ვიმღეროთ ყველამ
AutoSharing Option
23:24 02-06-2016

გამარჯობა საქართველოს სპორტის გულშემატკივარო, მიუხედავად იმისა რომელ სპორტს გულშემატკივრობ :) ამ ჩემი იდეის მიწოდება ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მერე ხან სამომავლოდ გადავდე ხან დამავიწყდა და ეხლა სანამ კვლავ ამომვარდნია თავიდან მინდა გაგიზიაროთ ეს ჩემი პატარა მოსაზრება.

დღეს საბედიეროდ გვაქვს საშუალება თუ არ დავესწროთ ტელევიზორშითუ კომპიუტერით მაინც ვუცქიროთ ნებისმიერი სპორტის სახეობას და ვუგულლშემატკივროთ იმ გუნდს , პიროვნებას,  სხვა ქვეყნის ნაკრებს რომელსაც ვგულშემატკივრობთ (რა თქმა უნდა საქართველოს მერე).

განსაკუთრებით სასიამოვნო საცქერია და დასწრება ხომ საერთოდ მისწრებაა ამ შემთხვევაში ფეხბურთის მატჩზე გავამახვილებ ყურადღებას, სადაც საკუთარ გუნდს მთელი სტადიონი უჭერს მხარს,  მიუხედავად იმისა იგებენ თუ აგებ მაინც მხურვალედ და ბოლომდე უდგანან გვერდზე და ამხნევებენ მთელი მატჩის განმავლობაში და საოცარია როდესაც ამას სიმღერით აკეთებენ. ეს კულტურა მათთან ძალიან დიდი ხანია არსებობს, როელსაც ჩვენ მონუსხულები ვუცქერთ. არ დამავიწყდება 1996 წელი როდესაც ინგლისის ეროვნული ნაკრები იყო ჩამოსული თბილისში და მხოლოდ ერთმა ინგლისლი გულშემატკივარით შევსებული სექტორის ომახიანმა სიმღერამ  გადაფარა დანარჩენი 65 ათასი ქართველის ხმაური და როდესაც მაგაშიც ვერ ვაჯობეტ ბოლოს დავდუმდით და ვაცალეთ და ჩვენ კი ვუსმენდით მათ და გვშურდა. სამწუხაროდ დღემდე მასეა და მცირე რაოდენოის ხალხს თუ არ ჩავთვლით, რომლების ასე ვთქვათ ოფიცილაური ფანკლუბია და მთელი მატჩის განმავლობაშ არ ჩერდებიან, დანარჩნი მაყურებელი ისევ მზესუმზირის ჭამითაა გართული და აქაიქ თუ გაგავახსენდება და დავიძახებთ სა-ქა-რთვე-ლო. ასე ვერ გავფრინდებით.

რამხელა ემოციაა როდესაც მოედანზე გადიხარ და მაყურებელი სიმღერით გეგეგბება და მატჩის განმავლობაშიც რამდენჯერმე მასე დაგიჭრს მხარს, ლივერპულის გულშემატკივრები ბარსელონასი რეალის, იუვენტუისის, იტალიის ეროვნული აკრების, ინგლიისის, საფრანგეთის და ვინ მოთვლის კიდე რამდენის, გარდა ეროვნული ჰმნებისა ყველას აქვს ცალკე ჰიმნი რომელსაც მატჩის მსვლოვისას მღერიან, თუნდაც You will never walk alone - Liverpool ავიღოთ. ვისაც არ გაქვთ ნანახი შეიძ₾იათ ინტენეტის მეშვეობით მოიძიოთ და იხილოთ როროგ უჭრენ მხარს საყვარელ ნაკრებებსა თუ კლუბებს.

ხოდა მეც მაქვს სურვილი რომ დავიწყოთ და დავნერგოთ ეს ტრადცია ჩვენთან და მხოლოდ მზსუმზირის საჭმელად და საგინებლად ნუ მივალთ სტადიონზე. ბევრჯერ მიფიქრია თუ რომელი სიმღერა მოუხდებოდა ჩვენს ნაკრებებს, შემიდარებია ისინი ერტმანეთისათვის და ყოველთვის ერთი და იგივე სიმღერის მისამღერი იმარჯვებდა და ალბათ სიმბოლურიცააა, ესაა სოსო პავლიაშვლის მიერ ნამღერი სამშობლო და წარმომიდგენია როგორი ერთხმად მღერის მას სტადიონზე საგულშემტაკივროდ მისული ხალხი და მარტო ამ წარმოდგენისაგან ჟრუანტელს დაუვლია. მოდით ყველამ ვიმღეროთ ეს სიმღერა და გავამხნევოთ ხოლმე ჩვენი ბიჭები და გოგოები, მიუხედავდ სპოტის სახეობისა, თან მგონია რომ ამ სიმღერის ტექსტი ყველა ქართველმა იცის, თუმცა კიდევ ერთხელ დავწერ (ამ შმეთხვევაში იმ ვარიანტს რომელიც სამღერია):

 

თენდება, თენდება

კავკასიონზე თენდება,

იმედი მზის, ხვალინდელ დღის,

სანტელი ღმერთის მარად ენთება,

 

სამშობლო, გჯეროდეს,

ახალი მზე ამობრწყინდება,

და მის შუქზე ყოველ შენს შვილს

უნდა ასწავლო, ძველი სიმღერა,

 

სამშობლო, სამშობლო,

შენი დიდება ბრუნდება,

ამოდის მზე და აღებს კარს,

ასე ნანატრი თავისუფლება !!!!!!!!!!!

 

დიდი მადლობა იმისთვის რომ დაუთმეთ დრო და იმედი მაქვს უახლოეს შეჯიბრბებზე ამ სიმრერას დავაგუგუნებთ !

წინ უამრავი წარმატება გველოდება.. გაუმარჯოს საქართველოს !!

 

 

ავტორი  -  dave
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (2)
AVATAR
dave
08 ივნისი 2016 12:41
LUKA - დაწერე შენი ვერსიაც და მერე ფანკლუბს შევხვდეთ და განვიხილოთ ერთად. მე ვფიქრობ აუცილებელია ეს კომპონენტი თამაშის დროს. ეს სიმღერა იმიტომ ავირჩიე რომ,მგონია ყველამ იცის და თან ადვილი სამღერიცაა :)
AVATAR
Luka
03 ივნისი 2016 17:22
მეც დიდი ხანია მაქვს ეგ იდეა, სიმღერა სხვა მაქვს შერჩეული მაგრამ სიმღერას მნიშვნელობა არ აქვს,უბრალოდ მინდოდა ძველი ქართული სომღერების მონაკვეთები გვემღერა სტადიონზე,დღეს კარგია ფან კლუბი და ყველაფერი მაგრამ დაკოპირებულია ყველაფერი და ეროვნული ჯობია! სულ მაგას ვიძახი,ფანობის ქართული მოდელი უნდა შევქმნათ და არა ვიღაცეებს მივბაძოთ. მივბაძოთ ოღონდ ცოდა და კარგში!
ბოლო კომენტარები