დღის ტალანტი, ლაშლო ბენესი: ჰამშიკის ნატურალური მემკვიდრე
AutoSharing Option
14:34 30-10-2016
სლოვაკეთში მარეკ ჰამშიკის შემცვლელი უკვე იპოვეს. ეს გახლავთ "ბორუსია მიუნხენგლადბახის" ცენტრალური ნახევარმცველი, 1997 წელს დაბადებული ლაშლო ბენესი. 14 წლის ასაკში ის უნგრულ კლუბ, "დიორში" ვარჯიშობდა (წარმოშობით ის უნგრელია). მისი დებიუტი პირველ გუნდში კი 3 წლის შემდეგ, 17 წლის ასაკში შედგა. 2015 წელს ის სახლში დაბრუნდა და "ჟილინას" მაისური მოირგო. სწრაფი და კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკური გუნდების ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი შესანიშნავი თამაშები უყურადღებოდ არ დარჩენილა და რამდენიმე კლუბმა მასზე დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნა. საბოლოოდ ლაშლოს ყიდვა გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა და ბორუსიელებმა ბენესს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მას ასევე შეუძლია თამაში გამთამაშებლის და მარცხენა ფლანგის თავდამსხმელის პოზიციაზე.

სახელი და გვარი: ლაშლო ბენესი

დაბადების თარიღი: 9 სექტემბერი, 1997

ეროვნება: სლოვაკი-უნგრელი

პოზიცია: ნახევარმცველი

კლუბი
: "ბორუსია მიუნხენგლადბახი"

გავს: მარეკ ჰამშიკს

ავტორი  -  გიგი
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები