იმიტომ რომ ქართველი ვარ !!
AutoSharing Option
14:07 24-03-2017
საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი არცთუ სახარბიელო სტატისტიკა, დღევანდელი მატჩის წინ აჩენდა გარკვეულ ეჭვებს, იქნებოდა თუ  არა გულშემატკივარი  ისე მრავლად, როგორც ზოგადად სანაკრებო მატჩებზე მოდისხოლმე, ამ დროის მონაცემებით 55 000 ადგილიდან მხოლოდ 21 000 შევსებული, თუმცა დრო ჯერ კიდევ თითქმის 7 საათი გვაქვს, ზუსტი ციფრის დასახელება რათქმაუნდა შეუძლებელია, თუ რამდენი ადამიანი იქნება დღეს დინამო არენაზე, თუმცა იმის თქმა რომ ეს ჩვენი ნაკრებია და მისი გვერდში დგომა გვმართებს ვფიქრობ საჭიროც არაა, ჩემი როგორც ამ სტატიის ავტორის და ერთი რიგითი ქართველის საჯარო მოწოდებაა მოვიდეთ დღეს დინამოზე, ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი, ფეხბურთი კი მოგეხსენებათ გულშემატკივრის გარეშე არასრულფასოვანია და თანაც იმდენად რომ პირდაპირ პროპორციულად შეუძლია თამაშის ბედზე ზემოქმედება, აქვე შეიძლება მკითხველს დაებადოს კითხვა რატომ უნდა მივიდე სტადიონზე ყოველივე ამის შემდეგ ? პასუხი კი მარტივია: იმიტომ რომ ქართველი ხარ !! აქ კი ჩვენი არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის თამაშმა უნდა განგვისაზღვროს მივალთ თუ  არა მოედანზე, არამედ სტადიონზე უნდა მოგვიყვანოს იმ მარტივი ჭეშმარიტების გააზრებამ რომ სტადიონზე მჯდომარეები იმ ადამინების  თანაგუნდელები ვართ რომელებიც მწვანე მინდორზე ჩვენი ქვეყნის დროშით და სიმბოლიკით გამოდიან, თავს ხრიან ქართული დროშის წინ, ისმენენ ქართულ ჰინმს და მსაჯის სატვენისთანავე იწყებენ გარჯას იმისთვის, რომ მატჩის ბოლოს გამარჯვებულად არა რომელიმე მათგანი, არამედ საქართველო გამოცხადდეს, აქედან გამომდინარე ჩვენ არათუ სასრუველია არამენდ რაღაც მომენტში მორალური ვალდებულებაც გვაქვს დღეს სტადიონზე მივიდეთ და ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნებისმიერი წინა შედეგის მიუხედავად.
Twitter
7
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები