"არანაირი "ატლეტიკო", სანამ ნიშნებს არ გამოასწორებს" - ალვარო მორატას ისტორია
AutoSharing Option
22:44 19-06-2016
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პირველი ნაკრები, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო, ესპანეთი გამოდგა, ხოლო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი ალვარო მორატაა, რომლის ისტორია ძალზედ საინტერესოა.

მადრიდის რაიონ მირასერაში გაზრდილი მორატა 9 წლის ასაკში "ატლეტიკოში" სინჯებზე დედამ მიიყვანა, სადაც 500-მდე ბავშვი იმყოფებოდა. დედამ მორატა იქ ბაბუის თხოვნით მიიყვანა, რომელიც ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი იყო. რამდენიმე დღეში "ატლეტიკოდან" დარეკეს, ოჯახს შეატყობინეს, რომ მორატა მათ კლუბს უხდება, მაგრამ მამამ არ დართო შვილს "ატლეტიკოში" თამაშის უფლება: "არანაირი "ატლეტიკო", ჯერ სკოლაში ნიშნები გამოასწოროს", - თქვა მან.

ასეც მოხდა: ესპანელმა ფეხბურთელმა მოინდომა, სკოლაში ნიშნები გამოასწორა და შემდეგი წლის სინჯებზე უკვე მამამ მიიყვანა. "ატლეტიკომ" ის ამჯერადაც დატოვა.




"ატლეტიკოში" მორატას ბევრი გოლი გაჰქონდა, თუმცა წლებთან ერთად ტრავმიანობას უმატა, ძირითადი ადგილი ბორხა გონსალესს დაუთმო, თავად კი "ხეტაფეში" გადაბარგდა.  "ხეტაფეში" ესპანელი კვლავ რეგულარულად ათამაშდა და 2008 წელს ცენტრალურ მცველ სერხიო გონსალესთან ერთად მადრიდის "რეალში" გადავიდა. ეს მორატას ოცნებაა: მის ოთახში რაულის პოსტერი ეკიდა, ახლა კი შანსი მიეცა რაულთან ერთად, როგორც მინიმუმ, ევარჯიშა.



ორი წლის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა მოურინიომ დაურეკა მას და შეატყობინა, რომ მას მორატა ამერიკულ ტურნეზე მიჰყავს. ამ დროს მორატა მალაგაში ისვენებდა. როცა მოურინიომ ის პირველად შეიყვანა გუნდის განაცხადში "ვალენსიასთან" შეხვედრაში, მორატამ ბებიას ყვავილები აჩუქა, მთელ ოჯახს კი თამაშზე დასასწრები ბილეთები. თამაშზე ყველა მივიდა, მაგრამ მოურინიომ ის მოედანზე იმ შეხვედრაში არ გამოიყვანა.

"ის "უემბლიზე" მყოფ რაფაელ ნადალივით იყო, მაკოცა და ესპანეთის დროშა მთხოვა", - თქვა მამამისმა იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნა მან ევროპის ჩემპიონატის მოგება 2011 წელს ასაკოვრივ ნაკრებში და საუკეთესო ფორვარდის წოდებაც მიიღო. მორატა "რეალში" მეოთხე ფორვარდად ითვლებოდა, ამიტომ სათამაშო პრაქტიკისთვის ტურინში გაემგზავრა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "რეალი" ლიგის ფინალის მიღმა დატოვა - ნახევარფინალში მან ყოფილ გუნდს გაუტანა და ტურნირიდან მოკვეთა.




მას შემდეგ, რაც ფერნანდო ტორესი "ჩელსიში" გადავიდა, ესპანეთს ფორვარდის პრობლემა ჰქონდა და ძიების პროცესში იყო. არა ისეთი კარგის, როგორიც სოლდადო და ნეგრედო არიან, არამედ ისეთი ფანტასტიურის, როგორიც ტორესი იყო თავის საუკეთესო წლებში. და აი, იპოვა.

იქნებ კიდევ დაურეკოს მოურინიომ? ვნახოთ...
ავტორი  -  ედო
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები