ამბავი იმისა, თუ როგორ მოახერხა ბელგიამ ასეთი ნიჭიერი თაობის აღზრდა
AutoSharing Option
15:01 26-06-2016
ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალის საგზური გაინაღდოს. ამ ნაკრებში უამრავმა ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. საინტერესოა, როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ მიიღო ბელგიამ ის ნაკრები, რომელიც დღეს ჰყავს...

ბელგიელთა მასობრივ განვითარებას სათავე 90-იან წლებში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა მიშელ საბლონმა ჩაუყარა. იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის ბელგიელთა სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო იყო.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ 90-იანი წლების ბოლოსკენ გაიაზრა, რომ ცუდ სიტუაციაში იმყოფება, რამეთუ გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა, ჰოლანდია და მექსიკა გაუშვა წინ ისე, რომ ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. საბლონს ბელგიური ფეხბურთის რეორგანიზების გეგმის შედგენა სთხოვეს, რომელმაც ბელგიის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაიხმარა.

90-იან  წლებში ბელგიის ასაკობრივი გუნდები სხვადასხვა ტაქტიკური სქემით თამაშობდნენ : ზოგი 4-4-2-ით, ზოგო - 3-5-2, საბლონმა კი ყველა მწვრთნელს 4-3-3-ზე გადასვლა ურჩია, რადგან ეს სქემა იდეალურად ანვითარებს ფეხბურთელთა შესაძლებლობებს.

ასევე საბლონს სურდა, ბელგიელ ფეხბურთელებს კარგი დრიბლინგი ჰქონოდათ, ამიტომ მწვრთნელებს სთხოვა ახალბედა ფეხბურთელებისთვის ტაქტიკური სქემები არ მოეხვიათ თავზე და ეცლიათ თამაში ჯერ ისე, როგორც მათ თავად სურდათ.

2000-წელს ტუბიცეში საფეხბურთო ცენტრი შეიქმნა. სამწვრთნელო კურსები უფასო გახადეს და მათ 10-ჯერ მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე ეს 90-იანებში ხდებოდა. საბლონის თხოვნით. ლევენის უნივერსიტეტმა, კერძოდ კი ყოფილმა ფეხბურთელმა ვერნერ ჰელსენმა ბელგიის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში 1 500 თამაშსა და ვარჯიშს დაესწრო. შემდეგ საბლონი საფეხბურთო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ კვლევის შედეგები აჩვენა: აღმოჩნდა, რომ 8 -წლამდე ფეხბურთელები ნახევარი საათის მანძილზე ბურთს სულ ორჯერ ეხებოდნენ.

საბლონმა ურჩია მწვრთნელებს, რომ არა ნებისმიერ ფასად მოპოვებულ გამარჯვებაზე ეფიქრათ, არამედ - ყოველი ფეხბურთელის განვითარებაზე. ბავშვთა ფეხბურთში მოედანზე მყოფ ფეხბურთელთა რაოდენობა განისაზღვრა: ბავშვები 7 წლამდე ჯერ 2-2-ზე თამაშობდნენ, შემდეგ 5-5-ზე, 7 წელზე უფროსი ბავშვები 7-7-ზე, რათა უფრო მეტი შეხება ჰქონოდათ ბურთთან და ტექნიკა განევითარებინათ.

საბოლოოდ, ამან მწვრთნელების გაჯავრება გამოიწვია: "ჩვენ 4-3-3-ზე გადავედით და ვაგებთ.მალე ევროპის ჩემპიონატი გვიწევს. გსურთ, ამ სისტემით გავაგრძელოთ და ჯგუფში ჩავრჩეთ?" - "კი, სწორედ ეს მსურს", - პასუხობდა საბლონი.

1998-დან 2002-წლამდე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოსთან ხელშეწყობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით 8 საფეხბურთო სკოლა გახსნა 14-18-წლამდე ფეხბურთელთა განვითარებისთვის - ფეხბურთელები იქ თავიანთ კლუბში დასრულებული ვარჯიშების შემდეგ ვარჯიშობდნენ. ორმაგი ვარჯიშები კევინ დე ბრუინმა, დრის მერტენსმა, ტიბო კურტუამ, მუსა დემბელემ, სტივენ დეფურმა, აქსელ ვიტსელმა და ნასერ შადლიმ გაიარეს.

2007 წელს "ანდერლეხტმა" ბრიუსელის სკოლებში Purple Talents-ის პროგრამა აამუშავა , რომელიც ბავშვებთა ტექნიკის დემონსტრირებას ეთმობოდა. აქ რომელუ ლუკაკუ დადიოდა. მალევე "ანდერლეხტს" "გენკმაც" მიბაძა (დეფური, კურტუა, დე ბრუინი). "ანდერლეხტის" აკადემიაში 14-წლამდე ასაკის ბავშვები 3-4-3 სქემით თამაშობდნენ და არა 4-3-3, რათა მცველები უფრო რთულ პირობებში ყოფილიყვნენ და უკეთესად განვითარებოდნენ.

ამ პერიოდში ბელგიამ ზედიზედ 5 დიდი ტურნირი გამოტოვა, ფიფას რეიტინგში მე-60 ადგილზე დაქვეითდა,  შემდეგ კი ფიფას რეიტინგს სათავეში ჩაუდგა და ახლა მხოლოდ არგენტინას უთმობს ადგილს.
ავტორი  -  ედო
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები