შესაძლოა მეორე წრიდან ,,ჩელე არენაზე
AutoSharing Option
23:22 01-05-2017
ქობულეთში არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ,,ჩელე არენა", რომლის მიინდვრის საფარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, და რა დასამალია და ვერც სხვა ინფრასტრუქტურის იდეალური სტარდანტერიბით დაიკვეხნის, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ამ დროსითვის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი გუნდის, ქობულეთის  ,,შუქურას " ფოთის ,,კოლხეთისა" და  ბათუნის ,,დინამოს" საშინაო არენა და ერთ ერთი ყველაზე დატვირთული მოედანია მიმდინარე ჩემპიონატში.

არაოფიციალური  ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია, არადამაკმაყოფილებელი სტანდარტების გამო, ეროვნული ლიგის  მეორე წრიდან, აღნიშნილ არენაზე თამაშების აკრძალვას აპირებს. ეს მოარული ინფორმაცია კიდევ უფრო სარწმუნო ბათუმის ,,დინამოს" ოფიცლური ფესიბუქ გვერდის განცხადებამ გახადა, რომლის მოხედვითც ბათუმელები მეორე წირდან ქალაქ ბათუმში არსებულ სარაგბო მოედანზე გამართავენ საშინაო მატჩებს.  თუმცა როგორც თავში მოგახსენეთ, მატჩების აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავცელებულა, და ჯერჯერობით გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია. 


Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები