სტამბულიდან ბაზელამდე
AutoSharing Option
19:32 18-05-2016

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლივერპულმა უკანასკნელი ევროპული ტიტული მოიპოვა. დღეს შვეიცარიაში ბაზელის სტადიონზე ევროპის ლიგის ფინალში ლივერპული-სევილიას დაუპირისპირდება. ინგლისურ კლუბს კი შანსი აქვს 11 წლიანი უტიტული სერია შეწყვიტოს და ევროპაში თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვას.

ყველას კარგად გახსოვთ ალბათ 2005 წლის სტამბულის ფინალი, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპული და მილანი დაუპირისპირდნენ. თავს აღარ შეგაწყენთ დრამატული მატჩის პერიპეტიებით, როცა შეგიძლიათ თამაშის მიმოხილვა უპრობლემოდ მოიძიოთ და ჩემს მონათხრობზე მეტ ემოციას და დრამატულობას შეგძენთ ნანახი.

11 წლის შემდეგ ლივერპულის შემადგენლობა მთლიანად შეცვლილია, გუნდში ვერ ნახავთ ვერც ენერგიით აღსავსე სტივენ ჯერარდს და ვერც უცნაური ვარცხნილობით მორბენალ დჯიბრილ სისეს. წარსულის გმირების ისტორია და კარიერა ასე თუ ისე ყველამ კარგად ვიცით. მოდით ერთად გავარკვიოთ სად იყვნენ და რას საქმიანობდნენ ლივერპულის ამჟამინდელი ფეხბურთელები, მაშინ როდესაც მათი „წინაპრები“ ისტორიულ ფინალს თამაშობდნენ.

1.სიმონ მინოლე - 2005 წელს ბელგიელი მეკარე ტრიუდენის ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობდა, საიდანაც იგი მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2010 წელს მინოლე სანდერლენდში გადავიდა და კარგი თამაშის შემდგომ 2013 წელს ლივერპულს შეუერთდა.

2.ადამ ბოგდანი-ლივერპულის სათადარიგო მეკარე 11 წლის წინ მშობლიური უნგრეთის ვასასში თამაშობდა. შემდეგ იყო ბოლტონი და ლივერპული.

3. ნათანიელ კლაინი-25 წლის ინგლისელი მცველი კრისტალ პალასის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, 2012 წელს იგი საუზჰემპტონს შეუერთდა 2015 წელს კი ლივერპულის მაისური მოირგო.

4.კოლო ტურე- გამოცდილი აფრიკელი მცველი არსენალის ღირსებას იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც, ტურე მაღალი დონის მცველად სწორედ არსენალში ჩამოყალიბდა. 2009 წელს ტურე მანჩესტერ სიტიში გადავიდა და 2013 წელს მერსისაიდელებთან გააფორმა კონტრაქტი.

5.დეან ლოვრენი-2006 წელს ხორვატი ფეხბურთელი დინამო ზაგრების მეორე გუნდში ირიცხებოდა, საიდანაც დაიწყო მისი ევროპული კარიერა ლიონი, საუზჰემპტონი და ლივეპული.

6.მამადუ სახო- საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი 2005 წელს პსჟ ს მეორე გუნდში ირიცხებოდა ცოტა ხანში იგი პირველ გუნდში დააწინაურეს და 2013 წელს ლივერპულს შეუერთდა.

7.ალბერტო მორენო- ახალგაზრდა ესპანელი მცველო 2005 წელს მხოლოდ 15 წლის იყო და სევილიას ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. დროთა განმავლობაში იგი ძირითად გუნდში დააწინაურეს და 2014 წელს ლივერპულში გადავიდა.

8.მარტინ შკრტელი-2005 წელს სლოვაკი მცველი ზენიტის შემადგენლობაში გამოდიოდა.2008 წელს კი ლივერპულს შეუერთდა.

9.ჯეიმს მილნერი- ლივერპულის ვიცე კაპიტანი 2005 წელს ნიუკასლში თამაშობდა, საიდანაც ასტონ ვილაში და მანჩესტერ სიტიში იასპარეზა, 2015 წელს კი ლივერპულში გადავიდა.

10.რობერტო ფირმინო- 2005 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი 15 წლის იყო და ბრაზილიის ერთ-ერთ ბავშვთა კლუბში თამაშობდა. მისი ევროპული კარიერა ჰოფენჰაიმში დაიწყო და  2015 წელს ლივერპულში გადავიდა.

11.ჯორდან ჰენდერსონი- ლივერპულის კაპიტანს კარიერის განმავლობაში ამჟამინდელი კლუბის გარდა მხოლოდ სანდერლენდში აქვს ნათამაშები. 2005 წელს კი 16 წლის ჯორდანი სანდერლენდის ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.

12.ადამ ლალანა- ლალანა საუზჰემპტონის აღზრდილია და ლივერპულამდე სწორედ ამ კლუბში თამაშობდა. 2005 წელს კი 17 წლის ლალანა მშობლიური კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშობდა.

13.ლუკას ლეივა- გამოცდილი ბრაზილიელი საყრდენი 2005 წელს გრემიოს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. სწორედ გრემიოდან შეუერთდა იგი 2007 წელს ლივერპულს.

14.ემრე ჩანი- თურქი წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი 2005 წელს მხოლოდ 11 წლის იყო და შეიძლება არც კი უნახავს სტამბულის დიდი ფინალი. იგი გერმანიის ერთ-ერთ ბავშვთა აკადემიაში აგორებდა ბურთს, მისი პირველი კლუბი მიუნჰენის ბაიერნი იყო, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა და ლევერკუზენში გადავიდა, 2014 წელს კი ინგლისური კლუბის წევრი გახდა.

15.ჯო ალენი- უელსელი ნახევარმცველი სუონსის ახალგაზრდულ კლუბში თამაშობდა და იგი 14 წლის იყო. 2012 წელს კი სწორედ უელსური კლუბიდან გადავიდა ლივერპულში.

16.კრისტიან ბენტეკე- ბელგიელი ფორვარდი სტანდარტის ახალგაზრდულ გუნდში იყო და 14 წლამდელთა შემადგენლობაში იტანდა გოლებს, ბენტეკე ასტონ ვილადან 2015 წელს გადავიდა ლივერპულში.

17.ფილიპე კოუტინიო- 12 წლის კოუტინიო 2005 წელს ვასკო და გამას ახალგაზრდულ გუნდში იყო, შემდეგ იგი ინტერში გადავიდა 2013 წელს კი ლივერპულში მივიდა და კლუბის ლიდერად იქცა.

18.დანიელ სტარიჯი - 2005 წელს ინგლისელი ფორვარდი მანჩესტერ სიტის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მან რამოდენიმე ინგლისურ გრანდში მოასწრო თამაში: მანჩესტერ სიტი, ჩელსი. 2013 წელს კი ლივერპულს შეუერთდა.

იურგენ კლოპი- 2005 წელს გერმანელი სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა. იგი მაინცის მთავარი მწვრთნელი იყო.

ავტორი  -  Giorgi Sanadiradze
Twitter
3
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები