ის ფეხბურთელის აყვანა „ ინტერს “ და „ იუვენტუს “ სურდა, თუმცა მან სამშობლოში დარჩენა ამჯობინა, რადგან სკოლა აქვს დასამთავრებელი და პრემიერ ლიგაში თამაში სურს.

 

 

 

5. ლინკოლნი

ქვეყანა: ბრაზილია

კლუბი:  გრემიო

დაბადების წელი: 7 ნოემბერი, 1998

ლუიშ ფილიპე სკოლარიმ მას „ შავი მარგალიტი “ უწოდა, იგი საოცრად მოიხიბლა ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით. ლინკოლნი დღითიდღე უმატებს. გრემიოს არ ეშლება ტალანტების გამოცნობა, ამ კლუბმა ხომ მსოფლიოს რონალდინიო, ანდერსონი, ტელესი და ბევრი ცნობილი მოთამაშე აჩუქა. ლინკოლნის მომავალს უკვე უკავშირებენ „ მანჩესტერ იუნაიტედს “.

ავტორი  -  Giorgi Sanadiradze
Twitter
5
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები