ფეხბურთისადმი სიყვარული დიდია, სტადიონი ზედმეტად პატარა
AutoSharing Option
13:15 07-05-2017
10 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ფეხბურთის დაბრუნებას დიდი ინტერესი რომ მოჰყვებოდა, ამაზე არავინ დავობდა და ბათუმის ,,დინამოს" ადმინსიტრაციას ამის მოლოდინი ალბად ჰქონდა, მაგრამ 500 კაციან ტრიბუნაზე თუ 3 000 ადამიანი მივიდოდა ალბად ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაყურებელთა უდიდესი  ნაწილი ფეხზე მდგარი, უკეთეს შემთხვევაში მოედნის კიდესთან მიმდგარი ადევნებდა თვალყურს ,,დინამო"-,,ლოკომოტივის" მატჩს, მათ კი  ვინც ამ პერიმეტრზეც ვერ მოძებნა ადგილი, არც სხვადასხვა კონსტრუქციებსა თუ  სახლების ავინებზე შემდგარი თაკილობდა არაკომფორტულად ყოფნას, რათა საკუთარი ქალაქში ფეხბრთს მოწყურებულს, მატჩისთვის თვალი ედევნებინა.

მხოლოდ ეს გარემობა, კლუბის ტრადიციებსა და ბათუმში სტადინის არსებობის მნიშვნელობაზე რომ აღარაფერი  ვთქვათ, მოწმობს რომ არათუ სასურველი არამედ ჰაერივით საჭიროა ამ ქალაქში ევრო  სტანდარტების მოედნის არსებობობა, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით იმდენი ითქვა, იმდენი დაიწერა, რომ ამ ყოველივეს ამ სტატიაში ჩაწერა უბრალოდ წრეზე ბურუნვა იქნება,  ერთი რამ კი ცალსახდ აღსანიშნავი  და სასიხარულოა რომ ქალაქ ბათუმში ფეხბრთი განსაკუთერებით უყვართ და ის ატმოსფერო რაც გუშინ ,,რაგბი არენაზე" თითოეულმა გულშემატკივარმა თავისი მხურვალე ფანობით შექმნა დასაფასებელი და ყურადსაღებია, უკვე ცნობილია რომ განახლდა რამდენიმე თვის წინ შეჩერებული ბაზის მშენებლობა, ასე რომ ბათუმელებს მალე, საკუთარი საფეხბურთო ობიექტი  ექნებათ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს, მანმადე კი იმედი  დავიტოვოთ რომ ბათუმში გამართულ თიოეულ მატჩს, როგორც მინუმ იმაზე ნაკელები ადამიანი არ დაესწრება ვიდრე გუშინ იყო, მხოლოდ ასე თუ შევძლებთ გვქოდეს კონკურენტული ჩემპიონატი, რომელიც მოტივრებული ფეხბურთელების და გუნდების გარეშე შეუძლებელია, მოტივაცია კი თავის მხრივ გულშემატკივრის გარეშე არ იარსებებს. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულად უშუალოდ სარაგბო არენას, სასიამოვნო იქნება თუ სამომავლოდ მოხერხდება იმ სარაგბო ხაზების დაფარვა, რომელიც ფეხბურთის მატჩისას ცოტა არ იყოს ზედმეტად გვხვდებახლომე თვალში, თუმცა ეს უბრალო დეტალია, მთავარი  პრბლემა კი ისევ და ისევ სტადიონის სიმცირეა, თუმცა ერთობ სასიამოვნოა რომ ქართული ფეხბურთის მატჩისას საუბარი არა მაყურებელთა მოზიდვის აუცილებლობაზე, არამედ პირიქით, მათ ჭარბ რაოდენობაზე გვიწევს.



Twitter
0
0
ელფოსტა ბეჭდვა
კომენტარის დატოვების უფლება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო კომენტარები