ჰუმელსი, რემზი.................... ანუ ფეხბურთელი უპირველეს ყოვლისა
AutoSharing Option
16:38 08-07-2016
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ საფეხბურთო სისტემებზე, მწვრთნელების როლზე, ტაქტიკურ მონახაზებზე, თამაშის სტრატეგიაზე. 

ზოგჯერ გეჩვენება რომ ფეხბურთი მათემატიკურ გათვლებზე დამყარებული, კარგად მომზადებული ბიზნეს გეგმის მიხედვით წარმათულ  საქმიანობად იქცა. ყველაფერს სწორად გათვლი, ყველაფერს გეგმის მიხედვით გააკეთებ და შედეგიც სახეზეა. 

ამ ყველაფრის ფონზე ისე ჩანს რომ ფეხბურთელები ამ სისტემაში უბრალოდ ფიგურების როლს თამაშობენ, რომლებიც მთავარია საჭირო დროს, საჭირო უჯრაზე დააყენო.  მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთელებით გვიყვარს და არა სქემების, კარგი მენეჯერების, ტაქტიკური მონახაზების გამო.  

კატენაჩო, ტიკი-ტაკა, რომბი, დუბლივე  ვერ შეგაყვარებს ფეხბურთს. პელე, მარადონა, ფენომენი,  ბაჯო, გარინჩა, მალდინი,  ბეკენბაუუერი, ბუფონი,  ჩავი , ჯერარდი, კრუიფი,  რონალდინიო, მესი, ზიდანი............................................................. ;  მესხი, პაიჭაძე, ყიფიანი, ჩივაძე, ქინქლაძე, დარასელია.............................................................;  ამათ გამო შეუყვარდა ხალხს ფეხურთი, ამათ გამო დადის სტადიონზე და მისშტერებია ეკრანს მილიონობით მაყურებელი.  

იქნებ ეს მხოლოდ ემოციაა და ფეხბურთი მართლა შეიცვალა, იქნებ ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალური ღირსებები მართლაც დაიკარგა თანამედროვე ფეხბურთში?  მოდი ეხლა მიმდინარე ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმის მაგლითზე განვიხილოთ ეს თემა. 

ევრო-2016 დასასრულს მიუახლოვდა, ერთი, თუმცა მთავარი მატჩია დარჩენილი და ყველაფერი ნათლად გამოჩნდა, ვერცერთი გუნდი, რომელსაც წამყვანი ფეხბურთელი დააკლდა ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, გრანდებიც კი.  ჰუმელსი და ხედირა, რემზი და დევისი, დე როსი და მოტა, ვერტონგენი და ვერმალენი. ვერ შეცვალეს, ვერ შეავსეს და ტაქტიკური გათვლებით ვერ გადაფარეს მათი არყოფნა.  ვერც გადაფარავდნენ და ვერც ვერასოდეს გადაფარავენ, რადგან ფეხბურთი ფეხბურთელებზე და მათ ოსტატობაზე დგას, მათით ფასობს და მათით გვიყვარს.
ავტორი  -  დე მარკო
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები