გერმანია 2006 - საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირში (ნაწილი I)
AutoSharing Option
15:52 21-06-2016
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტუნირის წილისყრა გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ მაინის ფრანკფურტში 2003 წლის 5 დეკემბერს შედგა. საქართველოდან იმ დღეს ,,ევროპის გულს’’ მხოლოდ სფფ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია სტუმრობდა.

თურქეთი, დანია, საბერძნეთი, უკრაინა, ალბანეთი და ყაზახეთი - საქართველოს მეტოქეებად სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებები ერგნენ. ჩვენი ჯფუფი რიგით მეორე იყო. შვიდავე გუნდის წარმომადგენელი იქვე, ფრანკფურტში შეიკრიბა და კალენდრის თაობაზე ითათბრია. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰალუკ ულუსოიმ მეტოქეები სტამბოლში მიიპატიჟა, რასაც ველა დათანხმდა. მაგრამ პირველი შეხვედრა, სხვადასხვა  მიზეზთა გამო, მაინც უკრაინის დედაქალაქში შედგა - კიევში საქართველოს კვლავ ვალერი ჩოლარია წარმოადგენდა, მაგრამ იქ არაფერი გადაწყვეტილა. 

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ თებერვლის მიწურულს შვიდივე ქვეყნის დელეგაცია ფიფა-ს შტაბ-ბინას ციურიხში ესტუმრა. მეტოქეებს ფიფა-ს ფრეზიდენტი ზეპ ბლატერი, გენერალური მდივანი ურს ლინსი და მისი მოადგილე ჟერომ შამპანი შეხვდნენ, რომლებმაც ჯგუფის წევრებს კალენდრის შესათანხმებლად კიდევ ერთი ცდის უფლება მისცეს, მაგრამ უკრაინელთა და თურქთა სიჯიუტემ თავისი გაიტანა - ჯგუფის კალენდარი ფიფა-მ შეადგინა.

2004 წლის მარტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, 1984 წლის ევროპის ჩემპიონი ალენ ჟირესი დაინიშნა.

გადაწდა: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთში გასვლით იწებდა და საბერძნეთში სტუმრობით ასრულებდა...

2004 წლის მარტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, 1984 წლის ევროპის ჩემპიონი ალენ ჟირესი დაინიშნა.

თურქეთი 1:1 საქართველო
ნაკრები თურქეთში 2004 წლის 2 სექტემბერს, საღამოს გაემგზავრა. ,,ვიცი რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი. ჩვენ თურქეთში საქართველოს სახელისა და ღირსებას დასაცავად მივდივართ, გვსურს, რომ ქართველ ხალხს სიხარული მივანიჭოთ და ჩვენი სახე საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ,” - აღნიშნა ალენ ჟირესმა გამგზავრების წინ.

,,ჩემმა გუნდმა ნებისმიერ შეხედრაში მხოლოდ მოსაგებოად უნდა ითამაშოს და ასე იქნება ახლაც. გამარჯვებაზე როცა ვსაუბრობ, არაა 3:0 და 4:0. დღეს 1:0-ზეც თანახმა ვარ, თუმცა ვინ იცის, შეხვედრა შეიძლება ფრედაც დასრულდეს,” - ეს სიტყვები თურქეთის ნაკრების მთავარმა მწწვრთნელმა ერსუნ იანალმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეორე დღეს კი საქართველოს ნაკრებმა თურქთა დამრიგებლის ვარაუდი რეალობად აქცია - ტრაბზონში ,,ავნი აქერზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ღნიშნულ მატჩში 49-ე წუთზე თურქები ფათიჰ თექეს გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, ამჯერად უკვე 59-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბირტმა ლიმ კანტალიეხომ თურქთა ფეხბურთელი ჰასან შაში გააძევა. მატჩის მიწურულს, კერძოდ კი 84-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა ზუსტი დარტყმით  საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

საქართველო 2:0 ალბანეთი
ტრაბზონიდან დაბრუნებულმა ჩვენი ქვენის პირველმა გუნდმა ალბანელებთან საშინაო მატჩისთვის დაიწყო მზადება.

ალენ ჟირესი: ..თურქეთთან მატჩი გონებიდან უნდა ამოვიგდოთ. ახლა თვითკმაოფილების დრო არ არის. ჩვენ და განსაკუთრებით ალბანეთმა კარგი სტარტი ავიღეთ, ბრიგელის გუნდი პირველ ადგილზე მოკალათდა და, ალბათ, თბილისში მაინდამაინც მოგებას არ დაისახავს მიზნად. ასე რომ, პირველ რიგში სამი ქულისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.”


ჰანს-პეტერ ბრიგელი, 80-იანი წლების პირველი ნახევრის გფრ-ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ,,მართალია, ჩვენ ბერძნები დავამარცხეთ, მაგრამ სულ სხვაა საქართველო - ის არც ევროპულ ნაკრებს არ ჰგავს. საქართველოს ნაკრები იმდენად სპეციფიკური გუნდია, რომ მის წინააღმდეგ ტაქტიკის შერჩევაც ძნელია.”

ეს ყველაფერი მატჩამდე იყო, თამაშის შემდედ კი:

ჰანს-პეტერ ბრიგელი: ,,საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, როცა აგებ, არგუმენტი არ გაქვს. პირველი გოლი ტაქტიკური შეცდომის გამო დავუშვით და ერთი შეცდომა დამარცხების ფასად დაგვიჯდა.”
ალენ ჟირესი: ,, ცხელ გულზე უპირველესად იმის თქმა მსურს, რომ ამ შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც დიდი ვაჟკაცობითა და ერთმანეთის გამხნევებით შევძელით. შესვენების შმედეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, მეტოქის ნახევარზე პრესინგს შეეშვით-მეთქი, რადგან ამ მატჩისთვის ფიზიკურად არცთუ ძლიერად ვიზავით მზად. საწის ორ მატჩში ასეთ შედეგს რომ მივაღწიეთ, ეს მთლიანად ჩვენი ოცი ფეხბურთელის დამსახურებაა - მათი ძალიან კმაოფილი ვარ. ჩვენ ახლა ჯგუფში ლიდერები ვართ და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ.”

90-ე წუთზე მასპინძლებმა მეორედ შეარხიეს ალბანელთა კარის ბადე: ლევან ცქვიტიშვილი ლამის კუთხურის ნიშნულამდე ჩავიდა, იქიდან კი კარის გასწვრივ ჩააწოდა. ორიოდ წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი დემეტრაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:0საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-15 წუთზე დაწინაურდა: სტუმართა საჯარიმოს მიახლოვებულმა მალხაზ ასათიანმა ბრწყინვალედ ითამაშა, ეტოქე მოატუა და ალექსანდრე იაშვილს მარჯვნივ შესანიშნავი პასი მიაწოდა, ფორვარდმა კი თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა, მცველს დაასწრო და კარიდან გამოსულ სტრაკოშას გოლი გაუტანა - 1:0.

ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი შესარჩევი ჯგუფის პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები