ხელისუფლება, ბიზნესი, ფეხბურთი...
AutoSharing Option
22:14 25-02-2017
სლავა მეტრეველი სოჭელი იყო,მოსკოვის ,,ტორპედოში,, თამაშობდა და თბილისის ,,დინამოში,, ჩამოიყვანეს ძმებმა ლაზიშვილებმა(არალეგარული ,,ცეხავიკი,, –მილიონერები),რაც შეთანხმებული იყო რესპუბლიკის ხემძღვანელობასთან(დღევანდელ სიტუაციაში–ყურადღება სახელმწიფოს,ქვეყნის ხელისუფლების როლზე!).უფრო კონკრეტულად?–ლაზიშვილებმა მეტრეველს ფული მისცეს!მოგვიანებით ინტერვიუში სლავა მეტრეველი იხსენებდა ,რომ ბჭობდა მოსკოველ თანაგუნდელებში თბილისელთა წინადადებას და ვორონინმა(უძლიერესი ფეხბურთელი,1966წ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს)ურჩია–გადადი სლავა,აქ ჩვენ საფეხბურთო კარიერის შემდეგ არავის გავახსენდებით,ხოლო საქართველოში მერეც დაგაფასებენო.მართლაც საფეხბურთო კარიერის შემდეგ სლავა მეტრეველი დანიშნეს რესტორნის დირექტორად და უზრუნველყოფილი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში.სლავა მეტრეველის გარეშე თბილისის ,,დინამო,, სსრკ ჩემპიონი 1964 წელს ვერ გახდებოდა .საერთოდ მაშინ ბევრის აზრით თბილისის ,,დინამოს,,,როგორც კლუბს მსოფლიოში უძლიერესი ფლანგები ყავდა მესხი და მეტრეველის სახით.ლაზიშვილების,,ფულის,, გარეშე(და საქართველოს სსრ –ის ხემძღვანელობის ,,ჩუმად,,ჩართულობის)სლავა მეტრეველი ,,დინამოში,, არ ითამაშებდა.ლაზიშვილების მიერ განხორციელებული ,ტრანსფერის,,შესახებ არ გაჟღერებულა არც პრესით,არც ტელევიზიით,ყველაფერი ჩუმად,,კულისებში,, გადაწყდა,განხორციელდა,მაგრამ ყველაფერი გულშემატკივარმა მაინც იცოდა ,რადგან ქვეყნის #1 გუნდი,თბილისის ,,დინამო,,იყო პრაქტიკულად რესპუბლიკის,ეროვნული ნაკრები და გულშემატკივარი გახარებული იყო თუნდაც,,არალეგარულად,,კულისებში,,მიღებული გადაწყვეტილებით.გულშემატკივრისთვის მთავარი იყო ფაქტი –სლავა მეტრეველი ქვეყნის #1 გუნდის,თბილისის,,დინამოს,,ფეხბურთელია!სულ მალე,1964წ 18 ნოემბერს მთელი საქართველო აღტაცებული,გახარებული იყო შედეგით–რესპუბლიკის(საერთოდ სახელწოდება,,რესპუბლიკა,,ფიქცია იყო,რადგან ე.წ.,,რესპუბლიკა,,კოლონია იყო საბჭოთა იმპერიის) პირველმა გუნდმა სსრკ–ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!შემდეგ გამარჯვებას,სსრკ–ის ჩემპიონის ტიტულს კიდევ 14 წელი ელოდებოდა ქართველი,ხოლო 1981წლის 13 მაისს თბილისის ,,დინამომ,,უკვე ევროპულ ასპარეზე წარმატებით გაახარა სრულიად საქართველო! აუცილებლად აღსანიშნავია,რომ თბილისის,,დინამო,,იმდენად წარმტაც,ტექნიკურ,სანახაობრივად შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა,რომ პრაქტიკულად ერთადერთი გამონაკლისი კლუბი იყო ყოფილ საბჭოთა იმპერიაში,რომელსაც ქომაგობდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში,სხვადასხვა ეროვნების ხალხი! რატომ გავიხსენე საბჭოთა–ქართული ფეხბურთი?არავითარ შემთხვევაში არ ვარ აპოლოგეტი არც სსრკ–ის და არც საბჭოთა საქართველოსი.პირიქით ავღნიშნავდი,რომ საშინელება იყო ერთპარტიული დიქტატურა,როცა თუნდაც ოდნავ განსხვავებული აზრის გამო ციხე,კოლონია გადასახლებით ციმბირში ….კრემლის ხელდასმული იყო საბჭოთა საქართველოს ხემძღვანელობა,მაგრამ აღსანიშნავია ისიც,რომ ქართველ კომუნისტ მართველებს კარგად ესმოდათ ფეხბურთის მნიშვნელობა და ყველაფერს აკეთებდნენ როგორც ლეგალური,ისე არალეგალური დაფინანსებით,რომ ფეხბურთელები მაქსიმალურად კომფორტული,უზრუნველყოფილი ცხოვრებით მხოლოდ ფეხბურთზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებულნი!მთავარი მიზანი იყო–თბილისის ,,დინამოს,,წარმატებებით გაეხარებინა ერი!ისიც კარგად ესმოდათ,რომ საქართველოს სსრ–ის,როგორც ერთ–ერთი ყველაზე კორუფციული რესპუბლიკის შელახული იმიჯის დადებითად წარმოჩენის ერთ–ერთი გზა ძლიერი თბილისის ,,დინამო,,იყო!სხვადასხვა ეროვნების ხალხში უპოპულარესი ფეხბურთელები იყვნენ პაიჭაძე და ღოღობერიძე,მესხი და მეტრეველი,ხურცილავა,სიჭინავა,ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი… თბილისის ,,დინამოს,,ფეხბურთელები ქმნიდნენ ქართველის,საქართველოს დადებით იმიჯს მთელი საბჭოთა იმპერიის მასშტაბით! ჩემი თაობის ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ერთ–ერთი მიზანი იყო ოცნება გვყოლოდა წარმატებული ეროვნული ნაკრები,რომ ქართველს საკუთარი ნიჭი,ტალანტი ფეხბურთში უკვე მსოფლიო ასპარეზზე,მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმოეჩინა საკუთარი სახელმწიფოს დროშით,ჰიმნით. სამწუხაროდ მიზანთან ჯერ ახლოსაც არ ვყოფილავრთ–შედეგები სავალალოა.საქართველოს სახელმწიფო მმართველი წრეები აჟღერებენ მუდმივად მიზანს–ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას,მაგრამ საკმარისი კეთდება ევროპის საზოგადოებაში ქართველის დადებითი იმიჯის შესაქმნელად?მგონი კარგად მოგვეხსენება დღეს რა იმიჯია ქართველის ევროპაში და თუ კომუნისტებს ესმოდათ ,რომ წარმატებული თბილისის ,,დინამო,,ქართველის დადებით იმიჯს ქმნიდა საბჭოეთში,დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთ ვერ გაუზიარებიათ,რომ წარმატებული ეროვნული ნაკრები,საქართველოს სახელმწიფოს და ქართველის დადებითი იმიჯისთვის დახმარებაა ევროპულ საზოგადოებაში დამკვიდრებაში…. ნუთუ დიდ სირთულეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ ქართველ ფეხბურთელთა ინტერესები და მიაღწიონ,რომ ქართველი ფეხბურთელი ლეგიონერად არ ჩაითვალოს ევროკავშირში? ფეხბურთი #1 სპორტის სახეობაა,ხოლო მსოფლიო თასის გათამაშება ფეხბურთში პლანეტის მილიარდობით მცხოვრების ყურადღებას იქცევს!არ არსებობს არავითარი სპორტული თუ ნებისმიერი სხვა მოვლენა,ღონისძიება,რომელიც მეტ ყურადღებას იპყრობდეს და ქვეყნის,საქართველოს სახელმწიფოს(!) ცნობადობის ზრდისთვის აუცილებელია გვყავდეს წარმატებული,სტაბილურად მუნდიალზე,ევროებზე მოასპარეზე ეროვნული ნაკრები ფეხბურთში!ქვეყნის ცნობადობის ზრდა დახმარებაა დასავლეთის საზოგადოებაში ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნისთვის, დასავლეთში პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაშიც… პირადად ჩემთვის ,ჯერ კიდევ პატარა, რვა თუ ცხრა წლის ასაკის ბავშვისთვის სახელმწიფო ურუგვაის არსებობა ა.გოგოლაშვილის,,ნიკეს ცხრა გაზაფხულიდან,,(ფეხბურთში მსოფლიო თასის პირველ ცხრა გათამაშებას მიეძღვა)გახდა ცნობილი,მაშინ მოვძებნე ურუგვაი გეოგრაფიულ რუქაზე და სიმპატიით გავიმსჭვალე მცირერიცხოვანი,პატარა,ფეხბურთში ,,დიდი,,ერის,სახელმწიფოს მიმართ!ჩემს თაობაში ჰოლანდიის მიმართ ინტერესი,შესაბამისად ცნობადობის ზრდა გამოიწვია 1974წელს მსოფლიო თასზე შესანიშნავი ჰოლანდიის ნაკრების ასპარეზობამ! ბოლოს მაინც დავუბრუნდები სტატიის დასაწყისში ნახსენებ სლავა მეტრეველის თემას–როგორ და რა გზებით მიაღწია მაშინ არსებულმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ სლავა მეტრეველით თბილისის ,,დინამოს ,,გაძლიერება…დღეს გვაქვს მოცემულობა,როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ აღიზარდნენ,ჩამოყალიბდნენ ფეხბურთელებად ქართველები,რომლებიც რეალურად გააძლირებენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს,მაგრამ სამწუხაროდ დღეის მოცემულობით საკითხები დადებითად არ არის გადაწყვეტილი.იქნებ წინადადება,შეთავაზება არ არის იმ დონის,როცა უარი გამორიცხულია?!მაშინ მეტრეველის მიმართ ლაზიშვილების დახმარებით თუ გამოყენებით,ხელისუფლების შეთავაზების დონე პრაქტიკულად გამორიცხავდა უარყოფით პასუხს.დღეს? მუნდიალის შესარჩევის ოთხი ტურის შემდეგ ჯერჯერობით მოგების გარეშე ვართ.ჩვენი მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანის და სომხეთის ეროვნული ნაკრებები ჩვენზე უკეთესად გამოდიან შესარჩევში,მაგრამ მათ მიაღწიეს,რომ გააძლიერეს საკუთარი ნაკრებები ქვეყნის გარეთ დაბადებული ფეხბურთელებით,რომლებსაც თუნდაც რაღაც მინიმალური შეხება გააჩნდათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან.დიდი ალბათობით დაინტერესება ფეხბურთელების მოხდა სხვადასხვა გზებით და შედეგიც სახეზეა.მანამდე ორივე დასახელებული ნაკრებები უიმედო აუტსაიდერებად იყვნენ ყველა შესარჩევში,დღეს უკვე მოგებები აქვთ ევროპის საშუალო დონის ნაკრებებთან. სერბებთან და მოლდოვასთან მომავალ დაპირისპირებებში აუცილებლად ექვსი ქულა გვჭირდება,რომ სექტემბერში ირლანდიასთან თბილისში მატჩს უკვე სატურნირო დატვირთვა გააჩნდეს. ამისთვის კონკრეტული ქმედებები სწრაფადაა განსახორციელებელი…
ავტორი  -  zaza akhalaia
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები