დინამო და არასწორი ტრანსფერები
AutoSharing Option
19:44 16-11-2016
რა არის საჭირო იმისათვის, რომ საფეხბურთო კლუბი სწორად განვითარდეს? ეს შეკითხვა რომ დავუსვათ ქართველ ფეხბურთში მომუშავე ადამიანს, აუცილებლად გიპასუხებთ რომ მთავარია ინფრასტრუქტურა. მე, თითქმის ყველა ჩემს პოსტში, ამის წინააღმდეგი ვარ. მაგალითისთვის ავიღოთ დინამო თბილისის შემთხვევა. ყველა ვინც დინამოს ბაზას და აკადემიას მოინახულებს ხოლმე, აღფრთოვანებას ვერ მალავს. ამბობენ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა ევროპაშიც კი ძალიან ცოტა კლუბს აქვს. და აქ ალბათ კითხვა უნდა დავუსვათ ისევ იმ ადამიანებს. რატომ ვერ ვითარდება სწორად დინამო? რატომ იცვლებიან მწვრთნელები და დირექტორები ესე ხშირად? დიახ, სწორედ იმიოტომ, რომ მთავარი არა შენობები, არამედ ადამიანები არიან. უამრავ შეცდომაზე შეიძლება ლაპარაკი რომელიც დინამოს მენეჯმენტის მხრიდან იქნა დაშვებული, მაგრამ დღეს ვისაუბროთ ტრანსფერებზე. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ჩამოვთვლი რამოდენიმე არასწორ ტრანფერს რომელიც დინამომ ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა.
მოსულები
1. მატიას კურიე, 28 წლის: 6 თამაში, 169 წუთი - 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა.
2. მატია სპიჩიჩი, 28 წლის: 6 თამაში, 467 წუთი- 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა.
3. სტეფან ველევი 27 წლის : 10 თამაში, 676 წუთი - 0 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
4. ანტუან სკრიბე 28 წლის : 10 თამაში, 900 წუთი - 12 გაშვებული გოლი, 3 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

რა თქმა უნდა, ეს მშრალი ინფორმაციაა და მხოლოდ მათზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა რთულია, მაგრამ ქართველმა გულშემატკივარმა ისედაც კარგად იცის, რომ ეს ტრანფერები იყო აბსოლიტური გაუმართლებელი.
ამ სიაში შეგნებულად არ შემყავს ის ქართველი ფეხბურთელები, რომლეთა ტრანსფერიც წარუმატებელი გამოდგა დინამოში, რადგან უცხოეთში მოთამაშე ქართველის ჩამოყვანა კარგი პრეცედენტია.
ეხლა კი ჩამოვთლი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დინამომ გაუშვა უფასოდ ან იჯარის წესით. მნიშვნელოვანია არამხოლოდ შედეგიანობის შედარება, მოსულებსა და გაშვებულებს შრორის, არამედ მათი ასაკებიც. გაშვებულების სია გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

გაშვებულები
1. გიორგი მჭედლიშვილი, 24 წლის - სამტრედია, 35 თამაში, 5 საგოლე გადაცემა. საქართველოს ჩემპიონატში ერთერთი გამორჩეული მცველი. სამტრედია რომელშიც, ის თამაშობს გასულ სეზონში ვერცხლის მედლები მოიპოვა, წელს კი მინიმუმ გაიმეორებს გასული სეზონის შედეგს.
2. ლაშა შეგელაშვილი, 24 წლის - სამტრედია, 46 თამაში, 9 გოლი, 5 საგოლე გადაცემა. უმაღლესი ლიგის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
3. ბუდუ ზივზივაძე, 22 წლის - სამტრედია , 48 თამაში, 29 გოლი, 7 საგოლე გადაცემა. უმაღლესი ლიგის ბომბარდირობამდე გასულ სეზონში ცოტა დააკლდა. მიმდინარე სოზონში კი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. მის გარეშე სამტრედიას ძალიან გაუჭირდებოდა.

იჯარით გაშვებულები
დავით ვოლკოვი, 21 წლის - სიონი , 12 თამაში, 6 გოლი.
ბაჩანა არაბული, 22 წლის - სამტრედია, 14 თამაში, 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა.
საბა ლობჟანიძე, 22 წლის - ჩიხურა, 13 თამაში, 10 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.
უცნაურია რომ ეს ბოლო ორი ფეხბურთელი, რომლებიც დინამომ მიმდინარე სეზონის წინ გაანათხოვრა, იმ გუნდების წამყვანი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც უმაღლესი ლიგის პირველი ადგილისთვის ფინალში უნდა ითამაშონ. გასაგებია, რომ დინამოს ეს ფეხბურთელები არ გაუსხვისებია მაგრამ ჩათვალეს რომ ისინი კონკურენციას ვერ გაუწევდნენ თავიანთ კონკურენტებს.

მოკლედ ეს არის ფაქტები და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ინფრასტრუქტურა ვერ ყოფილა მარტო საშველი. ტურიზმის ხომ არ ანვითარებ, მარტო შენობებმა რომ გიშველოს?! ევროპის დონეზე კონკურენტუნარიანი გუნდი რომ შექმნა, ამისათვის ინფრასტრუქტურასთან ერთად ადამიანებია საჭირო. ეს არასწორი კურსი კი კვლავ გრძელდება, ვიაჩესლავ გროზნიზე ჩემი აზრი კი იცით და ბევრს აღარ მოვყვები. მოკლედ უკეთესის იმედით გემშვიდობებით.
ლევან სალუქვაძეს იმედის ფსონით ვუყურებთ ყველა :)

ავტორი  -  ბექა
Twitter
9
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
Nukri
16 ნოემბერი 2016 21:52
სად ხარ რომან ,ეს სტატია შენ უნდა წაგეკითხა და არა მეე,ამხელა ფულს რო აჭმევ უაზროდ მუქთა ხორებს..აგერ ფაქტი თუ რამდენი შეცდომა გქონია დაშვებულიი....