დღის ტალანტი, მიკაელ სოისალო: პატარა ლიტმანენი უკვე იზრდება
AutoSharing Option
20:39 05-11-2016
იარი ლიტმანენის დღეებმა უკვე ჩაიარა. ფინური ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელსაც "აიაქსიში", "ბარსელონაში" და "ლივერპულში" აქვს ნათამაშები. ფინური ფეხბურთი იმ დონეზე რა თქმა უნდა არ არის, როგორიც თუნდაც "ერედივიზიონია", მაგრამ ის ინტერესს სხვა მხრიდან იჩენს - ტალანტების დაბადებით. ერთ-ერთი მათგანი "ილვესის" თავდამსხმელი 1998 წელს დაბადებული მიკაელ სოისალოა. ფინელი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, ბრწყინვალედ ჯდება 3 თავდამსხმელიან სისტემაში, სადაც მისი მთავარი პოზიცია მარჯვენა ფლანგია. ფეხბურთელი რომელმაც ფინეთის უმაღლეს ლიგაში ("ვეიკაუსლიგა") 7 გოლი გაიტანა. რამდენიმე გერმანული კლუბი მიკაელით უკვე დაინტერესდა და მათ სკაუტებიც გაგზავნეს, რათა უფრო ახლოდან დააკვირდნენ ფინური ფეხბურთის ახალ ვარსკვლავს.

სახელი და გვარი: მოიკელ სოისალო

დაბადების თარიღი: 24 აპრილი, 1998

ეროვნება: ფინელი

პოზიცია: მარჯვენა ფლანგის თავდამსხმელი

კლუბი: "ილვესი" ("ვეიკაუსლიგა")

გავს: იარი ლიტმანენს

ავტორი  -  გიგი
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები: ტალანტი
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები