დაკარგული იმედის დასაბრუნებლად
AutoSharing Option
23:31 19-03-2017
საქართველოს ნაკრების თავაკაცმა ვლადიმერ ვაისმა ჩვენი გუნდი უკვე 10 ჯერ გაიყვანა მოედანზე, სტატისტიკა ასეთია:
4 ფრე 5 წაგება და ერთადერთი და ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება ესპანეთის ნაკრებთან, ამ უკანასკნელმა ქართველ გულშემატკივარს დიდი  მუხტი  და იმედი ჩაგვისახა ეს მუხტი კიდევ უფრო გაგვიმყარა უელსთან ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა, მაგრამ თავი  კვლავ იჩინა ქართულმა, სენმა არასტაბილურობამ და მოლდოვასთან , ტრიუმფის მოლოდინში მყოფ იმ 55 000 ადამიანს ტრიბუნებზე და მილიონობით ტელემაყურებელს ცივი შხაპი  გადაგვესხა, როდესაც შეხვედრა ფრედ 1-1 დავასრულეთ და ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსები შეიძლება ითქვას რომ მოვისპეთ, იმ მატჩის შემდეგ  ვინც სტადიონზე იმყოფებოდა ვერავინ იტყვის იმ ფრეს ვინმემ წაგების თვალით არ შეხედაო, ხალხი უაღრესად უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ჩანდა, ეს განწყობა კიდევ უფრო  გამძაფრდა იანვირს ტესტ მატჩების დროს, ჯერ იყო  და უზბეკეთის ნაკრებთან ფრეს ,,მივაღწიეთ" მერე კი იოედანიასთან წაგებაც ,,მოვახერხეთ" მართალია, იმ შეხვედრებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული,ექსპერიმენტალური  გუნდით ვითამაშეთ, თუმცა ეს რამდენად ამართლებს ზემოთ აღნიშნუ რეზულტატებს თავად გასაჯეთ, 
ასე რომ მოახლოვებულ ოფილურ და ამხანაგურ 2 მატჩს, არამარტო სპორტული, არამედ სუფთა მორალური დანიშნულებაც დიდი აქვს, რადგან გუნდს გულშემატკივრის წინაშე ერთგვარი  რეაბილიტაცია სჭირდება, და დამტკიცება იმისა, რომ მომავალი შესარჩევი ციკლის ბოლოს მაინც არ ვიტყვით იმ საოცარ ფრაზას: ამ ციკლს მომავალი ციკლისთვის მოსამზადებლად ვიყენებდითო "
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები