რონინიო: ,,ვფიქრობ იტალიასთან შანსი გვაქვს, გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ
AutoSharing Option
01:28 10-04-2017
დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ძირითად საკვალიპიკაციო ეტაპის მატჩში, ბელორუსის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს ტოლსწორად ეთამაშა და საბოლოოდ 1-1 დაუზავდა, მატჩის შემდგომ კომენტარი ქართველთა მხრიდან  გოლის ავტორს რონინიოს ვთხოვეთ რომელიც გუნდის უდავო ლიდერია, მან მატჩი შემდეგნაირად შეაფასა  

,,ბელორუსთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით კარგად ვითამაშეთ მაგრამ არ გაგვიმართლა, გატანისთანავე მეტოქემ საპასუხო გოლი გაგვიტანა, ეს ალბად გატანილი გოლით გამოწვეული სიხარულს ბრალია, არვიცი ალბად ამ დროს  დავკარგეთ კონცენტრაცია, ყველაფრის მიუხედავად ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ.....
იტალიასთან გადამწყვეტი მატჩი გველის, ისინი ჯგუფიდან უკვე გასულები არიან, ამოტომ უმოტივაციოდ იქნებიან და ეს ჩვენს შანსებს ზრდის, ეს შანსები უნდა გამოვიყენოთ!
ჩვენთვის ძალან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხარდაჭერა და მინდა მადლობა გადავუხდო მათ ამ დღეების მანძილზე  მოსვლისა და  მხარდაჭერისთვის, პირველ საკვალიპიკაციო ეტაპზე დარბაზი  ივსებოდა, ახლა კი შედარებით მცირე რაოდენობის გულშემატკივარია, შესაძლოა ეს ბილეთის ფასმაც განაპიორბა, თუმცა გულშემატკივარს მინდა ვთხოვო: მოდით 11 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში და დაგვიჭირეთ მხარი,  ეს თამაში ძლაინ  მნიშვნელოვანია, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა მოედანზე ყოფნისას" -განაცხადა რონინიომ



Twitter
1
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები