კვეკვესკირმა ხიზანიშვილს ბოლო წუთზე მოუგო
AutoSharing Option
16:47 24-04-2017
აზერბაიჯანის ჩემპიონატის 27-ე ტურში. ნიკა კვეკევსკირის ,,გაბალა" ზურაბ ხიზანიშვილის ,,ინტერს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4-3 გაიმარჯვა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ორივე  ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრაში  ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ, ,,გაბალამ" მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა და პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე, 2 ბურთიანი უპირატესობით, (3-1) გავიდა, მეორე ტაიმში კი ინიციატივა სტუმრებმა იგდეს ხელთ და ანგარიში გაათანაბრეს, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეხვედრის 90-ე წითზე ,,გაბალას" ფეხბურთელმა, ტელურ მუთალიმოვმა მეტოქის კარი  აიღო და საკუთარ გუნდს 3 ქულა შესძინა.

ამ გამარჯვებით ,,გაბალა" 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ,,ყარაბაღს" 6 ქულით ჩამორჩება, ,,ინტერი" კი 43 ქულით მესამეა.
Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები