ან გუნდს მიხედეთ, ან წადით - აღარ გვშია, აღარ!
AutoSharing Option
23:06 04-08-2016
მორაგბე დავით კაჭარავამ რუსულ მედიას ცოტა ხნის წინ განუცხადა, საქართველოში ფეხბურთზე პოპულარული რაგბიაო... ამ ყველაფერმა საზოგადოებაში მხოლოდ კრიტიკა გამოიწვია: რა რაგბი, როცა ფეხბურთი არსებობს ამ ქვეყანაშიო, წერდა ხალხი. რაგბი ვერასდროს იქნება პირველი, რადგან ფეხბურთი გვაქვს - ამასაც ამბობდნენ...

გვაქვს კი?! ეროვნული ნაკრებისა და ქართული კლუბების წარუმატებლობა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. ამაზე ბევრი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ, რა სიტუაციაა თავად გუნდებში?

ქუთაისის "ტორპედოს" გვერდზე რამდენიმე დღის წინ გუნდში გორის "დილადან" ახალგადასულ გუგა ფალავანდიშვილის ფოტო დაიდო, რომელიც "დილას" ეკიპირებით ვარჯიშობდა "ტორპედოში". ნუ იფიქრებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა: ამ გუნდში 1 წლის წინ ირაკლი ლექვთაძე "დინამოს" მაისურით დარბოდა...

განა შეიძლება, გუნდს, რომელიც ფინანსებით მეორეა საქართველოში, ეკიპირების პრობლემა ჰქონდეს და ზედმეტად 1-2 სავარჯიშო არ ჰქონდეს გადანახული?!

დღეს "ტორპედოს" ფეისბუქ-გვერდზე გუნდის ახალწვეულთა წარდგენის ფოტოები დაიდო. გაიგონებ "ტორპედოს" და უცებ ისტორიული, ტრადიციების მქონე გუნდი გახსენდება, რომელსაც საოცარი გულშემატკივარი ჰყავს... გადახედავ ამ გუნდის შემადგენლობას და იფიქრებ, შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაო... მაგრამ დახედავ ლოგოს და უცებ ფრანგული "მონაკო" გახსენდება, რომელიც რა შუაშია ქუთაისთან", ნამდვილად არ ვიცი... დახედავ ამ მაისურს და.. უბრალოდ, გრცხვენია! დიახ, ბატონებო! გვრცხვენია! და გვეყო სირცხვილის ჭამა, აღარ გვშია!

ან მიხედეთ გუნდს ნორმალურად და ზედმეტი 10-15 ლარი დაახარჯეთ ეკიპირებისთვის, ან წადით გუნდიდან - აღარ გვშია! საკმარისად ვჭამეთ ეგ თქვენი სირცხვილი... აუცილებლად მოვა ის, ვინც 10-15 ლარს არ დაინანებს ისტორიული გუნდისთვის და გულშემატკივარს სირცხვილს არ აჭმევს!
ავტორი  -  ედო
Twitter
2
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები