დღის ტალანტი, რაზვან მარინი: ტალანტი რომელმაც გეორგე ჰაჯი მოაჯადოვა
AutoSharing Option
13:30 26-10-2016
რაზვან მარინი, რუმინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, ამაში კი სულ მალე დარწმუნდებით. გეორგე ჰაჯიმ კი ფაქტობრივად თავისი თავი დაკარგა, როდესაც ის პირველად დაინახა. ახლა 20 წლისაა და "ვიტორულის" ღირსებას იცავს. ცენტრალური ნახევარმცველი მოხდენილი მარჯვენა ფეხით, საჯარიმო დარტყმების დროს მომაკვდინებელი. მარინი ხშირად და სურვილისამებრ თამაშობს სტანდარტული ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა ასევე აქვს ყველა ის ხასიათი და შესაძლებლობა რომ ითამაშოს ცენტრალური მცველების წინ ანუ უფრო დაცვითი სტილის ნახევარმცველის პოზიციაზე. რუმინეთში არავის არ ეპარება ეჭვი იმაში რომ ის "კარპატების მარადონას" (ჰაჯის ზედმეტსახელი) მემკვიდრეა. ევროპულმა კლუბებმა უკვე დაადგეს თვალი რაზვანს, რამდენიმე კლუბმა კი უკვე გაგზავნა სკაუტები, რათა უფრო ახლოდან დააკვირდნენ რუმინელს. ყველაზე მეტად აქტიურობს "რომა" და "ნაპოლი", თუმცა დე ლაურენტის კლუბი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.

სახელი და გვარი
: რაზვან მარინი

დაბადების თარიღი: 23 მაისი, 1996

ეროვნება: რუმინელი

როლი: ცენტრალური ნახევარმცველი

კლუბი: "ვიტორულ კონსტანტა"

ადარებენ
: გეორგე ჰაჯს
ავტორი  -  გიგი
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები