,,გუნდი ორ დღეში არ შენდება" - გორის ,,დილას" ადმინისტრაციის ვცელი წერილი გულშემატკივარს
AutoSharing Option
17:01 13-04-2017
გორის ,,დილას" ადმინისტრაცია კლუბის ოფიციალრ ფეისბუქ გვერდზე  განცხადებას ავცელებს, აღნიშნულ განცხადებას  უცვლელად გთზავაზობთ :

,,მოგესალმებით, რამდენიმე საყურადღებო საკითხს შევეხებით და გვჯერა, რომ "დილას" ერთგული ქომაგები გაგებით მოეკიდებიან განცხადების შინაარს. არაერთხელ დაწერილა პრესაში და თქმულა ტელევიზიით, რომ კლუბში ახალი მენეჯმენტი, ინვესტორების ჯგუფი მოვიდა რომელთა უპირველესი მიზანი კლუბის ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებაა, რაც კარგად მოგეხსენებათ ერთ და ორ დღეში არ განხორციელდება, ახალი ფეხბურთელების შეთამაშებას გარკვეული პერიოდი ესაჭიროება, გუნდის შენების პროცესი მარტივი არ გახლავთ, ამის შესახებ მატჩისშემდგომ ინტერვიუებშიც საუბრობს მთავარი მწვრთნელი, რომლის კვალიფიკაციაში და პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, აქედან გამომდინარე გვსურს ცალსახად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რომ კლუბის მენეჯმენტი სრულ ნდობას უცხადებს სამწვრთნელო შტაბს ! ჩვენ არანაირ ილუზიას არ ვიქმნით, რომ „დინამოსთან“, „კოლხეთთან“, „ლოკომოტივთან“ და „ტორპედოსთან“ მომხდარი „ქამბექები“ რაიმე სახის წარმატებაა, ვიცით, რომ გუნდის შენების პროცესში იქნება, როგორც წარმატებული მატჩები ასევე წარუმატებელიც. გვინდა ასევე მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კლუბის მენეჯმენტი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები მზად ვართ მივიღოთ ობიექტური და დასაბუთებული კრიტიკა, ჩვენ გახსნილები ვართ კრიტიკისთვის და საჭიროების შემთვევაში მზად ვართ ორგანიზება გავუკეთოთ გულშემატკივრების შეხვედრას გუნდის ხელმძღვანელობასთან, სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან !!! აღნიშნული განცხადების გაკეთება კონკრეტულმა ფაქტმა გვაიძულა, სოციალურ ქსელში გამოგონილ სახელებს ამოფარებული "ტროლების" ჯგუფი მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს კლუბის მიმართ. "ტროლების" ჯგუფი "დილას" ქომაგების სახელით ჩასაფრებული პოზიციიდან ლანძღავს და "აკრიტიკებს" გუნდს, რომელმაც გუშინდელ მატჩში მნიშნელოვანი ქულა მოიპოვა, ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელის გარეშე, ექსპერიმენტული შემადგენლობით, კლუბთან რომელმაც ბოლო ორი მატჩი საერთო ანგარიშით 10:0 მოიგო და ლიდერობს ეროვნული ლიგის გათამაშებას !! 
ჩვენ ველოდით, რომ გუშინდელი მატჩის შემდგომ ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის გამამხნევებელ კომენტარებს მაინც დაწერდნენ, თუმცა როგორც ჩანს მათი მთავარი საქმიანობა მხოლოდ ლანძღვაა და მეტი არაფერი, ისინი არ არიან „დილას“ ქომაგები, რადგან მათ როგორც ჩანს სიამოვნებას ანიჭებს გუნდის წაბორძიკება. ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ ამ კამპანიას სათავეში უდგანან "დილაში" არარეალიზებული პირები, რომელთა ცხოვრების აზრი გახდა კლუბის მენეჯმენტის და სამწვრთნელო შტაბის ლანძღვა !! გვსურს განვაცხადოთ, რომ დღეიდან მათი მხრიდან დაწერილ კრიტიკულ და სალანძღავ, ხშირად მუქარის შემცველ კომენტარებს ჩვენ არანაირ კრიტიკად არ მივიღებთ, საკუთარი აზრი შეუძლიათ საკუთარ „გამოგონილ“ ფეისბუქ „სამყაროში“ დააფიქსირონ. აქვე გვსურს მადლობა გადაუხადოთ "დილას" ერთგულ ქომაგებს, რომლებიც მუდამ მზად არიან გვერდში დაუდგან კლუბს !!! განსაკუთრებული მადლობა გვსურს გამოვხატოთ ფეისბუქ გვერდების მიმართ: დავიმახსოვროთ გორის "დილა"FC Dila Gori Unofficial და გორის დილას ოფიციალურ ფან-კლუბს „ლომკაცები“, რომლებიც გუნდის ერთგულ ქომაგებად მიგვაჩნია და მათი კრიტიკული კომენტარები ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენთვის საამაყოა ასეთი გულშემატკივრობა და გვჯერა, რომ გუნდის შენების პროცესში თქვენ აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ."

პატივისცემით სკ "გორის დილა"-

Twitter
1
1
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები