მედია და ქართული ფეხბურთი
AutoSharing Option
00:36 07-02-2017

დღევანდელ  ყოველდღიურობაში მედიის როლი რომ ერთ-ერთი წამყვანია ყველა სფეროში და მათ შორის ფეხბურთში, ეს არახალი თემაა.

ყველას კარგად მოეხსნება თუ რამდენად მაღალ დოენეზეა ეს მაღალი დონის საფეხბურთო ჩემპიონატებში, გუნდში მოსალოდნელი ტრანსფერები ჯერ კიდევ გაფორმებამდე ხდება ცნობილი, მწვთნელი წაგებული თამაშების შემდეგ ისე არ გარბის ჟურნალისტებისგან უკმეხი  პასუხებით, თითქოს ეს წაგება მათიი ბრალი იყოს, არამედ ცივილიზებულად დგება მიკროფონის წინ და ხსნის სათამაშო ნიუანსებს თუ რა რის გამო მოხდა კონკრეტული სათამაშო ეპიზოდების მიხედვით, თუმცა რა როგორ ხდება სპორტულად ,,ცივილიზებულ” ქვეყნებში ეს ყველასთვის ცნობილია, ჯობია ჩვენს რეალობაზე ვისაუბროთ

საქართველოში ზოგადი  ტენდენციით, მედიამ თუ დაშტამპული კითხვები არ დასვა, რომელზე პასუხი ჯერ კიდევ კითხვის დასმამდე იცი, თუ კითხვის ფოლმურირებაში ოდნავი სიმწვავე შეიტანე, თუ მწვთნელს თამაშის შემდეგ სთხოვე წაგების მიზეზების განმარტება, ჯობია ჩაფხუტი იქონიო პირადი უსაფთხოებისთვის, მაშინვე იმხელა აგრესიას უნდა ელოდო, თითქოს და გუნდის ყოფნა არ ყოფნის საკითი დააყენე საფთხის ქვეშ პროფესიული კითვის დასმით, რომელზე პასუხების ძიებაც, პირიქით კლუბის ინტერესებში უმდა შედიოდეს რომ ესა თუ ის სათამაშო ნიუანსი რომელიც თამაშის წაგების მიზეზედ იქცა გამოაშკარავდეს და შემდგომში აღმოიფხვრას,

ცაკლე თემაა სატრანსფერო პოლიტკის საჯაროვობა,  საქართველოში არასდროს არ იცი ვინ სად გადავა, და თუ გაგიმართლა და რამე გაიგე, კლუბები ერიდებიან ინფორმაიციის დადასტურებას ან უარყოფას, მოკლედ რომ ვთქვათ ვაკუუმი ამ მხრივ იმხელაა, შეუძლებელია  ჩემპიონატის დაწყებამდე წინასწარ განსაზღვრო ვის რა კალიბრის გუნდი ეყოლება, ეს გარემოება კი ქვეყნის სპორტულ მედიაში ანალიტიკური  აზროვნების შესაძლებლობას თუ არ სპობს, როგორც მინიმუმ უკიდურესად ამცირებს,

ხშირია შემთხვევა როდესაც ჟურნალისტებს მოქმედების საშუალება, სხვადასხვა მიზეზით არ ეძლევათ, მაგალითად მწვთნელია ცუდ ხასიათზე და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ,,ნერვები არ ქვს ” ან ,,გუნდის შიდა საქმეებში  ერევი” როდესაც კლუბში არსებულ სამომავლო გეგმებზე სვავ კითხვას და  ასე შემდეგ……

დასკვნის სახით რომ ვთქვათ ქართულ ფეხბურთში ანტი ჟურნალისტური გამოვლინებები საკმაოდ ხშირია ეს კი  ქვეყნის ჩემპიონატის პიარზე და შესაბამისად მისი დონის განსაზღვრაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები