ვის ხელში ვართ - ანუ ვის მოაქვს ამბები ჩვენამდე
AutoSharing Option
16:36 01-11-2016
ეს არის ამონარიდი ერთერთი ქართველი ჟურნალისტის ანალიტიკური სტატიიდან, სადაც განიხილავს თუ ვინ არის ვიაჩესლავ გროზნი.

"როგორც დამოუკიდებლად მომუშავე მწვრთნელს, არანაირი ტიტული არ აქვს. ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, ალბათ, საქართველოს ჩემპიონობის მოპოვებით შეეცდება. ოლეგ რომანცევის ასისტენტის რანგში კი ის ხუთჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი.


ასევე დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერისას ორჯერ უწია უკრაინის თასის ფინალს (1996/97 და 2005/06 წლების სეზონებში). გარდა ბულგარეთისა, 1996 და 2002 წლებში დასახელდა უკრაინის საუკეთესო მწვრთნელად."

ჟურნალისტი რომელიც თავს იწონებს იმით, რომ შეუძლია ფეხურთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა,  ამავდროულად არის ობიექტური და ძალიან უყვარს ქართული ფეხბურთი, წერს აი ამ სტატიას, რომლიდანაც მოვიყვანე ამონარიდი. 

1) ჟურნალისტი, რომელსაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, გაუჩნდება შემდეგი შეკითხვა: როგორ მოახერხა მწვრთნელმა, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია, უკრაინის საუკეთესო მწვრთნელი გამხდარიყო? ეს ხომ აფსურდია და მინიმუმ კითხვის ნიშანს ხომ აჩენს? 
2) ეს ადამიანი დაქირავებულია,  კითხვა თუ გაუჩნდება არ უნდა დასვას, დახუჭოს თაველები და დაწეროს ისე როგორც შემკვეთს აწყობს. ამაში იღებს გარკვეულ თანხას.
3) ანგარიში გაუწია მეგობარს, იგივე გააკეთა რაც მეორე ვარიანტში, ურბალოდ ფული არ აუღია. გვერძე გაწია ქართული ფეხბურთის ინტერესები. სწორედ ქართული ფეხბურთის ინტერესებშია ის, რომ ჟურნალისტი იყოს ობიექტური და სვავდეს იმ კითხვებს, რომელიც არსებობს.

თქვენ განსაჯეთ რომელი უარესია, მე კი ვფიქრობ რომ ყველაზე უარესი პირველი ვარიანტია, ქვეყანაში სადაც იმდენად არაპროფესიონალი ჟურნალისტები გვყავს როგორიც პირველ ვარიანტში, რა განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ. ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, მაშინ როდესაც იმ ადამიანს რომელიც იდეაში მხარე არ არის, ის უნდა იყოს სიმართლის მთქმელი და გულშემატკივრისთვის საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენების მთხრობელი.

შეიძლება მწარედაც ვცდები ამ ადამიანის შეფასებისას, არცაა ჩემი მიზანი ვინმეს კრიტიკა, და ლანძღვა, მხოლოდ კეთილი მოტვები აქვს ამ წერილს. გულდასაწყვეტია უბრალოდ. დრო გადის და არაფერი იცვლება. ყარს ქართული ფეხბურთი.
ავტორი  -  ბექა
Twitter
3
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.