რეგრესი პროგრესის ნაცვლად- ანუ ქართული ტრანსფერების ქრონოლოგია
AutoSharing Option
17:45 07-02-2017

ქართულ ფეხბურთს და შესაბამისად ქართველ ფეხბურთელებს მძიმე პერიოდი უდგათ, დღევანდელი რეალობა შემდეგია: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები, მოდით პირდაპირ ვთქვათ, დაბალი დონის ევროპულ კლუბებში მიდიან, მეტი თვალსაჩინობისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

საქართველოლს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი- ბუდუ ზივიზვაძე  დანიურ“ესბიერგში” – გადაბარგდა ოთარ კაკაბაძესთან ერთად

მათე ცინცაძე “დინამოდან” “პოგონში”

გიორგი ერისთავი “დილადან” “ლიეპაიაში”

ჯაბა ჯიღაური “დინამოდან” “ვარდარში”

ლაშა შერგელაშვილი “სამტრედიადან” “რიგასში"

მათე ვაწაძე “ლოკომოტივიდან” “ვიბორგში” – ეს რამოდენიმე მაგალითიც კარგად მოწმობს თუ  რა პერსპექტივაა იმის, რომ ქართული გუნდიდან კარიერა გამორჩეულად გააგრძელო, არადა 90-იან წლებში, როცა საქართველოს ჩემპიონატი სულ ახალი ფეხადგმული იყო და ქვეყანაში საჭმლისთვის და გათბობისთვის საჭირო თანხები არ მოიძბნებოდა,  სავარჯიშო და სათამაშო პირობებზე რომ  აღარაფერი ვთქვათ, ქართველი ფეხბურთელები, ,,ჩელსის" ,,მილანის" ,,ნიუკასლის" ,,ფრაიბურგის" და სხვა გრანდისა და საშუალოზე მაღალ  ევროპული კლუბების ღირსებას იცავდნენ, ბუნებრივია ცხადი ხდება, რომ არ შეიძლება ყველაფერი დაბალი დონის ინფრასტრუქტურასა და ცუდ სავარჯიშო პირობებს დავაბრალოთ, მითუმეტეს რომ მაშინდელსა და ახლანდელ პიორბებს შორის შედარებაც კი სირცხვილია. ანუ გამოდის რომ ქართულმა ტრანსფერებმა, ამ 20  წლის მანძილზე პროგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადა

ბუნებრივია ისიმის  კითხვა რაშია საქმე ?

ხომ არ არის ეს ქართველი  აგენტების ცუდი პროფესიონალიზმის, ან უარეს შემთხვევაში ფინანსური ინტერესების ბრალი, რომლებსაც, ის უფრო  აღელვებთ რამდენად ,,სარფიანად" გაყიდიან საკუთარ ფეხბურთელს, ვიდრე ის თუ  სად გაუშვებენ და რა სათამაშო გარანტიებით

ხომ არ არის ეს საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპის ბრალი?, რომლის მიხედვით თუ უცხეთში არ ხარ ნაკრებში ვერავინ გხედავს, შესაბამისად ფეხბურთელიც ნაკრებში თამაშის წყურივილის გამო მზადაა წავიდეს ნებისმიერ კლუბში, ნებისმიერი  რისკის მიუხედავად ოღონდ კი შეამჩნიონ,

საბოლოოდ კი ვიღებთ ვითარებას, როდესაც ქართველი ფეხბურთელები საკუთარ ნიჭსა და საკუთარი კარიერის საუკეთესო წლებს, უპერსპექტივო  გუნდებში  კარგავენ.

Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (1)
AVATAR
batman
07 თებერვალი 2017 18:45
ჩემი აზრით საქმე იმაშია, რომ ჩვენი პროდუქტი არის უხარისხო, გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა.