ეროვნული ლიგა: მესამე ტურის სამი შეხვედრა დღეს გაიმართება
AutoSharing Option
15:51 19-03-2017

ეროვნული ლიგის მესამე ტურის დარჩენლილი სამი შეხვედრა დღეს გაიმართება 

დინამო ბთ - სამტრედია - ამ წყვილში უკეთესი  ვითარება მაპინძელბს აქვთ, მათ წინა ტურში სტუმრად გორში ,,დილასთან" იმარჯვეს და ცხრილში მე5 -პოზიცაზე არიან, მოქმედი ჩემპიონები კი 2 ტურში მხოლოდ  ერთ ფრეს დასჯერდნენ და ამ დროისთვის ცხრილის ბოლოში არიან, მატჩი 16 :00 საათღზე ჩელე არენაზე შედგება და მისი  ხილვა eliga.ge ზე იქნება შესაძლებელი.

ჩიხურა-შუქურა- საჩხერელებს საწყის 2 ტურში 1 ფრე და 1 გამარჯვება აქვთ და ცხრილში მე-4 პოზიციაზე არიან, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ დინო ჰამზიჩის კარი  ჯერჯერობით აუღებელია, რაც მატჩს კიდევ უფრო დიდ ინტრიგას სძენს, თავის მხრივ ,,კერკეტი კაკალი" გამოდგა აუცაიდერად მიჩნეული ქობულეთის ,,შუქურა" ჯერ იყო  და მოქმედ ჩემპიონს დააკარგვინა დაგეგმილი 2 ქულა შემდეგ კი  ჩემპიონატის კიდევ ერთ  ფავორიტს გამოგლიჯა 1 ქულა, ამრიგად ამ 2 გუნდის დაპირისპირება უდავოდ ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, მატჩი ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს eliga.ge განახორციელებს 

ტორპედო-კოლხეთი- დღისა და ტურის დასკვნითი  მატჩი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შედგება, მასპინძლებს მძიმე სტარტი აქვთ, და 2 ტურის შემდეგ ჯერჯერობით მოგების გარეშე არიან (მხოლოდ 1 ქულა ) ასე რომ მათგან შემტევი და გახსნილი ფეხბურთია მოსალოდნელი, რაც შეეხებათ სტუმრებს, შუქურას მსგავსად ისინიც სიუპრიზებს გვთავაზობენ ჯერ იყო  და დინამოს გასვლით მატჩში საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაუმართეს, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე საბურთალოს დიდი  ანგარიშით მოუგეს, ასე რომ ადვილი მატჩი ნამდვილად არ ელის ,,ტორპედოს", მატჩი 20:00 საათზე
დაიწყება და წინა 2 მატის მსგავსად, მასაც eliga.ge ზე ვიხილავთ.

Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები