არბიტრი და ვერდიქტი
AutoSharing Option
11:51 09-02-2017
არბიტრი და ვერდიქტი, რომელმაც განსაზღვრა მატჩის საბოლოო შედეგი.. მივიღეთ 1-1, არადა შესაძლებელი იყო 2:0–ზე, მარცხს შეგუებულ მოლდოვასთან 3:0–იც დაფიქსირებულიყო საბოლოო შედეგად.

დღეს, როცა ნაკრებებს შორის ძალიან გათანაბრებულია ძალთა თანაფარდობა, როცა ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატჩის არბიტრის თითოეულ, თუნდაც უმნიშვნელო გადაწყვეტილებას ეპიზოდში! და როცა ეპიზოდი პენალტს ეხება, უკვე კონკრეტულად 80%–იან (პენალტიდან გოლის შესაძლებლობა) საგოლე სიტუაციას, იქ უკვე ალბათობა უზარმაზარია საბოლოო მატჩის შედეგის განსაზღვისთვის! ჭანტურიამ გააფორმა, მაგრამ მიზეზი გააჩნდა.. მეტოქეს მოუგო პოზიცია და მან ხელით ჭანტურიას სიჩქარე შეანელა. გაფორმებაში ძალიან დაეხმარა მეტოქის ხელი, თორემ ასე კარგად ვერ გააფორმებდა! იყო 80%–იანი პენალტი, ხოლო 100%იანი იყო ოქრიზე და ჭანტურიაზე არდანიშნულის შემდეგ უკვე 1000%ანი გახდა (ხშირად ითვალისწინებს მსაჯი კრებითს ეპიზოდებისგან,როცა იღებს გადაწყვეტილებას და როცა მასპინძელია გუნდი,მაშინ ხომ განსაკუთრებით იღებენ მასპინძლის სასარგებლო გადაწყვეტილებას,მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ მუდამ ჩვენს წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებას,საშინაო თამაშებშიც და გასვლაზეც)..

წინა შეხვედრების შემდეგ ვფიქრობდი,რომ საჭირო იყო რეაგირება ფედერაციის მხრიდან მსაჯობაზე (ყველგან მცირედ, მაგრამ მუდმივად ჩვენთვის ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მსაჯები), მაგრამ მოლდოვის წინ არ გავამახვილე ყურადღება, რადგან ვფიქრობდი, რომ მოლდოვასთან თბილისში არ იქნებოდა საჭიროება.

გავიხსენოთ, რომ ავსტრიასთან პირველი გოლი გავუშვით მას შემდეგ, როცა სრულიად უსაფუძვლოდ დანიშნა ბელორუსმა არბიტრმა ჯარიმა ჩვენს საწინააღმდეგოდ და იმავე შეხვედრაში მატჩის ბოლოს 100%–იანი ჯარიმა არ დააფიქსირა ყაზაიშვილზე საჯარიმოს ხაზზე (ამ დროს პენალტის დანიშვნაც შესაძლებელი იყო, განსაკუთრებით მასპინძლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ); უელსში–ბოლო წუთებზე იტალიელმა არბიტრმა აშკარად გამოიგონა ძალიან სახიფათო ჯარიმა ჩვენი კარებიდან დაახლოებით 20-22მეტრში (და თუ გავითვალისწინებთ, რომ უელსელებს ბეილი ყავთ, ეს ჯარიმა კიდევ უფრო ძაბავდა ჩვენს კარებთან სიტუაციას) და გამოგონებულ ჯარიმას ვითომ კიდევ უფრო არგუმენტირებისთვის გვილიას ყვითელიც დაუმატა! კიდევ შეიძლება გავიხსენოთ გამოგონებული ოფსაიდი პირველ ტაიმში მჭედლიძეზე (თითქმის ორი მეტრით იყო უკან ბოლო მცველზე!), ასევე არდანიშნული ფოლი ოქრიზე. ირლანდიაშიც იყო სადავო სიტუაციები…

მაინც ვფიქრობდი, რომ მოლდოვასთან მატჩის შემდეგ, უკვე შემდეგ შეხვედრებში ირლანდიის (გვახსოვს ალბათ ადრე დუბლინში სრულიად ნულოვან სიტუაციაში ჩვენს კარში გამოგონებული პენალტი), უელსის და ავსტრიის წინააღმდეგ გახდებოდა საჭირო ყურადღების გამახვილება მსაჯობაზე… სამწუხაროდ, მოლდოვასთან შეხვედრაში მსაჯმა მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა! და არამარტო პენალტის მომენტი, სხვა გადაწყვეტილებებიც 50/50-ზე, როცა იყო, პრაქტიკულად მუდმივად ჩვენთვის ცუდ გადაწყვეტილებას ღებულობდა.

საერთოდ მატჩს თუ განვიხილავთ: მოლდოველთა მთავარმა მწვრთნელმა კარგად შეისწავლა წინა შეხვედრების სტატისტიკა, სადაც ორთაბრძოლებში არ გვქონდა დადებითი შედეგი და თავს მოგვახვია მჭიდრო, ხისტი თამაში და ამ დროს არბიტრის თითოეული გადაწყვეტილება დიდად განსაზღვრავდა მატჩის ხასიათს. სამწუხაროდ, ორთაბრძოლებში მატჩის მსაჯი ფოლის დაფიქსირებისას ხშირად ძალიან სადავო და უფრო ხშირად ჩვენს საწიანააღმდეგო გადაწყვეტილებებს ღებულობდა. არ ვამართლებ ჩვენს ფეხბურთელებს, მათ მეტი ოსტატობა მართებდათ, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში უნდა შეხვედროდნენ აღნიშნულ მატჩს, უნდა ეთამაშათ პრესინგი მეტოქის ნახევარზე, ჩვენი კარებიდან შორს უნდა გადაეტანათ თამაში,საერთოდ გაცილებით უკეთესის მოლოდინი იყო უელსთან შესანიშნავი მეორე ტაიმის შემდეგ...  მაგრამ ფაქტია ცუდი მსაჯობაც.

ფეხბურთის ფედერაციას მართებს გაამახვილოს ფიფა–უეფა–ში ყურადღება მსაჯობაზე, უნდა ,,იმუშაონ,,, როგორც ოფიციალურად, ასევე "კულისებში", არბიტრების მხრიდან ობიექტურობისთვის(!) მატჩის განსჯისას. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან ,რომ ქართველებს ვერ გვიტანენ და ა.შ. თუ ჩვენ ვერ გვიტანენ, მაშინ მაგ ლოგიკით კიდევ უფრო ვერ იტანენ რუსებს, არც უკრაინელები, ბელორუსები, მოლდაველები თუ სომხები და აზერბაიჯანელები უნდა ეხატებოდნენ გულზე, მაგრამ ვერ ვიხსენებ ცუდ მსაჯობას რუსების წინააღმდეგ…

მსაჯობის თემაზე სსრკ–ის ჩემპიონატების,თასის ისტორიას რომ შევეხოთ,გავიხსენებთ,რომ ძალიან ხშირი იყო ჩვენს წინააღმდეგ არაობიექტური მსაჯობა,60–იან წწ–მდე საერთოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული,რომ სსრკ–ის ჩემპიონი და თასის მფლობელი მხოლოდ მოსკოვის(!) კლუბი უნდა გამხდარიყო და შესაბამისი იყო მსაჯობაც,განსაკუთრებით ბოლო ტურებში(1953წელს საერთოდ მოგებული თამაში,რომელიც უკვე გარანტირებულად ჩემპპიონობისთვის დამატებითი მატჩის უფლებას გვაძლევდა, თავიდან გადაგვათამაშებინეს,ორი ფეხბურთელი თამაშის დასაწყისშივე გაგვიგდეს და..). ვეტერანი თბილისის,,დინამოს ,,გულშემატკივარები იხსენებენ 1960 წლის თასის ფინალს მოსკოვის ,,ტორპედოსთან,,როცა ცაპოვეცკის მიკერძოებულმა მსაჯობამ(ცაპოვეცკის მხრიდან არაობიექტური მსაჯობა აღნიშნა აქსელ ვართანიანმაც რუსულ ,,სპორტ–ექსპრესში,,სადაც განსაკუთრებით ხაზი გაუსვა,რომ 1960 თასის ფინალი სანახაობრივი თვალსაზრისით უდავოდ საუკეთესო იყო სსრკ–ის თასის ყველა ფინალებს შორის)გადაწყვიტა მატჩის ბედი მოსკოველთა სასარგებლოდ.აღსანიშნავია,რომ ფინალური მატჩის მსაჯები თავიდან ბალტიისპირელები უნდა ყოფილიყვნენ,მაგრამ ალბათ უნდობლობა გამოუცხადეს,რომ გარანტირებულად საჭირო შედეგისთის სათანადოდ არ გაისარჯებოდნენ და მატჩის წინა დღეს ცაპოვეცკით ჩაანაცვლეს.1964 წელს სსრკ–ის ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩის მსაჯობა უკვე ლატვიელ რუბენისს დაავალეს და ალბათ ობიექტური მსაჯობისთვის დასაჯეს,როცა მის მერე საერთოდ არცერთი მატჩის არბიტრად არ უხმეს და მოგვიანებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ,,მკურნალობდნენ,,…

გუშინ პირველ საზოგადოებრივზე იყო ძალიან საინტერესო გადაცემა,,წითელი ზონა,,,რომელიც მიეძღვნა საბჭოთა იმპერიაში პოლიტიკის,ცენზურის გავლენას სპორტზე.გაიხსენეს 1977წლის(შეცდომით დაასახელეს მატჩის თარიღი 1975წელი) მატჩი თბილისში ვოროშილოვგრადის,,ზარიას,,წინააღმდეგ,როცა მატჩის ბოლო წუთებზე არბიტრმა იუშკამ 100–%ანი პენალტი,რომ არ დაენიშნა,საფინალო სასტვენი მისცა,არადა ჯერ კიდევ იყო დრო.მაშინ ქულა–ქულაში მიდიოდა ბრძოლა პირველობისთვის კიევის,,დინამოსთან,,.აღშფოთებული მაყურებელი გადავიდა მოედანზე(სიტუაცია გაამწვავა ერთ–ერთი მილიციონერის მიერ უხეშობამ ახალგაზრდა გულშემატკივრის დაშოშმინებისას).ედუარდ შევარდნაძის ჩარევამ განმუხტა სიტუაცია.საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დავსჯერდით და ჩემპიონობა მომავალ წელს(1978)მოვიპოვეთ,როცა უკვე მთელი თავით უკეთესები ვიყავით მეტოქეებზე,როცა უკვე ,,მსაჯებიანად,,ვამარცხებდით მათ…

საერთოდ სსრკ–ში მსაჯობა ცალკე თემაა.მახსოვს მოსკოვში ორი გასვლითი მატჩი გვქონდა(,,დინამო,,,,სპარტაკი,,).მსაჯმა სრულიად ნულოვან სიტუაციაში ყვითელი ბარათი მისცა ჩივაძეს(თან მაშინ მსაჯები გაცილებით ლოალურები იყვნენ უხეშობაზე,იშვიათად იღებდნენ ყვითელ ბარათს),რაც ავტომატურად ,,სპარტაკთან,, მატჩის გამოტოვებას ნიშნავდა(მგონი თუ ზუსტად მახსოვს ორი ყვითელით სხვადასხვა შეხვედრებში ტოვებდი შემდეგ თამაშს).ჩივაძე ძალიან დიდი დანაკლისი,შეუცლელი იყო ჩვენთვის და ეს კარგად იცოდნენ ,,სპარტაკში,,,რაც აშკარად დაეტყო კიდეც ჩვენს დაცვას და შეტევასაც!ჩივაძის არყოფნაში დავით ყიფიანიც იძულებული შეიქმნა უფრო მეტი ყურადღება დაცვისთვის დაეთმო(საბოლოოდ 1–1 მოსკოვის დინამოსთან და 1–3 –სპარტაკთან).სსრკ–ის ,,გარდაცვალების,,შემდეგ ვიტალი სტარუხინმა(,,შახტიორის,,გოლეადორი!),,ფუტბოლ–ჰოკეისთან,,ინტერვიუში განაცხადა,რომ მსაჯმა მოსკოვის,,სპარტაკთან,,შეხვედრამდე ,წინა მატჩში მობოდიშებით გააფრთხილა,რომ ,ზევიდან,,მაქვს დავალებული დღეს სულ რომც არ გაინძრე ,აუცილებლად ყვითელი ბარათით უნდა ,,დაგასაჩუქრო,,,,სპარტაკთან,,შემდეგი შეხვედრა რომ გამოეტოვებინა…
ავტორი  -  zaza akhalaia
Twitter
2
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.