დღის ტალანტი, ნიკოლას დელგადილო: ნიჭიერი მარცხენა შემტევი
AutoSharing Option
14:08 30-10-2016
"ველეს სარსფილდი" - ტალანტების წყარო არგენტინაში. დღეს გაგაცნობთ ნიკოლას დელგადილოს, 1997 წელს დაბადებულ ფლანგის თავდამსხმელს. არგენტინელი ტალანტი მთავარ გუნდში მომენტალურად გადაიყვანეს, 2015 წლის 2 მაისს კი "პრიმერა დივიზიონში", "სან ლორენსოს" წინააღმდეგ მისი დებიუტი შედგა. ცოტახანში სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა, მის ანგარიშზე არაერთი გოლი და ასისტია. არგენტინული მედია კი მასზე არაერთ კარგ სტატიას წერს. ტიპიური არგენტინელი ახალგაზრდა, სწრაფი და ტექნიკური, ერთი-ერთზე ყოველთვის გამარჯვებული, შესანიშნავი მარცხენა ფეხის მქონე, რომელსაც საჯარიმო დარტყმებიც კარგად გამოსდის. 4-3-3 ტაქტიკაში ის შესანიშნავად ჯდება, თამაშობს ცენტრალური თავდამსხმელის და მარჯვენა ფლანგის თავდამსხმელის პოზიციებზეც. სახლში მას უკვე ადარებენ "ველესის" ყოფილ ფეხბურთელს რიკი ალვარესს, რომელსაც კარგი მოგონებები აკავშირებს "ფორტინთან". მის შეძენას "რეალი" და "ვალენსია" ცდილობდა, ტრანსფერი არცერთ გუნდში არ შედგა. მსურველთა რიგი კი კვირიდან კვირამდე იზრდება.

სახლი და გვარი: ნიკოლას დელგადილო

ზედმეტსახელი: დელგა, "ელ ჩელო"

დაბადების თარიღი: 2 ოქტომბერი, 1997

ეროვნება: არგენტინელი

პოზიცია: მარცხენა ფლანგის თავდამსხმელი

კლუბი: "ველეს სარსფილდი"

გავს: რიკი ალვარესს

ავტორი  -  გიგი
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები