21 მარტი- პროფესიული დღე
AutoSharing Option
18:12 21-03-2017
21 მარტი- ჟურნალისტებისთვის პროფესიული დღეა, შევეცდები ეს დღე კერძოდ სპირტულ ჟურნალისტიკასთან კავშირში განვიხილო და გიამბოთ ჩემი თვალით დანახული ეს პროფესია, ერთი შეხედვით (როგორც თითქმის ყველა სფეროში ) ყველაფერი მარტივად ჩანს: ხდება რაღაც სპორტული ღონისძიება  შენ კი უბრალოდ მომხდარს აღწერ, მაგარმ ცოტამ თუ იცის რამეხლა შორმა დევს ,,უბრალოდ მოვლენის აღწერაში",  ჟურნალისტისთვის არ არსებობს ცუდი  ამინდი, სიცივეა სიცხე, ყინვა თუ წვიმა ჟურნალისტს პროდუქტიულობა ერთ დონეზე მოეთხოვება, ახლა შვეცდები უფრო ახლოს გაგაცნოთ თუ რას ვგულისხმობ ამ პროდუქტიულობაში:

ოპერატიულობა- ეს არის ის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ევალება ჟურნალისტს, იგი ვალდებულია იყოს მოვლენების ეპიცენტრში, და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, როგორც მასალის მოპოვებნის ასევე მის გავცელების პროცესში.

ინფორმაციის სანდოობა- ალბად ყველას გვინახავს სპორტულ მედიაში გაველებული დეზ ინფორმაციები რომლთა ხმაურიანი სათაურები და ტექსტის შინაარსი, აფსოლიტურად აცდენილია ერთმანეთს, ბუნებრივია ასეთ დროს ინფორმაციის წყარო  ნდობას კარგავს მკითხველის თვალში, სწორედ ამისგან თავდაცვის მიზნით ჟურნალისტი ვალდებულია, რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმოს მოპოვებული ინფორმაცია და ავთენტურობის დადგენის შემდეგ გააავცელოს იგი.

ობიექტურიბა- ეს ჟურნალისტისთვის უმნიშვნელოვანესი  კომპონენტია, ჟურნალისტს არ აქვს უფლება, სტატიის პათოსში პირადი  სინპათიის ან ანთიპატიის მკითხველისთვის  თავისმოხვევისა, იგი ვალდებულია არსებული ფაქტებისა და რეალობის მიხედვით ააგოს სტატიის შინაარსი, რათა მკითხელისთვის მიწოდებული ინფორმაცია მაქსიმალურად იყოს ახლოს რეალობასთან.

კრიტიკული აზროვნება- სპორტულ ჟურნალისტიკაში და მითუმეტეს ისეთ ქვეყნაში როგორიც საქართველოა ეს კომპონენტი ჰაერივით აუცილებელია, ქართულ სპორტში არსებული უამრავი პრობლემის გათვალისწინებით კრიტიკული აზროვნებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ საქართველოში ისევე გაგრძლდება როგორც ახლა უმრავლეს შემთხვევაშია, როცა წინასწარ მომზადებული დაშტამპული კითხვებით მოძრაობს ბევრი ჟურნალისტი, რომესაც მხოლოდ იმიტომ სვამს რომ უნდა დასვას ყოვლგვარი სიმწვავის გარეშე, ასე მხოლოდ თავს მოვიტყუებთ, ახალი თაობის ჟურნალისტებისგან საბედნეიროდ უფრო შეიმჩნევა კრიტიკული აზროვნების ზრდის ტენდედცია, რაც როგორც წესი, არასასიამოვნოა ბევრისთვის, თუმცა სხვაგვარად არაფერი გვეშველება ბატონებო !

აი ესაა მოკლედ ის პრინციპები, რომლის დაცვის გარეშეც ვერ შეძლებ იყო კარგი  სპორტული ჟურნალისტი,  ზემოთ აღნუშნულ ყოფით პრობლემებთან  ერთად ამ პრინციპების დაცვაც დიდ შრომას მოითხოვს რათა ჩვენს მკითხველს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ , და თანაც ისე მარტივად და უპრობლემოდ ჩანდეს ეს, რომ ვერც კი  მიხვდეს რამხელა შრომა დგას ტექსტში ჩადებულ რამოდენიმე სტრიქონის უკან.
Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები