ეჭვები: ვინ შეიძლება აღარ ათამაშოს ვაისმა საქართველოს ნაკრებში
AutoSharing Option
12:14 07-06-2016
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესპანეთთან მატჩის საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

ვახდენ ციტირებას: "რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს"

როგორც იქნა ვაისი მიხვდა, იმას რაც ყველამ იცის და არ აღიარებს: "გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც"

პირადად მე რა დროიდანაც ვუყურებ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ამას გამოვარჩევდი - ჩვენი ნაკრები არის უდისციპლინო, ფეხბურთელების უმეტესობა არ ცხოვრობს სპორტული ცხოვრებით!

ეს სხვა თემაა, ჩემი პოსტის მიზანი კი ყველა იმ ეჭვის გახმაურებაა, რომელიც ვაისის განცხადების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა.

ვინ შეიძლება ვეღარ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში ვაისის ხელმძღვანელობით.

მაშ ასე:

1. ჯაბა კანკავა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არც სლოვაკეთთან ითამაშა, არც რუმინეთთან. მიზეზად ტრავმა სახელდება. ძალიან უცნაურია კანკავას არყოფნა. მისი ტრავმის შესახებ ზუსტი ცნობები არ ვრცელდება. ამასთან ერთად ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა კანკავამ სხვა სანაკრებო მატჩებშიც. შესაძლოა ჯაბას მწვრთნელთან უთანხმოება აქვს.

სფფ-ის ფეისბუქის გვერდზე განგებ გადავავლე თვალი ნაკრების ბოლო ვარჯიშის ფოტოებს, სადაც კანკავა არ ჩანს. ამან ეჭვები კიდევ უფრო გამიმძაფრა.

2. ლევან მჭედლიძე - ესპანეთთან ვერ ითამაშებს ტრავმის გამო, რომელიც რუმინეთთან მიიღო. ყველაზე ნაკლებად მჭედლიძე მგონია, მაგრამ მცირე ეჭვი მაინც არსებობს.

3. ალექსანდრე ამისულაშვილი - მან გაიტანა ორი ავტოგოლი რუმინეთთან, მან ამოწურა თავი სანაკრებო დონეზე, არ არის გასაკვირი ამისულაშვილს კონფლიქტი მოსვლოდა ვაისთან, როგორც თავის დროზე მოუვიდა ქეცბაიასთან. ამასთან ერთად ქართველი მცველი უკვე ისეთი სანდო აღარ არის დაცვაში, სისწრაფეც აღარ აქვს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. შეიძლება "დინამოში" მას ენდობიან, მაგრამ ნაკრებში მგონია ვაისი მას აღარ დაეყრდნობა.

4. ლაშა დვალი - ვფიქრობ, ვაისმა რუმინეთთან მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაადრევად შეცვლით ნათლად მიახვედრა ყველას, რომ ნაკრებისთის ის მზად არ არის. აქ მეორე საკითხი ისაა, რამდენად ტაქტიანად მოიქცა სლოვაკი სპეციალისტი, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს პირველივე შეცდომა არ შეარჩინა. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ თამაში ამხანაგური იყო და კიდევ ის, რომ პირველ გოლის (როდესაც დვალმა კვასხვაძეს დაუგორა) ეპიზოდში რამდენად იყო დამნაშავე ლაშა - ის ხომ ზურგსუკან მდგარ მეტოქე ფეხბურთელს ვერ ხედავდა და მეკარესაც ბურთი ამისულაშვილის მითითებით დაუბრუნა (ვიდეოში ასე ჩანს).

5. სანდრო კობახიძე - ჩემი აზრით კობახიძე ვერ მოიპოვა ვაისის ნდობა. სანდრომ სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში პირველი 45 წუთი ითამაშა (მეორე ტაიმში ლევან ყენიამ შეცვალა), რუმინეთთან კი სათადარიგოთა შორის დარჩა... მგონია, რომ "დნიპროს" ქართველი ნახევარმცველი ვაისის გეგმებში აღარ შედის...

6. ლევან ყენია - ყენია სლოვაკეთთან შეცვალზე შევიდა და გოლიც გაიტანა. ასევე შეცვლაზე შევიდა რუმინეთთან. ფაქტია მას სწყურია თამაში და ვაისი მას ამის შესაძლებლობას ბოლომდე არ აძლევს. გაგახსენებთ, რომ ყენიას ქეცბაიასთან კონფლიქტი ზუსტად ამის გამო ჰქონდა - მას სათამაშო პრაქტიკა არ ეძლეოდა ნაკრებში. შესაძლოა ივიე სახის კონფლიქტი მეორდება.
ავტორი  -  batman
Twitter
0
2
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები