"დილა" - სპონსორები ჩამოსულან! - ჩვენ?
AutoSharing Option
16:38 27-07-2016
"დილაში" ინვესტორის მოსვლა გადაწყვეტილია.
პრობლემები ბევრია, რომელთაგან ზოგი ადვილი მოსაგვარებელია, ზოგიც დიდ დროსა და ფინანსებს ითხოვს:
* კლუბის რებრენდინგი (ახალი, ორიგინალური, გორული ფეხბურთის ტრადიციებზე შექმნილი ლოგო პირველ რიგში)
* ახალი, თანამედროვე ვებ გვერდი
* აქტიურად და ოპერატიულად მომუშავე პრესსამსახური (ინტერვიუები, გამოკითხვები, სტატისტიკები, კითხვა-პასუხი ქომაგებთან)
* მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო გადაღება
* დილას თამაშების მაღალი ხარისხის პირდაპირი რეპორტაჟები
* კლუბის თანამედროვე ბაზა
* სტადიონის რეკონსტრუქცია (შეკვრა ერთ მთლიანობად და არა სეტკებით გამიჯვნა ქუჩისგან)
* სტადიონზე განათების სისტემის მონტაჟი
* ტაბლოს სასწრაფოდ შეცვლა
* ფან-შოფი
* ბილეთების გაყიდვა (თუნდაც სიმბოლურ ფასად)
* ბავშვთა ფეხბურთის მიმართულების გაძლიერება და თანამედროვე აკადემიის ჩამოყალიბება, შესაბამისი მენეჯმენტითა და მწვრთნელებით
* კლუბის ფართო რეკლამირება-პიარი
* ფან-კლუბის განვითარების ხელშეწყობა
* მოთამაშეების ძირითად ნაწილთან გრძელვადიანი, მინიმუმ 2-3 წლიანი კონტრაქტები
* მედიასთან აქტიური თანამშრომლობა და მაქსიმალური გახსნილობა
* აქტიური მუშაობა კომპანიებთან რეკლამების მოსაზიდად (თავიდან თუნდაც სიმბოლურ ფასად)
და ა.შ.
საქმე კეთებას ითხოვს!
Twitter
0
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები