დღის ტალანტი, ანტონიო მანცე: გოლები და კუნთები "პესკარას" რადარზე
AutoSharing Option
02:17 03-11-2016
ახალგაზრდა ხორვატი ტალანტების ბუმმა სლოვენიამდეც მიაღწია. "პრვა ლიგას" გუნდ "დომჟალეს" რიგებში 1995 წელს დაბადებული, ანტონიო მანცე გამოჩნდა, რომელმაც უკვე მიიქცია იტალიური, ესპანური და ფრანგული კლუბების სკაუტების ყურადღება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 1 ასისტია, წინა სეზონი კი ანტონიომ 8 გოლით დაასრულა. ფიზიკურად ძლიერი, 1.88 სმ; მანცეს ძალიან უნდა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და "დომჟალეზე" გალიცებით ძლიერ გუნდში გადაბარგდეს. ზაფხულში მის შეძენას "სევილია" და "პესკარა" ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი არცერთ კლუბში არ შედგა. წინ იანვარი და ზამთრის სატრანსფერო ჯანჯარა მოდის, სადაც დაინტერესებულ კლუბებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ანტონიო გაიფორმონ.

სახელი და გვარი: ანტონიო მანცე

დაბადების თარიღი: 7 აგვისტო, 1995

ეროვნება: ხორვატი

პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი

კლუბი: "დომჟალე"

გავს: ალენ ბოკშიჩს


ავტორი  -  გიგი
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.